მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართველი მოსწავლე ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
პორტუგალიაში, ქ. ლისაბონში, ფიზიკაში მოსწავლეთა 49-ე საერთაშორისო ოლიმპიადა (IPhO) დასრულდა, სადაც საქართველო მოსწავლეთა ხუთკაციანი ნაკრებით იყო წარმოდგენილი. ასპარეზობაზე საუკეთესო შედეგი აჩვენა და ვერცხლის მედალი მოიპოვა ზურაბ ჯაშმა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ანალოგიურ ოლიმპიადაზე ინდონეზიაში, ზურაბი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. საპატიო სიგელები გადაეცათ ასევე დავით მდინარაძესა და ალექსანდრე მერაბიშვილს.
ქართველი მოსწავლეების შედეგი მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ ფიზიკის სასწავლო ოლიმპიადა სასკოლო კონკურსებს შორის ყველაზე პრესტიჟულია მსოფლიოში და წელს მასში 80 ქვეყნის 400 მოსწავლე მონაწილეობდა.
Etaloni.ge ულოცავს ქართველ მოსწავლეებს საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარმატებულ ასპარეზობას.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც