სიახლეები
სამასწავლებლო

„სკოლაში პედაგოგებმა მოგზაურობა ტრადიციად ვაქციეთ“ - გაეცანით დირექტორების რჩეულ ქვეყნებს სამოგზაუროდ
02-08-2018
-
+


სკოლაში მრავალი საქმისა და დირექტორების გადატვირთული რეჟიმის მიუხედავად, წარმატებული მენეჯერები Etaloni.ge-სთან ერთად საზაფრულო თემებზე საუბრობენ.

ერთად გავიგოთ, სად ისურვებდნენ სკოლის წარმატებული დირექტორები მოგზაურობას.

ზერტის საჯარო სკოლის დირექტორი ჯუმბერ ტერუნაშვილი:


„სიამოვნებით ვიმოგზაურებდი საფრანგეთში. მაინტერესებს ამ ქვეყნის არქიტექტურა, კულტურა და ხალხი. ჩემთვის ასევე საინტერესოა ესპანეთისა და პორტუგალიის მონახულება.“ 

ასურეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნანი გორდეზიანი:

„უკრაინაში დავიბადე და გავიზარდე. 10 წლის ვიყავი რომ წამოვედით. ძალიან მენატრება და სიამოვნებით დავბრუნდებოდი ცოტა ხნით მაინც. ყველაზე ტკბილად სკოლა მახსენდება, ქალაქში ჩემი საყვარელი ადგილი იყო.“ 

კაზრეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორი დინარა პირველი:

„დიდი კულტურის ქვეყანაა იტალია. გამორჩეულად ვენეცია მაინტერესებს. ასევე სიამოვნებით ვიმოგზაურებდი პარიზში, ხელოვნების ქალაქია მუზეუმებითა და არქიტექტურით.“

მანგლისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა აფციაური:

„ისრაელში ვიმოგზაურებდი სიამოვნებით. გოლგოთას მთას ავივლიდი და ქრისტეს საფლავს მოვილოცავდი. სხვა ქვეყანა, ასე განსაკუთრებით რომ მაინტერესებდეს, არ მახსენდება.“

ტირძნისის საჯარო სკოლის დირექტორი დარეჯან ნასყიდაშვილი:

„საფრანგეთში მოგზაურობა ბავშვობის ოცნებაა. მიტაცებს საოცრად დახვეწილი ფრანგი ხალხი, ქვეყნის ისტორია და კულტურა. პარიზი, პარიზი ხომ ზღაპრული ქალაქია.“

დიდი თონეთის საჯარო სკოლის დირექტორი ცისნამი არზუმელაშვილი:

„გამორჩეულად მიზიდავს იტალია და მისი კულტურა. ხალხიც საინტერესო ტიბაჟისანი არიან ჩემთვის, რაღაცით ვგავართ. ყველაზე მეტად მაინც ფლორენიის შემოვლა და მისით ტკბობა მინდა.“

პატარა ირაგის საჯარო სკოლის დირექტორი ფატიმა ჩარკვიანი:

„სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ეგვიპტეში, გამორჩეული ისტორია და კულტურა აქვთ. ასევე მიზიდავს საფრანგეთი, პარიზი, ეიფელის კოშკით, ლუვრითა და დახვეწილი არქიტექტურით.“

რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძე:

„ანტიკური დროის კულტურა განსაკუთრებით მაინტერესებს, ამდენად, სიამოვნებით ვიმოგზაურებდი საბერძნეთსა და იტალიაში.“

ჭივჭავის საჯარო სკოლის დირექტორი რუსუდან გარდაფხაძე:

„ესპანეთში, კონკრეტულად კი ბარსელონაში ვიმოგზაურებდი დიდი სიამოვნებით. საინტერესო ისტორია და კულტურა აქვთ.“

ტანძიის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ბერიანი:

„გამორჩეულად ძველი ცივილიზაციისა და კულტურის ქვეყნები მაინტერესებს. ვიმოგზაურებდი ეგვიპტეში, იტალიასა და საბერძნეთში. განსაკუთრებით მიმზიდველია მათი არქიტექტურა და ისტორია.“

სავანეთის საჯარო სკოლის დირექტორი ინგა მიქალაძე:


„განსაკუთრებით აღმოსავლური კულტურა მიზიდავს. ამ ბოლო დროს, კაბადოკიაში მოგზაურობისა და ტაძრების მოლოცვის სურვილი განსაკუთრებით გამიჩნდა.“

კაზრეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნანა ოდიშელიძე:


„დიდიხანია იტალიაში მოგზაურობა მინდა, ვენეციას მოვინახულებდი და ულამაზეს ფერად ქვებს შევიძენდი იქ ყოფნისას. პროფესიული კუთხით, ფინეთში მოგზაურობა იქნებოდა საინტერესო, სასკოლო ცხოვრების წესის გასაცნობად. აუცილებლად „მოვიპარავდი“ კარგ იდეებსა და მეთოდებს ჩემი სკოლისათვის.“

ბოლნისის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ირმა წაქაძე:

„გამორჩეული ქვეყანაა საფრანგთი, პარიზი ხომ სიყვარულის ქალაქია, თავისი ეიფელის კოშკითა და ლუვრით. სიამოვნებით ვიმოგზაურებდი მის ისტორიასა და არქიტექტურაში.“

ბოლნისის N5 საჯარო სკოლის დირექტორი მადონა ლომსაძე:

„მიყვარს გერმანია, კულტურა, ხალხი. პროფესიით გერმანისტი ვარ და ქვეყანაშიც ორჯერ ვარ ნამყოფი. მიუხედავად ამისა, ისე აქ ვიმოგზაურებდი. ერთხელ სტუდენტობის დროს, შემდეგ კი ტრენინგებზე ვიყავი წასული და სრულყოფილად ყველაფრის დათვალიერება ვერ მოვახერხე. პუნქტუალობითა და წესრიგით რომ გამოირჩევიან, ეს ხომ ყველასათვის ცნობილია, მაგრამ კიდევ რაღაც განსაკუთრებული არის მიუნხენში, საოცარი ქალაქია.“

ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია სულავა:

„სკოლაში პედაგოგებთან ერთად 2 წელია, სამოგზაურო ტრადიცია გვაქვს. შარშან ტაო-კლარჯეთში ვიყავით, წელს-კაბადოკიაში, მომავალში კი ძალიან გვინდა საფრანგეთის, იტალიისა და ისრაელის დათვალიერება. უკვე დავიწყეთ თანხის გადანახვა და ვნახოთ რას გავწვდებით.“

ზემო ქედის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ნებიერიძე:

„პარიზია საოცნებო ქალაქი, სიყვარულის ქალაქი. საოცარია ეიფელის კოშკი, ქალაქის არქიტექტუტა და ხალხი, გამორჩეული დახვეწილობით.“ 

ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი მურად ჯიშკარიანი:

„საოცარია ბერძნული კულტურა და მითოლოგია, ოლიმპოს მთასა და ზევსის ტაძარს მოვინახულებდი. შემდეგ ეგვიპტის პირამიდებში ვიმოგზაურებდი. განსაკუთრებით ძველი ცივილიზაციები მაინტერესებს, მაგრამ, თუ მომავალზე ვისაუბრებთ, იაპონიაა გამორჩეული ქვეყანა.“

წინწყაროს საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ნიჟარაძე:

„ყველა ქვეყანას თავისი დამახასიათებელი კულტურა და ხიბლი აქვს, მაგრამ გამორჩეულად ეგვიპტეში ვისურვებდი მოგზაურობას. პირამიდებსა და სფინქსს ვიხილავდი. ძველი ცივილიზაციები განსაკუთრებით საინტერესოა ჩეთვის.“

რატევანის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხარაიშვილი:

„ჩემთვის გამორჩეულად საინტერესო ქვეყანა იტალიაა. სიამოვნებით ვიმოგზაურებდი რომში, ვენეციაში, დავათვალიერებდი ანტიკურ ძეგლებსა და არქიტექტურას, უფრო ახლოს გავიცნობდი იქაურ კულტურასა და ხალხს.“

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება