სიახლეები
სიახლეები

ბათუმმა ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მოიპოვა
06-08-2018
-
+


ACES Europe - ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოდან, რომელმაც აღნიშნულ ორგანიზაციაში განაცხადი გააკეთა. სპეციალური კომისია ინსპექტირების მიზნით საქართველოს ივლისის თვეში ეწვია. ACES Europe-ის კომისიამ, რომელმაც ფედერაციის პრეზიდენტი ჯან ფრანჩესკო ლუპატელი ხელძღვანელობდა, ბათუმში ვიზიტის დროს სპორტული ობიექტები დაათვალიერეს და ადგილზე შეაფასეს არსებული მდგომარება.

ACES Europe-ის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი კარგი მაგალითია სპორტის, განათლებისა და ჯანმრთელობის კუთხით, რაც ACES Europe-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს; სამაგალითოა სპორტული პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა, პროგრამები და აქტივობები. სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მიენიჭა ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის წოდება. ეს ფაქტი თავის მხრივ ადასტურებს იმას, რომ ევროპაში საქართველო ერთ-ერთ სპორტულ ქვეყნად ითვლება. გარდა ამისა, მიღებული სტატუსი ქვეყანაში ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას. სპორტის განვითარება კი საქართველოში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოცხადდა.

შეგახსენებთ, წელს ბათუმში გაიმართება 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა, რომელშიც 189 ქვეყნის 4 000-მდე სპორტსმენი და დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. წელსვე ბათუმი არაერთ საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს. არსებულ სპორტულ ინფრასტრუქტურას კი მალე შეემატება მულტიფუნქციური ორდარბაზიანი სპორტის სასახლე, ყინულის დარბაზი და 20 ათას მაყურებლეზე გათვლილი UEFA-ს სტანდარტების საერთაშორისო საფეხბურთო სტადიონი.

ACES Europe ევროპულ ქალაქებს ყოველწლიურად ანიჭებს „ევროპის სპორტის დედაქალაქის“, „ევროპის სპორტის ქალაქის“, „ევროპის სპორტის თემისა“ და „ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსს.

ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულსა და დროშას ბათუმი 2018 წლის 4 დეკემბერს, დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე მიიღებს, რომელიც ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში გაიმართება. ცერემონიას ევროპის პარლამენტის წევრები, მინისტრები, ევროპული დედაქალაქებისა და ქალაქების მერები დაესწრებიან. დაჯილდოების ცერემონიაზე მალაგის, ლისაბონისა და ჰააგის დელეგაციებიც დაესწრებიან, რომლებიც საკუთარი სპორტული პროექტების შესახებ ისაუბრებენ 2020–22 წლებისთვის.

რაც შეეხება ევროპის სპორტის დედაქალაქს, ამ სტატუსს 2019 წელს ბუდაპეშტი ატარებს.

2019 წლიდან კი, სტატუსის ფარგლებში ბათუმში ინტენსიურად უნდა გაიმართოს მასობრივი სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რისი მდიდარი გამოცდილებაც საქართველოს ზღვისპირა ქალაქს უკვე აქვს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სსუ-ს რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და  „ეტალონისა" დამფუძნებელ გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე ერთობლივ გეგმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

რა ინიციატივით გამოვიდა ალექსანდრე წულაძე და რა ცვლილების შეტანა სურს მას სასწავლო პროგრამაში 

სამინისტრო სკოლებში გამოცდებს აბრუნებს - როგორ იმოქმედებს ქულები მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე

პიროვნება
სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს კოლეგიალურობას და გუნდურ მუშაობას
სკოლები

მოსწავლეებმა სტუმარს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

მოსწავლეებმა მრავალმხრივი, შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს

მოსწავლეებმა მუზეუმში ლადო ასათიანის ლექსები წაიკითხეს

საინტერესო
„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

სიახლეები
საზოგადოება