სიახლეები
სამასწავლებლო

„სრულფასოვანმა მოქალაქემ აუცილებლად უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა“ - არაქართულენოვანი სკოლის პედაგოგები სახელმწიფო ენის სწავლების აუცილებლობაზე საუბრობენ
07-08-2018
-
+


ყველასათვის ცნობილია, რომ Etaloni.ge საქართველოში მცხოვრები ერების მშობლიურ ენას ძალიან დიდ პატივს სცემს და ამასთან, სახელმწიფო ენის შემეცნებასა და მოქალაქეობრივი აზროვნების ჩამოყალიბებას აქტიურად უჭერს მხარს.

აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლებითა და მიღწეული შედეგებით დავინტერესდით და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისგან არსებულ სიტუაციას გავეცანით:

პატარა ხანჩალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ზარუჰი ესოიანი:

„მახსოვს, თავად როგორ ვსწავლობდი ქართულ, სახელმწიფო ენას. ჩემს დროს მოსწავლეების უმრავლესობა ერევანში აგრძელებდა უმაღლესი განათლების მიღებას, დღეს კი, დაახლოებით, ახალგაზრდების 80% სახელმწიფო ენას უკეთ ფლობს და საქართველოშივე აგრძელებს სწავლას. მოსწავლეებს უყვართ და აინტერესებთ ქართული ენა. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ვასწავლი და ხშირად ვიყენებ კითხვა-პასუხისა და მოსმენა-გაგების მეთოდებს. მასწავლებელზე ბევრი რამაა დამოკიდებული.“

ბეითარაბჩის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ია ფუტკარაძე:

„7 წელია აზერბაიჯანულენოვან სკოლაში ვასწავლი და ქართული ენით დაიტერესება აშკარად გაზრდილია. თითქოს, მოსწავლეებმა და მშობლებმა სახელმწიფო ენის მნიშვნელობა დაინახეს, მიხვდნენ, რომ ენის არცოდნა ინტეგრაციასა და კომუნიკაციაში მნიშვნელოვან ბარიერს ქმნიდა. რაც შეეხება სწავლების მეთოდებს, ვფიქრობ, სასწავლო პროფრამას გამდიდრება და გამრავალფეროვანება სჭირდება. ჩემი დაკვირვებით, პროექტებში მონაწილეობითა და ექსკურსიებით მოსწავლეები უფრო ეფექტურად ითვისებენ საგანს და სახელმწიფო ენაზე აზროვნებასაც მეტად ცდილობენ. ამ მიზანს ემსახურება საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, რომელიც მოსწავლეები სიხარულით ერთვებიან.“

დიდი ბეგლიარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ქეთევან გულიტაშვილი:

„სახელმწიფო ენით დაინტერესებისა და მისი შესწავლის კუთხით პროგრესი ნამდვილად იგრძნობა. გაკვეთილზე როლურ თამაშებს ვდგამთ, ვაწყობთ ქართული ფილმებისა და მულტფილმების ჩვენებებს. მოწადინებული მოსწავლეები წარმატებითაც ითვისებენ ენას და ქართულ უმაღლეს სასწავლებლებშიც აბარებენ, მაგრამ ზოგადად, ოჯახების პრიორიტეტი, სამწუხაროდ, სწავლა არ არის.“

ახლოლალოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი აზირა ფილფანი:

„ქვეყანაში არსებულმა გარემომ, სახელმწიფოებრიობის როლის ზრდამ და მასწავლებელთა სწორმა მიდგომებმა შედეგი გამოიღო. დღეს არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენას სულ მეტი მოსწავლე ეუფლება და ზოგ შემთხვევაში, იმდენად დიდია ინტერესი, რომ ქართულენოვან სკოლებში გადადიან ენის ცოდნის გასაღრმავებლად.“

დიდი მუღანლოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თამარ ტურძელაძე:

„არაქართულენოვან სკოლაში მოსწავლეებს სახელმწიფო ენის ათვისებაში ინდივიდუალური მიდგომების საშუალებით ვეხმარებით, ვაწყობთ სიტუაციურ დიალოგებსა და მოსმენა-გაგების მიდგომებს ვიყენებთ. მოსწავლეების უმრავლესობა დაინტერესებულია ქართული ენის შემეცნებით და მის საჭიროებასაც ნათლად ხედავს, მაგრამ სახელმწიფო ენაზე აზროვნება უფრო რთული პროცესია, რადგან მხოლოდ ქართულის გაკვეთილზე უწევთ ბავშვებს ამ ენაზე მსჯელობა და ფიქრი.“

აღმამდელოს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მედეა ხაჩიძე:

„არაქართულენოვან სკოლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროფრამის ფარგლებში, მოსწავლეებთან ეფექტურად ვთანამშომლობთ და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მასალის გარდა დამატებით საათებს ვუთმობთ არაფორმალურ განათლებას. სახელმწიფო ენას ვსწავლობთ ფილმების ჩვენებით, ხატვით, დიალოგებით, კალიგრაფიული წერით. ვაწყობთ ტრენინგებს და შევეხებით ისეთ პრობლემურ თემებს, როგორიც ადრეული ქორწინება, ბულინგი და ტოლერანტობაა, შესაბამისად, ახალგაზრდები მეტი ინტერესით ეკიდებიან საკითხს და სახელმწიფო ენაზე აზროვნებასაც ეჩვევიან. ასევე სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა ერთობლივ აქტივობებსა და შემეცნებით ექსკურსიებს ვუწევთ ორგანიზებას. ჩაკეტილი საზოგადოებაა, ხშირად საკუთარი სოფლის მიღმა არც გადიან და დაგეგმილი ექსკურსიები საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სახელმწიფო ენის პრაქტიკულ გამოყენებაში ეხმარებათ ბავშვებს. სახელმწიფო პრაგრამამ ნამდვიალდ გაამართლა.“

პატარა სამსარის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი  გაიანე ოსეფიანი:

„ჩემს მოსწავლეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობა და საჭიროება, აქედან გამომდინარე, ძალიან ცდილობენ მის შეცნობას. ვერ გეტყვით, რომ არაჩვეულებრივად ფლობენ ენას, მაგრამ ინტერესი დიდია. გაკვეთილს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედბით ვატარებ, არაფორმალური გაანთლებისთვის დრო ნაკლებად მრჩება.“

იმირის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ამსწავლებელი თათია მაზიაშვილი:

„ბოლო წლებია დადებითი კუთხით შეიცვალა ჩვენს სოფლებში მსოფლმხედველობა და მოსახლეობამ კარგად გავიზარეთ, რომ საქართველოში მცხოვრებლი თითოეული ადამიანისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა გარდაუვალი აუცილებლობაა. სწავლების მეთოდიკამ, ვფიქრობ, გაამართლა. მნიშვნელობა ექცევა პრაქტიკულ აქტივობებს, ილუსტრირებულ სწავლებასა და ინდივიდუალურ მიდგომებს. ახალი თაობა სკოლის დასრულების დროისათვის აუცილებლად გამართულად იმეტყველებს და იაზროვნებს სახელმწიფო ენაზე.“

ბოზალის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ანაიდა თუმასიანი:

„სახელმწიფო ენის შემეცნებას სულ უფრო დიდი ინტერესითა და მონდომებით ცდილობენ მოსწავლეები, თითქოს, უფრო ხედავენ ენის ცდონის საჭიროებას ინტეგრაციისთვის. პედაგოგებიც ვცდილობთ, რომ სწავლება საინტერესო და სახალისო იყოს მათთვის, თამაშ-თამაშით ვიწყებთ შემეცნებას, ბევრს ვსაუბრობთ და ვკითხულობთ. სკოლის დასრულების შემდეგ, მონდომებული ახალგაზრდები თავისუფლად შეძლებენ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას.“ 

ალასტანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ალა ივაჯანი:

„მოსწავლეებს ყოველთვის ვუხსნი, რომ საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქე აუცილებლად პატივს უნდა სცემდეს და სწავლობდენს სახელმწიფო ენას. გაკვეთილებზე ცხადად ვხედავ ამ მხრივ მოსწავლეთა დაინტერესებას და მცდელობას, შეიმეცნონ ქართულიე ენა. მრავალ სხვადასხვა აქტივობას ვახორციელებთ მათი მოტივაციის ასამაღლებლად და ვფიქრობ, ჩვენი მიდგომები ეფექტურია, რადგან სულ უფრო მეტი მოსწავლე აპირებს საქართველოში უმაღლესი განათლების მიღებას.“

ბავრის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ჯულიეტა შორონიანი:

„მთავარია, მოსწავლეს სამშობლოს სიყვარული ასწავლო, ქვეყნის ისტორია და კულტურა გააცნო, ისე, რომ მის ნაწილად იგრძნონ თავი. სახელმწიფო ენის სწავლებაში აქტიურად ვიყენებ ილუსტრირებულ ხერხებს,  ქართულ სიმღერებსა და ლექსებს, მათ გამოთქმით წარმოთქმასა და ბოლომდე შეგრძნებას. ახალგაზრდამ სახელმწიფო ენა უნდ შეიმეცნოს და გაიაზროს მისი მნიშვნელობა საზოგადოებაში ინტეგრაციისა და თავისი შემდგომი განვითარებისთვის.“


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ისტორიის გამოცდის სამივე ვარიანტის ტესტები ცნობილია - ნახეთ, რა წერეს აბიტურიენტებმა

ადგილების რაოდენობა და უმაღლესების მოთხოვნა პროგრამაზე ჩასარიცხად

მასწავლებელთა გამოცდაზე მოსული კიდევ ერთი საგნის ტესტები გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტატისტიკას ასაჯაროებს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კორტოხის საჯარო სკოლის დირექტორი არჩილ პაქსაძე პასუხობს

სკოლები

ვახტანგისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა

საინტერესო

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

საკუთარი კალმის, როგორც შეტანა, ასევე გამოტანა შესაძლებელია 

სიახლეები
საზოგადოება