სიახლეები


ბიჭი, რომელმაც ზოგადი უნარებისა და ინგლისური ენის ტესტებში უმაღლესი ქულები აიღო, „ეტალონის“ გამარჯვებულია
03-08-2018
-
+


გუშინ ცნობილი გახდა ზოგადი უნარების გამოცდის შედეგები და გაირკვა, რომ მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა აიღო უმაღლესი - 80 ქულა. საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტი დევი ონიანია და ის სამკურნალო ფაკულტეტზე აბარებს.

როგორც დედა და პედაგოგები აღნიშნავენ, დევი ძალიან კარგი მოსწავლე იყო, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებისკენ იყო მიდრეკილი, ძალიან კარგად სწავლობდა ფიზიკას და მათემატიკას. აღსანიშნავია, რომ ფლობს სამ ენას - რუსულს, ინგლისურსა და ფრანგულს.

როგორ ემზადებოდა დევი ონიანი გამოცდებისთვის და ელოდა თუ არა მსგავს შედეგს  -  ამ და სხვა კითხვებით Etaloni.ge დევი ონიანს დაუკავშირდა: 

- დევი, იცოდით, რომ ზოგადი უნარების გამოცდაზე მაქსიმალური ქულის მიღება შეგეძლოთ?  რამდენი ხანი ემზადებოდით?

- ვფიქრობდი, რომ 75 ქულზე მაღალს მივიღებდი, გარკვეულ ამოცანებზე ეჭვი მეპარებოდა. სწორი პასუხები რომ გამოქვეყნდა, უკვე ვიცოდი, რომ 80 ქულა მქონდა. (თუ გადატანაში არ მექნებოდა შეცდომები). მეტ-ნაკლებად ველოდი ასეთ შედეგს. ბოლო 4 თვე ვემზადებოდი. ვიცოდი, რომ უნარებში ძლიერი ვიყავი და ამიტომ მხოლოდ ბოლო 4 თვე ვემზადებოდი. 

- სხვა საგნებში რამდენი ხანი ემზადებოდით?

- სხვა საგნებში თავიდანვე ვემზადებოდი, მაგრამ არა ინტენსიურად. 

- თქვენი აზრით, რა მოწმდება ზოგადი უნარების გამოცდით?

- რთული კითხვაა. საკმაოდ ბევრი რამე შეიძლება შემოწმდეს ამ გამოცდით. უმეტესად ლოგიკა მოწმდება და აბიტურიენტის უნარი, გაიგოს მოცემული ტექსტი. ახალი ცოდნის შესაბამება ძველ ცოდნასთან.

- დევი, დღეს ინგლისური ენის შედეგები გამოქვეყნდა. რა ქულა აიღეთ ინგლისურში?

- უცხო ენაშიც მაქსიმალური - 90 ქულა ავიღე. 

- სწავლას, ალბათ, ძალიან დიდ დროს უთმობდი და გასართობად თუ გრჩებოდა დრო. მეგობრებისთვის თუ იცლიდით?

- თავისუფალი დრო დაახლოებით 1 საათი მქონდა დღეში. აბიტურიენტობისას დღის 90%-ს სწავლას ვუთმობდი. როდესაც ტრანსპორტში ხარ და მიდიხარ მასწავლებელთან, ეგეც არაა დაკარგული, სწავლისთვისაა. ან კონსპექტებს კითხულობ, ან ტელეფონში ჩაწერილ ინფორმაციას. ამიტომ გამოდის, რომ მთელი დღე სწავლისთვის გაქვს დათმობილი. 

- სწავლის გარდა რით ხართ გატაცებული? რა არის თქვენი ჰობი?

- კონკრეტული ჰობი არ მაქვს. ყველაფრით ვინტერესდები. 

- სკოლაში რომელი საგნები გაინტერესებდათ? გამორჩეულად თუ გიყვარდათ რომელიმე?

- საბუნებისმეტყველო საგნები: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და მათემატიკა მაინტერესებს უმეტესად. ბავშვობიდან მიდრეკილი ვიყავი ამ საგნების მიმართ. როდესაც საგნებად დამემატა, მეტი ინტერესი მქონდა, რომ მესწავლა ეს გაკვეთილები.

- რა მიმართულებით აპირებთ სწავლის გაგრძელებას?

- სამკურნალო ფაკულტეტზე ვაბარებ.

- თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით აბიტურიენტებს?

- მთავრია, რომ არ ინერვიულონ. უნარებში შეცდომების ნახევარი მოდის ისეთ შეცდომებზე, რომლებსაც ჩვეულებრივ სიტუაციაში არ დავუშვებდნენ. შეიძლება, ერთს ფიქრობდი და შემხვევით მე-2 შემოხაზე, ან მათემატიკურში მექანიკური შეცდომა დაუშვი. შეცდომების უმეტესობა, რაც გავიგე ჩემი მეგობრებისგან, ასეთია.

- დევი, თქვენ 2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობდით...

- სკოლაში რომ მოვიდა „ეტალონის“ მოსაწვევი, მაინტერესებდა როგორ შედეგს ვაჩვენებდი. მანამდეც მქონდა მონაწილეობის სურვილი, მაგრამ ასაკი არ მქონდა შესაბამისი. პირველ ადგილზე გასვლასა და „ვაკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს არ ველოდი. ფინალურ ტურშიც ვმონაწილეობდი. 

„ეტალონის“ გუნდი მოხარულია, რომ 2015-2016 წლის ვაკის რაიონის გამარჯვებულმა „ეტალონმა მოსწავლემ“ ზოგადი უნარებისა და ინგლისური ენის გამოცდებზე უმაღლესი შედეგები აჩვენა. 

ჩვენი გუნდის სახელით ვულოცავთ დევის და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ. 

აღსანიშნავია, რომ უნარების გამოცდაზე მინიმალური ბარიერი აბიტურიენტების 13%-ზე მეტმა ვერ გადალახა - იხილეთ გამოცდის სტატისტიკური ანალიზი. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებ 

აღმზრდელ-პედაგოგებთან დაკავშირებით მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო - გამარტივდა თუ გართულდა პროფესიაში შესვლა

3223-მა მოსწავლემ სწავლა შეწყვიტა, ხოლო 8041-ს მოსწავლის კი სტატუსი შეუჩერდა - 2023-2024 სასწავლო წლის მონაცემები

მასწავლებელთა რაოდენობა გაიზარდა - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს

ქულებთან ერთად მნიშვნელოვანია რეიტინგული სია
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ძაღლებს მოუწყვეს ბუნაგები. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ქუჩიდან აიყვანეს და გააჩუქეს 19 კნუტი 

სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო და სახალისო აქტივობებით

საინტერესო

პრობლემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანია სწორი ბალანსის პოვნა სასკოლო მოთხოვნებსა და მოსწავლის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას შორის 

საინტერესოა, როგორ აფასებენ მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამის შემცირებას პროფესიონალები

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

სიახლეები
საზოგადოება