სიახლეები
რჩევები

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ფრჩხილის კვნეტას - რჩევები მშობლებს
31-07-2018
-
+


დაინახავენ რა, რომ ბავშვი ფრჩხილებს იკვნეტს, ხშირ შემთხვევაში, საქციელს ცუდ ჩვევად თვლიან და მის გამომწვევ მიზეზებზე ნაკლებად ფიქრობენ...

მრავალი ვერსია არსებობს ზემოთქმული „წიკის“ ასახსნელად, მაგრამ ყოველი მათგანი ფსიქოლოგიურ პრობლემებამდე მიდის.

ფრჩხილების კვნეტით ბავშვი საკუთარ ემოციას გამოხატავს თუნდაც მშობლების აკრძალვების, მეგობრებთან დაძაბულობის, შინაგანი აგრესიისა და რეგულარული სტრესის მიმართ.

ბავშვმა ფრჩხილების კვნეტა შესაძლოა, უფოსების მიბაძვითაც დაიწყოს, თუ მსგავსი ჩვევა ვინმეს აქვს ოჯახი.

პატარა მოწყენილობის გამოც იწყებს კვნეტას, მაგალითად, თუ მშობლები სათანადო ყურადღებას არ აქცევენ მას.

ფრჩხილის კვნეტის ჩვევა დაავადებადაა მიჩნეული და სამედიცინო ენაზე ონიქოფაგია ეწოდება.

იმის გასარკვევად, ფრჩხილების კვნეტა, კონკრეტულ შემთხვევაში, დაავადებაა თუ ცუდი ჩვევა ნერვოპათოლოგი დაგეხმარებათ. ზოგ შემთხვევაში, ბავშვებს დამაწყნარებელს უნიშნავენ.

როგორ გადავაჩვიოთ შვილი ფრჩხილების კვნეტას?

მიუღებელია ყვირილი და ჩხუბი ზემოთთქმული საქციელის გამო, მშობელი ახსნითა და მზრუნველობით უნდა განიხილავდეს მოცემულ პრობლემას ბავშვთან. დამატებითმა სიმკაცრემ და აკრძალვამ შესაძლოა, ჩვევის განმტკიცევა გამოიწვიოს, დაძაბულობისა და შიშის ფონზე.

ფრჩხილების კვნეტის გადაჩვევის ერთერთი ეფექტური ხერხი ყურადღების გადატანაა. როდესაც შვილის ცუდ ჩვევას დაინახავთ, ეცადეთ პატარა სხვა აქტივობით დააინტერესოთ, ისე, რომ ხელები დაკავებული ჰქონდეს, ვთქვათ, უყიდეთ პლასტელინის ბურთი ან ხელის ტრენაჟორი.

ჩვევის წინააღმდეგ ნაცადი ხერხი ჰიგიენური ლაქის მოხმარებაა. მას როგორც გოგოების, ასევე ბიჭების შემთხვევაში იყენებენ. შედეგად, პირში თითის ჩადებისას უსიამოვნო გემო და წვის შეგრძნება უჩნდებათ პატარებს, რაც დისკონფორტს ქმნის და მსგავსი ქმედების გამეორების სურვილს უკარგავს.

ექიმთა თქმით, კვნეტის გადაჩვევის პროცესი შესაძლოა, დროში გაიწელოს. მოთმინებით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით წესებს. სიტუაციის გართულების შემთხვევაში კი მიმართეთ ფსიქოლოგს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება