სიახლეები
საინტერესო , იაზროვნე, წიგნები

გამომიცანი ვინ ვარ - Etaloni.ge-ს მორიგი სახალისო ვიქტორინა
06-08-2018
-
+


მსოფლიო ლიტერატურა უსაზღვროდ დიდი რაოდენობით ნაწარმოებს ითვლის. 

მართალია, ჯერ კინოს, შემდეგ კი ინტერნეტის გააქტიურებამ ლიტერატურას მკითხველი მოკლო, თუმცა მაინც არსებობს ნაწარმოებები, რომლებსაც ყველაზე ზარმაცი მკითხველიც კი იცნობს. 

ასეთი ნაწარმოებები გამორჩეულია თავიანთი უნიკალურობითა და თვისებებით, რითაც მათ პუბლიკას თავი შეაყვარეს. 

და რა არის წიგნი პერსონაჟების გარეშე? 

Etaloni.ge ამჯერად გთავაზობთ ვიქტორინას, სადაც თქვენ წიგნების პერსონაჟები უნდა გამოიცნოთ. 

მაშ ასე, ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო და ველოდებით თქვენს პასუხებს კომენტარებში

1. „მე უცნაური ბავშვი ვიყავი, რადგან არასდროს მყვარებია საკუთარი დაბადების დღე და ზაფხული. ვცხოვრობდი დეიდასთან, ბიძასთან და დეიდაშვილთან ერთად, რომლებსაც არ ვუყვარდი და რომლებიც ძალიან ცუდად მექცეოდნენ. ავტორმა ჩემი და თავისი დაბადების დღეები ერთმანეთს დაამთხვია, რომელსაც 31 ივლისს აღვნიშნავთ. სკოლაში, სადაც მე ვსწავლობდი, ორი მეგობარი შევიძინე, რომლებთან ერთადაც ჩვენი სამყაროს გადარჩენის ურთულესი მისია ვიკისრე. მე ვიყავი და ვარ ბიჭი, რომელიც გადარჩა. გამომიცანი?“. 

2. „ჯერ კიდევ ვერ გავიგე სად მიფრინავენ იხვები, როცა ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის ტბა იყინება, არც შენ არ იცი? ის მაინც თუ იცი, რას ეუბნება ერთი კედელი მეორეს, როცა ერთმანეთს ხვდებიან? არა? მაშინ აუცილებლად უნდა მოძებნო წიგნი, სადაც ჩემზე და ამათზე წაიკითხავ. მე ძალიან მიყვარს ჩემი პატარა დაიკო, ფიბი და შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მან მომაბრუნა ამქვეყნიური ცხოვრებისკენ, არადა ყანაში ვაპირებდი „ცხოვრებას“. იმედი მაქვს გამომიცანი“. 

3. „გამარჯობა, მე ახლა კანონმორჩილი მოქალაქე ვარ, მანამდე? მანამდე ყველაზე თავზეხელაღებული და გამორჩეული ბოროტმოქმედი ვიყავი. მე ჩემი თავი მივუძღვენი ბოროტებას, ცინიზმსა და ზნედაცემულობას. მე და ჩემი სამი მეგობარი ვაზანზარებდით მთელ ქალაქს, ყველას ეშინოდა ჩვენი, სანამ სახელმწიფოს არ დავუპირისპირდით და მან მე გამანადგურა. წამართვა ჩემი არჩევანის უფლება, ვყოფილიყავი ის, რაც ვარ. ჩემი სისასტიკე კი მხოლოდ ჩემი არჩევანი არც ყოფილა, იქნებ მე საზოგადოების გულგრილობის მსხვერპლი ვარ? ეს ყველაფერი ავტორმა გასაგებად გიჩვენათ, რათა ჩემი მაგალითით იხელმძღვანელოთ და არც თქვენ გახდეთ მექანიკურები, ისეთი, როგორიც ვარ მე“. 

4. „ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, საერთოდ ძალზედ ასოციალური პერსონაჟი ვარ და მხოლოდ კომპიუტერებთან გამომდის კარგად ურთიერთობა. ჩემი საქმე ჰაკერობაა და კიდევ კრივი, რომელზეც დავდივარ. მყავს ტყუპისცალი და, კამილა, რომელსაც ვძულვარ და ჩემს გასანდგურებლად ყველაფერს აკეთებს. მე ვარ გოგონა, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია და მე ვარ გოგონა, რომელსაც ცეცხლის ალში თამაში უყვარს. სულ ესაა“. 

5. „მე მსოფლიოში ყველაზე ღონიერი გოგო ვარ. მყავს საკუთარი ცხენი და მაიმუნი და მაქვს ვილა და ოქროთი სავსე ტომარა. ჩემი მამა მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მამაა, დედაჩემი კი ცაშია. ჰოპლა, გადახტი და გამომიცანი“

6. „მე მძინავს. გამუდმებით მაძინებენ, რადგან საკუთარ სხეულს რამე არ დავუშავო. როცა შუქი ინთება, ნელ-ნელა გამოდიან გარეთ ჩემში მცხოვრები ადამიანები და ესაუბრებიან ფსიქოლოგებს, პოლიციელებს, ფსიქიატრებს, ციხის ზედამხედველებს, ცდილობენ ჩემი სხეულის სიმართლეში დაარწმუნონ და ამით გადარჩნენ. ჩემი სხეული საერთო საცხოვრებელია არტურისთვის, ტომისთვის, დევიდისთვის და კიდევ 21 ადამიანისთვის. მე მათთვის არავინ ვარ, ჩემი სხეული კი ყველაფერია“. 

7. „მე ძალიან კეთილი ზღაპრის გმირი ვარ, პატარა ბიჭი, რომელსაც მიყვარს მოგზაურობა და მინდა ჩემს კითხვებზე პასუხები ვიპოვო. დავიბადე შორს, სხვა პლანეტაზე და ჩამოვედი დედამიწაზე, რათა აქ სიყვარული ვეძიო. ჩემი ერთადერთი სიყვარული ამ დრომდე წითელი ვარდია, თქვენი?“. 

8. „მამაჩემი ადვოკატია. ის ყველაზე კეთილი კაცია ამქვეყნად, რომელიც ყველაფერს აკეთებს სხვების დასახმარებლად. მე? მე ერთი პატარა გოგო ვარ, რომელსაც ძალიან მიყვარს ჩემი ძამიკო, კელი და დილი. ჩემს ქალაქში ფერადკანიანები არ უყვართ, თუმცა მე ჩემი კელპურნია ყველაფერს მირჩევნია. გამომიცანი?“. 

იხილეთ ასევე:

გამოიცანი წიგნი მინიმალისტური პოსტერის მიხედვით

გამოიცანი ფილმი მინიმალისტური პოსტერის მიხედვით

გამოიცანით წიგნები პერსონაჟების მიხედვით


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება