სიახლეები
საინტერესო

ყველაზე საშიში და სახიფათო ქვეყნები სამოგზაუროდ
31-07-2018
-
+


მსოფლიოში ბევრი ადგილია ისეთი, სადაც ტურისტების სტუმრობა სახიფათო და საშიშია. 

SOS და რისკების კონტროლის საერთაშორისო ორგანიზაციამ იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც 2018 წელს არ უნდა ესტუმროთ. 

მათ სიაში ტურისტებისთვის მიმზიდველი ქვეყნებიც აღმოჩნდა, როგორებიცაა კოლუმბია, ეგვიპტე, მექსიკა და ინდოეთი. 

ორგანიზაციამ ქვეყნები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შეაფასა: მედიცინის დონე, გზების მდგომარეობა და უსაფრთხოება. შემდეგ კი ქვეყნები მათი სოციალური მდგომარეობის, დანაშაულის სიხშირის, არეულობებისა და ომების მიხედვით გადანაწილდნენ. 

იხილეთ რუკა (მწვანე - უხიფათო, მუქი წითელი - ექსტრემალურად სახიფათო)



ექსტრემალურად სახიფათო ქვეყნებია: ლიბია (აფრიკა), ირანი (აზია), ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა (აფრიკა), მალი (აფრიკა), ავღანეთი (აზია), პაკისტანის გარკვეული ნაწილი (აზია), სომალი (აფრიკა), სამხრეთ სუდანი (აფრიკა), სირია (აზია) და აღმოსავლეთ უკრაინა (ევროპა). 

მაღალი რისკის შემცველი ქვეყნების სიაში შედის მექსიკა (ჩრდილოეთ ამერიკა), ეგვიპტე (აფრიკა), ვენესუელა (სამხრეთ ამერიკა), ინდოეთი (აზია), ჰონდურასი (ცენტრალური ამერიკა), ალჟირი (აფრიკა), გვატემალა (ცენტრალური ამერიკა), ნიგერია (აფრიკა), კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (აფრიკა), მიანმა (აზია), პაპუა ახალი გვინეა (ოკეანეთი), პაკისტანი (აზია) და ფილიპინების ნაწილი (აზია). 

ყველაზე უხიფათო ქვეყნების სიაში პირველ ადგილს დანია (ევროპა) იკავებს, შემდეგ მოდიან სლოვენია (ევროპა), გრენლანდია (დანია/ევროპა), ნორვეგია (ევროპა), ისლანდია (ევროპა), ფინეთი (ევროპა), ლუქსემბურგი (ევროპა) და შვეიცარია (ევროპა). 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება