სიახლეები
სამასწავლებლო

„ეტალონის“ გამარჯვებული, 2008 წლის ომის გმირი, მსოფლიო ჩემპიონი კარატეში-სკოლების დირექტორები საამაყო მოსწავლეებს ასახელებენ
03-08-2018
-
+


წარმატებული ადამიანები საკუთარ უნარებს სკოლაში სწავლის პერიოდიდან ამჟღავნებენ. სწორედ ამიტომ, მათი სახელი სასწავლებელში დიდხანს ახსოვთ.  

რომელი მოსწავლეებით ამაყობენ სკოლების დირექტორები? - ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად Etaloni.ge  მათ დაუკავშირდა. 

მესტიის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო გვარლიანი: გიორგი მარგიანი - მან ადრე დაამთავრა ჩვენი სკოლა. უმაღლესი ქულები ჰქონდა, პირველი ეროვნული გამოცდები გაიარა და 100 პროცენტიანი გრანტიც აიღო. სამედიცინო ფაკულტეტზე მოეწყო და დღეს წარმატებული ექიმია. ასევე, გიორგი ერთ-ერთ მუსიკალურ პროექტში იღებდა მონაწილეობას და საკმაოდ დასამახსოვრებელი კონკურსანტი გახლდათ. 

თხილვანის საჯარო სკოლის დირექტორი ედუარდ ბოლქვაძე: მალვინა მიქელაძე - მან ერთ დღეში 8 გამოცდა (ექსტერნის, მე-12 კლასის და ეროვნული) ერთდროულად ჩააბარა (რაღაც გარკვეული ტექნიკური ხარვეზის გამო ასე მოუწია), გრანტი მოიპოვა და ახლა გაცვლითი პროგრამით ამერიკაში მიდის სასწავლებლად. 

ცხემლისის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ბოლქვაძე: რუსლან ბოლქვაძე - სკოლა უმაღლეს ქულებზე დაასრულა, ხარისხი უკრაინაში დაიცვა, 31 წლის ასაკში პროფესორი გახდა და დღეს ერთ-ერთ საავადმყოფოში მოღვაწეობს.

დიდი რიყეთის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზ ხოზრევანიძე: დათო ანთაძე - ჩვენ სკოლაში მაღალ ქულებზე სწავლობდა, შემოქმედებით კონფერენციებში იმარჯვებდა და დღესაც აგრძელებს სწავლას, წარმატებული ადამიანია. 

ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორი რევაზ კორძახია: რევაზ შოთაძე სკოლაში სწავლის პერიოდში „ეტალონის" გამარჯვებული გახდა. სკოლა მაღალ ქულებზე დაასრულა, სწავლა უნივერსიტეტში განაგრძო, მაგისტრის ხარისხიც აიღო და დღეს სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა. 

კარაპეტის საჯარო სკოლის დირექტორი ვალოდია ზოიძე: ჩვენი ყოფილი მოსწავლე ინეზა ზოიძე-იგი ამჟამად ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის პროფესორია. 

ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორი აკაკი მდორეული: ანი პატრიშვილი - ახლა მე-10 კლასში გადავიდა. მსოფლიო ჩემპიონია კარატეში. 

პატარა ჯიხაიშის საჯარო სკოლის დირექტორი მანანა მიქაძე: ეთერ აბზიანიძე - ხშირად იმარჯვებდა სხვადასხვა კონკურსსა და ოლიმპიადაში. მოუგია პროექტები. მისი სახელით სკოლაც იღებდა მედლებს. 

აბანოსხევის საჯარო სკოლის დირექტორი ლეილა არაბული: ვასიკო მწითური - ახლა დაამთავრა ჯავახიშვილის უნივერსიტეტი. ძალიან გამორჩეული მოსწავლე იყო და კრეატიულად აზროვნებდა. 

ნაღვარევის საჯარო სკოლის დირექტორი მერი ტაკიძე: მიხეილ ტაკიძე - მან რვაწლიანი საშუალო სკოლა გახსნა სოფელ ნაღვარევში და ადგილობრივი პედაგოგებით შეავსო სასწავლებელი. ეს ძალიან რთულ პერიოდში შეძლო და დღესაც  სკოლას ემსახურება.

ქედლების საჯარო სკოლის დირექტორი თენგიზ მეხეშიძე: ილონა შავაძე - მან ორი წლის წინ დაამთავრა ჩვენი სკოლა. საქართველოს ჩემპიონი გახლდათ სათხილამურო სპორტში. ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა, მისგან პრიზი მიიღო, რამაც ხელი შეუწყო ჩვენ სოფელში სათხილამურო ბაზის განვითარებას და პოპულარიზაციას. 

გუმათის საჯარო სკოლის დირექტორი ელისო დანგაძე: თენგო ჩხაბერიძე - ის პირველი იყო ჩვენი სკოლიდან, რომელმაც კადეტთა ლიცეუმში მაღალი ქულებით ჩააბარა. 

ეწრის საჯარო სკოლის დირექტორი დათო არაბიძე: გიორგი ქამუშაძე - მან  ჩვენი სკოლა უმაღლესი ქულებით, ოქროს მედალზე დაამთავრა. საამაყო მოსწავლე გახლდათ.

პაპოშვილების საჯარო სკოლის დირექტორი ხასან ფუტკარაძე: ზურაბ ფუტკარაძე - ჩვენი სკოლის მოსწავლე გახლდათ. დღეს ბიზნესმენია და სკოლაზე ზრუნავს. კარგ საახალწლო საჩუქრებს გვიკეთებს უკვე 10 წელია. 

ოძისის საჯარო სკოლის დირექტორი როენა კვიციანი: ნიკოლოზ ფარნიშვილი - წელს დაამთავრა ჩვენი სკოლა. ძალიან წარმატებული მოსწავლე გახლდათ, მაღალი ქულების მქონე და საამაყო. 

ბუთურაულის საჯარო სკოლის დირექტორი ბულბული მგელაძე: იაგო მიქელაძე - ჩვენი სკოლა მის სახელს ატარებს, 2008 წლის ომის გმირია. მისით ვამაყობთ.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

მასწავლებელთა გამოცდაზე მოსული კიდევ ერთი საგნის ტესტები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატისტიკას ასაჯაროებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება