სიახლეები
საინტერესო

რატომ და რისთვის ხდება საათის ზაფხულის და ზამთრის დროზე გადაწევა
23-08-2018
-
+


საქართველო წლების მანძილზე სეზონურ დროზე ცხოვრობდა. Etaloni.ge შეეცადა გაერკვია რატომ და რისთვის ხდება საათის ზაფხულის და ზამთრის დროზე გადაწევა. 

ალბათ, ყველამ იცის, რომ არსებობს ზაფხულის და ზამთრის დროები. მაგრამ იმისთვის, რომ ბოლომდე გავიგოთ კავშირი საათსა და წელიწადის დროებს შორის, საჭიროა გავერკვეთ როგორც ასტრონომიულ, ისე სასარტყელო დროებში. 

ასტრონომიული დრო მზით განისაზღვრება. იგი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ყველაზე ხელსაყრელია, რადგან ჩვენს ორგანიზმს შინაგანი რიტმი აქვს, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში განათებისა და ჰაერის ტემპერატურის მიხედვით იცვლება.

XIX საუკუნეში ადამიანებმა დედამიწის ზედაპირის 24 სასაათო სარტყელად დაყოფა გადაწყვიტეს. მას შემდეგ, თითოეულ ზონაში საკუთარი დრო მოქმედებს, რომელიც მეზობელი ზონისგან ერთი საათით განსხვავდება. აღსანიშნავია, რომ UTC+4 (სტანდარტული დრო მთელი წელი) არის სასაათო სარტყელი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ვრცელდება. 

ზაფხულის და ზამთრის დრო

ზაფხულის დრო - ეს ის დროა, რომელზეც ზოგიერთი ქვეყანა ზაფხულის პერიოდში გადადის. ზაფხულის პერიოდი, როგორც წესი, მარტის ბოლო კვირას იწყება. სწორედ მაშინ სახელმწიფოები, რომელთაც გადაწყვიტეს სეზონურ დროზე იცხოვრონ, საათის ისარს ერთი საათით წინ წევენ. ოქტომბრის ბოლო კვირას კი საათის ისარს უკან აბრუნებენ და ზამთრის დროს უბრუნდებიან.

ამასთან, საქართველოს, 2005 წლის 30 ოქტომბრის შემდეგ საათის ისარი უკან აღარ გადაუწევია.

მაშინ მთავრობამ განაცხადა, რომ ზაფხულის დრო უკეთ შეესაბამება საქართველოს მოსახლეობის ბიორიტმს და ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა მთავრობისა და მოსახლეობის მოსაზრებები ერთმანეთს დაემთხვა. 

საქართველოსგან განსხვავებით კი ევროპის ბევრი ქვეყანა დღემდე საათის ისარს წევს. გირჩევთ, ეს  გაითვალისწინოთ, თუ ევროპაში გამგზავრებას აპრილის დასაწყისში აპირებთ. (საათის გადაწევა მარტის ბოლო კვირას ხდება).

საათის გადაწევის მომხრეები და მოწინააღმდეგეები

მსოფლიო საზოგადოება დღემდე კამათობს საჭიროა თუ არა დროის გადაწევა, რადგან მსოფლიოში კვლევები ტარდება, რომლებიც ხან ისრის გადაწევის მომხრეების და ხან მოწინააღმდეგეების სიმართლეს ამტკიცებს.

საათის ისრის გადაწევის მომხრეები აღნიშნავენ, რომ ეს ღონისძიება დღის სინათლის რაციონალურად გამოყენების საშუალებას და ენერგორესურსების ეკონომიის შესაძლებლობას იძლევა. ამ იდეის მოწინააღმდეგეები კი ამტკიცებენ, რომ სინამდვილეში არანაირი ეკონომია არ ხდება. უფრო მეტიც, მათი აზრით, საათის ისრის გადაწევა დამატებით ხარჯებს იწვევს, რადგან უნდა გადაიწიოს არა მხოლოდ საათი, არამედ სხვადასხვა მოწყობილობები (მაგალითად ელექტროენერგიის მრიცხველები).

მაგრამ, ალბათ, ყველაზე ცხარე კამათი სამედიცინო წრეებში მიდის. ზოგიერთი ექიმი ირწმუნება, რომ დროით მანიპულაცია ორგანიზმის ბიორიტმზე ნეგატიურად აისახება. სხვები კი აღნიშნავენ, რომ ერთი საათის ცვლილება დიდ როლს არ თამაშობს. 

იმ ქვეყნების მოქალაქეები, სადაც საათი იცვლება, დროის გადაწევით გამოწვეულ დაბნეულობას უჩივიან. რადგან ყოველთვის არსებობენ ისეთები, რომლებსაც ამა თუ იმ მიზეზით საათის ისრის გადაწევა ავიწყდებათ და მეორე დღეს სამსახურში აგვიანებენ.  

რატომ დაიწყეს საათის ისრის გადაწევა

საათის ისრის გადაწევა ადამიანებმა დღის სინათლის რაციონაური გამოყენებისა და ამ სახით ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით დაიწყეს. რესურსების ეკონომიის აუცილებლობა კი პირველი მსოფლიო ომის დროს გაჩნდა, როდესაც საომარი მოქმედებები დიდ ხარჯებს მოითხოვდა. პიონერები კი გერმანელები იყვნენ.

რომელი ქვეყნები წევენ დღემდე საათს

2017 წლის მონაცემებით საათის ისარს მსოფლიოს 81 ქვეყანა წევს. მათ შორის, ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა წევრი ქვეყანა. 

აფრიკაში დროის სეზონური გადაწევა მხოლოდ ბურკინა-ფასოში, მაროკო და ნამიბიაში ხდება. სამხრეთ ამერიკაში დროით მანიპულაცია აქტუალურია ბრაზილიისთვის, ჩილესა და პარაგვაისთვის. ასევე ირანისთვის, ისრაელისთვის, იორდანიისთვის, ლიბანისთვის, კვიპროსისთვის, ფილიპინებითვის და სირისთვის. გარდა ამისა, საათის ისარს წევენ აშშ-სა და კანადაში, ასევე მექსიკაში, კუბაში, ბერმუდისა და ბაჰამის კუნძულებზე.

რაც შეეხება ავსტრალიას, ის მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, სადაც საათის ისრის გადაწევა გადაწყვიტეს, მაგრამ დღეისთვის ქვეყნის ზოგიერთი რეგიონებმა სეზონურ გადაწევაზე უარი თქვა.

საათის ისრის გადაწევის წინააღმდეგ ხმას აძლევს ევროპაც. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა შემთხვევაში მიიჩნევა სწავლის შედეგი მიღწეულად

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს


როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

სკოლების ავტორიზაციის საბჭოს წევრობის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

სკოლაში მოსწავლეს სწავლაში მიღწეულ წარმატებასა და დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიყვარულით ულოცავენ

გაკვეთილი უცხო ენის ოთხივე კომპონენტს - listening, speaking, reading and writing მოიცავდა

საინტერესო

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

ხელოვნური თოვლი და საახალწლო ვულკანი არის მარტივი, სახალისო და შემოქმედებითი ექსპერიმენტები

მიუხედავად იმისა, რომ ნაძვის ხეს სადღესასწაულო დატვირთვა აქვს, ადამიანების ნაწილს, მისი მორთვა ან ძალიან ეზარება, ან უსარგებლო დეკორაციად მიაჩნია

სიახლეები
საზოგადოება