სიახლეები
სამასწავლებლო

„საკმაოდ ცელქი ბავშვი ვიყავი“ - როგორი მოსწავლეები იყვნენ სკოლის დირექტორები
03-08-2018
-
+


სკოლის დირექტორი მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის სამაგალითოა. ოდესღაც კი ისინიც ბავშვები იყვნენ, რომლებიც გაკვეთილზე ცელქობდნენ, საყვარელი პედაგოგები ჰყავდათ და ესა თუ ის საგანი გამორჩეულად უყვარდათ. 

Etaloni.ge დაინტერესდა თუ როგორი მოსწავლეები იყვნენ დირექტორები?

დარკვეთის საჯარო სკოლის დირექტორი დარიკო ხვედელიძე: 

„ბეჯითი და ძალიან შრომისმოყვარე მოსწავლე ვიყავი, პედაგოგების ოჯახში გავიზარდე და ბავშვობიდანვე პედაგოგობა მსურდა, სხვა სპეციალობაზე არასოდეს არ წარმომედგინა ჩემი თავი. დღეს კი ოჯახის ტრადიციას ვაგრძელებ. თავიდან რომ დამეწყო ცხოვრება, აბსოლუტურად იგივე გზას ავირჩევდი“. 

ქვემო ქვალონის №2 საჯარო სკოლის დირექტორი ცისანა ცხადაია:

„მორჩილი მოსწავლე ვიყავი, გამორჩეულად მიყვარდა მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნები. სკოლა წარმატებით დავამთავრე, მასწავლებლობა წინასწარ არ მქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ საბოლოოდ ეს გზა ავირჩიე. ჩემთვის სამაგალითო და სანიმუშო პიროვნებაა ანტონ გოგია, რომელიც ჩემი სკოლის დირექტორი იყო. მასთან, როგორც მასწავლებელმაც ვიმუშავე. მან შემაყვარა სკოლა“. 

ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი კუკური ნაცვლიშვილი:


„კარგი მოსწავლე ვიყავი, მიყვარდა ისტორია, გეოგრაფია, ქართული, საყვარელი პედაგოგი კი აკაკი ნაროუშვილი იყო. მიყვარდა ასევე სპორტი, ფეხბურთელი ვიყავი, რაიონულ შეჯიბრებებსა და სპორტის საზოგადოება „დინამოს“ პირველობაში ვმონაწილეობდი. ვთამაშობდი ფოთის კოლხეთსა, ხობის კოლხეთში“. 

ქვემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორი კახაბერი შონია: 

„ბეჯითი მოსწავლე ვიყავი, უფრო მეტად მათემატიკა და ზუსტი მეცნიერებები მიყვარდა, უპირატესობას ვანიჭებდი ასევე ქართულს და უცხო ენებს. მიყვარდა სპორტი, ვთამაშობდი ფეხბურთს, ფრენბურთსა და ჭადრაკს. ვმონაწილეობდი სასკოლო შეჯიბრებებში“. 

მენჯის საჯარო სკოლის დირექტორი ლია თოფურია: 

„განსაკუთრებულად მიყვარდა მშობლიური ენა და ლიტერატურა, წარმატებული მოსწავლე ვიყავი და სკოლა ხუთებზე დავამთავრე. მრავალშვილიანი ოჯახიდან ვიყავი, მაგრამ ყველა განსაკუთრებული სწავლით გამოვირჩეოდით. მქონდა მხატვრული კითხვის ნიჭი. აქტიური მოსწავლე ვიყავი. ასევე ვმღეროდი და ვცეკვავდი. ჩემი მასწავლებლები ჩემი მოსწავლეობის ხანას კარგად იხსენებენ“.

საგვიჩიოს საჯარო სკოლის დირექტორი სულიკო ტაბატაძე:

„დაწყებითი კლასებში სოფელში ვსწავლობდი, მერე სენაკის სკოლაში გადავედი. საყვარელი საგანი იყო ქართული ენა და ლიტერატურა, შემდეგ ისტორია. ყველაზე საყვარელი მასწავლებელი იყო ინგლისურის მასწავლებელი ლუდმილა ჩიტაია“. 

კასრისწყლის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ ბუღრიძე:

„ცელქი მოსწავლე არ ვყოფილვარ, დამჯერი ვიყავი. დირექტორის, დამრიგებლის, პედაგოგების მიმართ ხათრი და პატივისცემა ყოველთვის მქონდა. კარგად ვსწავლობდი, ძალიან მიყვარდა ქართული ენა და ლიტერატურა, რომელსაც ძალიან კარგი პედაგოგი ნათელა კახურიძე მასწავლიდა. ის იყო ჩემი კლასის დამრიგებელიც. სკოლის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება“. 

გომის საჯარო სკოლის დირექტორი მაყვალა თევზაძე:

„სკოლა წარჩინებით დავასრულე, ყველა საგანი თითქმის ერთნაირად მიყვარდა, მაგრამ ჰუმანიტარული დარგები უფრო მეტად მიტაცებდა. საყვარელი პედაგოგი იყო შალვა გოგაძე, რომელიც მშობლიურ ენასა და ლიტერატურას მასწავლიდა. ასევე გამოვარჩევდი მისაბაძ პიროვნებას სევერიან ფარცხალაძეს, რომელიც სკოლის დირექტორი იყო და ისტორიას მასწავლიდა. ცოტა ცელქიც ვიყავი, მაგრამ სკოლაში წესრიგს არ ვარღვევდი“. 

მუხურის საჯარო სკოლის დირექტორი თამაზი ბარბაქაძე:

„საგნებს თითქმის ერთნაირად ვსწავლობდი. საყვარელი პედაგოგი ვახტანგ აბესაძე იყო, ძალიან დიდი სიყვარულით ვიხსენებ. ცელქი ვიყავი, მაგრამ ცუდი ყოფაქცევის არა, აქტიური მოსწავლე ვიყავი და სპორტულ ღონისძიებებში ხშირად ვმონაწილეობდი. ფიზიკურად არ ვიყავი დიდი, მაგრამ მაინც მოწინავე ადგილი მეკავა. ფეხბურთს ვთამაშობდი ძალიან კარგად. მეგობრული და კომუნიკაბელური ვიყავი, მასწავლებლებს ვუყვარდი და ამან გამოიწვია, რომ დღეს ვარ იმავე სკოლის დირექტორი, რომელიც დავამთავრე“.

იმერის საჯარო სკოლა ჯუმბერ ხოზრევანიძე:

„სპორტის სპეციალისტი ვარ და შესაბამისად სპორტი მიყვარდა. ვიყავი საკმაოდ ცელქი ბავშვი, მიყვარდა მძლეოსნობა, ვჭიდაობდი, ფეხბურთს ვთამაშობდი, ვმონაწილეობდი შეჯიბრებებში და ჯოლდოებიც მაქვს აღებული“. 

მელაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ნიკოლეიშვილი:

„სამტრედიაში N1 საჯარო სკოლა დავამთავრე, საკმაოდ კარგად ვსწავლობდი. ძალიან მიყვარდა მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ასევე ქართული ხელოვნება, მუსიკა. საკმაოდ აქტიური ბავშვი ვიყავი, მაგრამ არა ცუდი ყოფაქცევის. ძალიან მიყვარდა მათემატიკის მასწავლებელი მურმან კაშია, რომელაც ისე იმოქმედა ჩემზე, რომ ტექნიკური საგანი ავირჩიე. ჩვენი კლასი საკმაოდ წარმატებული იყო, 17 მოსწავლე ვიყავით ამ და ყველა სტუდენტი გახდა, ჩვენი სკოლის დირექტორი იყო ლეონიდა ჯიკიძე და ჩვენით ამაყობდა და აღნიშნავდა რომ ერთ-ერთის სუკეთესო კლასი ვიყავით“. 

ცერონისის საჯარო სკოლის დირექტორი თამარი ფარსატაშვილი:

„ყოველთვის საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, განსაკუთრებით ტექნიკური საგნებით ვიყავი დაინტერესებული, ფიზიკა და მათემატიკა მიყვარდა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, მაგრამ გაკვეთილებზე არაფერს ვაშავებდი“. 

ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა:

„რვა კლასი დავამთავრე იმავე სკოლაში, რომლის დირექტორიც ვარ, საშუალო სკოლა კი მეზობელ სოფელში დავამთავრე, ხუთოსანი ვიყავი, 8 კლასი ხუთზე მაქვს დამთავრებული. ყველა საგანი მიყვარდა, მაგრამ განსაკუთრებით, ისტორია და ჰუმანიტარული საგნები -  ლიტერატურა და გეოგრაფია. განსაკუთრებული მასწავლებლები მყავდა. ლიტერატურით ვიყავი გატაცებული“.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

მასწავლებელთა მათემატიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები  გამოქვეყნდა

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

მასწავლებელთა გამოცდაზე მოსული კიდევ ერთი საგნის ტესტები გამოქვეყნდა

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება