მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის საკრებულოს ცნობით, თბილისში, ისნის რაიონში არსებულ ერთ-ერთ ქუჩას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, უშანგი (შმაგი) სოფრომაძის სახელი მიენიჭება.
უმცროსი სერჟანტი, უშანგი (შმაგი) სოფრომაძე 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. ის ტყვედ ჩავარდნის შემდეგ წამებით მოკლეს.
შმაგი სოფრომაძეს გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენი მიენიჭა.
ინიციატივა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე განიხილა.
„ვინაიდან შმაგი სოფრომაძის გარდაცვალებიდან 20 წელი გასული არ არის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მისი სახელის უკვდავსაყოფად, თბილისში არსებული ერთ-ერთი უსახელო ქუჩისთვის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელის მინიჭების ინიცირება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ მოახდინა. თბილისის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ამჟამად საკითხი საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო განხილვისთვის არის ატვირთული, რის შემდეგაც ქუჩის სახელდებას ჯერ ჩვენი კომისია განიხილავს, ხოლო საბოლოოდ საკრებულოს სხდომა დაამტკიცებს“, - განაცხადეს საკრებულოში.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომიდან 10 წელი გავიდა.
ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც