სიახლეები
სამასწავლებლო

რომელ უცხო ენას ანიჭებენ უპირატესობას სკოლებში
31-07-2018
-
+


Etaloni.ge სკოლებისა და მათი წარმატებული მენეჯერების გამოცდილებით მუდმივად ინტერესდება და სწორედ დირექტორებისგან ცდილობს გაიგოს, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ყველა საინტერესო და აქტუალური თემა. ამჯერად, საკითხი სკოლებში უცხო ენების სწავლებას, მიდგომებსა და ბავშვების აქტივობას შეეხება.

ერთად გავიგოთ რომელი ენაა სკოლებში ყველაზე მოთხოვნადი.

თისელის საჯარო სკოლის დირექტორი დიანა კახელი:


„ჩვენს სკოლაში ინგლისური და რუსული ისწავლება. ჩემი დაკვირვებით, ბავშვები ინგლისურს მეტი ინტერესითა და მონდომებით სწავლობენ.“

ზიკილიის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ქიმერიძე:

„სკოლაში რუსულსა და ინგლისურ ენებს ვასწავლით. მოსწავლეები მეტი ინტერესით ამ უკანასკნელს ეკიდებიან. ორჯერ გვყავდა მოხალისე პედაგოგი ამერიკიდან და ბავშვებმა მათთან ერთად სალაპარაკო ენა სხვადასხვა აქტივობითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით გაიმყარეს.“ 

თივის საჯარო სკოლის დირექტორი გიორგი ხატიაშვილი:

„მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც სწავლობენ და მათ უმრავლესობას რუსული ენა უფრო უმარტივდება. ისე სავალდებულო საგნად ინგლისური ისწავლება. რუსული არჩევითი ენაა.“

ხელედის საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჩანქსელიანი:

„მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს. ამჯამად ჩვენთან რუსული და ინგლისური ენები ისწავლება. ადრე გერმანულის ჯგუფიც გვქონდა, მაგრამ შედარებით მცირე მოთხოვნისა და ჯგუფების გაყოფის უსახსრობის გამო, ეს ენა აღარ ისწავლება. მოსწავლეები სავალდებულო ინგლისურ ენას პირველი კლასიდან, რუსულს კი მე-5 კლასიდან ეუფლებიან.“

მთისძირის საჯარო სკოლის დირექტორი ნანა მამუკაშვილი:

„ჩემი დაკვირვებით, ბავშვები ინგლისურსა და რუსულ ენებს თანაბარი ინტერესით სწავლობენ. ამჟამად არა, მაგრამ ერთერთი სასწავლო წლის განმავლობაში მოწვეული პედაგოგი გვყავდა ამერიკიდან, რომლის მუშაობა მოსწავლეებში ენის უკეთ შესწავლისა და პრაქტიკული მეტყველების კუთხით შედეგიანი გამოდგა.“

ჯუგაანის საჯარო სკოლის დირექტორი მარიამი ბოლაშვილი:

„სკოლაში რუსული და ინგლისური ენები ისწავლება. ინგლისური ენის 3 მოხალისე პედაგოგი გვყავდა. მათ მუშაობას დადებითი და უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა. კარგი ისაა, რომ მოსწავლეები აქცენტით საუბარსა და პრაქტიკულ მუშაობას სწავლობდნენ, მაგრამ გრამატიკას ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას. ახლა ორი ახალგაზრდა, სერთიფიცირებული ინგლისური ენის პედაგოგი მყავს სკოლაში.“

ზინობიანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია კაშმატიშვილი:

„ჩვენს სკოლაში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები - უდები სწავლობენ, აქედან გამომდინარე გვაქვს უდიური ენის წრე, რომელიც მათი მშობლიური ენაა. ასევე ვასწავლით რუსულსა და ინგლისურს. ეს უკანასკნელი ბავშვებში განსაკუთრებით მოთხოვნადია. ჩვენი პედაგოგები მუდმივად გადიან ტრენინგებს და ახალი მეთოდების დანერგვას ცდილობენ ენის სწავლებაში.“

ჭიორის საჯარო სკოლის დირექტორი ლელი რეხვიაშვილი:

„მცირეკონტიგენტიანი სკოლა გვაქვს, სულ 7 მოსწავლით. ვასწავლით რუსულ და ინგლისურ ენებს. საგაკვეთილო პროცესი სტანდარტულად, სასწავლო გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ინგლისური ენა მეტად აქტუალურია ბავშვებში, მისი სწავლება პირველი კლასიდან იწყება.“

ლაფანყურის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი იარაჯული:

„სასწავლო ეროვნული გეგმით გაწერილი და ენის სასწავლებლად მრავალი ხელშემწყობი აქტივობის ჩატარებით, ჩვენი პედაგოგები რუსულ და ინგლისურ ენებს ასწავლიან. მოსწავლეებში მეტი ინტერესით, რა თქმა უნდა, ინგლისურს სწავლობენ.“

ხიზაბავრის საჯარო სკოლის დირექტორი აკაკი ადეიშვილი:

„სკოლაში სტანდარტულად ინგლისური და რუსული ენები ისწავლება. მოხალისე პედაგოგები არ გვყოლია, მაგრამ არაჩვეულებრივი, კვალიფიციური მასწავლებლები გვყავს.“

მამათის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინეზა ჩიკაშუა:

„ამ ეტაპზე ინგლისური უფრო მოთხოვნადი ენაა ჩვენთან, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, მოსწავლეები რუსული ენით მეტად დაინტერესებას იწყებენ. მოწვეული პედაგოგები არ გვყავს, მაგრამ ადგილობრივი მასწავლებლები და მოსწავლეები ენის ეფექტურად სწავლება-ათვისებას მაქსიმალურად ცდილობენ.“

გუთურის საჯარო სკოლის დირექტორი მზია ოსეფაიშვილი: 

„ჩემი დაკვირვებით, ბავშვებში ინგლისური ენა მეტად მოთხოვნადია, ვიდრე რუსული. ჩვენ გვყავდა მოწვეული პედაგოგი უცხოეთიდან, მაგრამ მის მუშაობას დადებითად ვერ შევაფასებდი. მის იმედზე ნამდვილად არ ვიყავით, არაჩვეულებრივი ინგლისური ენის პედაგოგები მყავს, მაგრამ სამომავლოდ კვლავ ვაპირებ მოხალისის მიღებას. ახლა მეტი გამოცდილება გვაქვს მასთან ურთიერთობის და იმედი მაქვს, მეტად ეფექტური იქნება ჩვენი თანამშრომლობა.“

ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ციცინო მუსელიანი:

„ჩვენთან მხოლოდ რუსული და ინგლისური ენები ისწავლება. მოსწავლეები ინგლისური ენით უფრო მეტად ინტერესდებიან. უცხო ენის გაკვეთილები საინტერესო და სახალისო აქტივობებით არის დატვირთული. “

კოჭბანის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ წიკლაური:

„ჩვენი ბავშვები ინგლისურ ენას პირველი კლასიდან, ხოლო რუსულს - მეხუთედან სწავლობენ. მოხალისე პედაგოგები არასდროს გვყოლია, მაგრამ არაჩვეულებრივი მასწავლებლები გვყავს და ბავშვებსაც უყვართ უცხო ენის გაკვეთილი.“

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება