სიახლეები
სიახლეები

რა კადრებია დეფიციტური რეგიონებში და რომელ სპეციალობას ირჩევენ მოსწავლეები პროფესიულ სასწავლებლებში?
14-08-2018
-
+


რა მნიშვნელობა აქვს პროფესიულ სასწავლებლებს ქვეყნისთვის და რა სახის სპეციალისტი აკლია სხვადასხვა რეგიონს? ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად Etaloni.ge სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, მოსწავლეების ნაწილი პროფესიულ სასწავლებლებში სიამოვნებით იღებს განათლებას, რაც მათ მომავალში დასაქმების შანსს გაუზრდით. 

თეკლათის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ დარჯანია: ამ მხრივ დადებითად ვარ განწყობილი, იმიტომ, რომ მოსწავლე  პროფესიასაც ღებულობს და სპეციალისტი ხდება. ამასთან დაკავშირებით ბევრს ვსაუბრობთ, განსაკუთრებით მე-9 კლასში. მოსწავლეების ის ნაწილი, რომელიც პროფესიულ სასწავლებლებში აბარებს, ძალიან კმაყოფილია. ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ნაწილი სურვილს გამოთქვამს, რომ ამ მხრივ გააგრძელოს სწავლა. გოგონებს უფრო ფარმაცევტული, კერძოდ, საექთნო სფერო აინტერესებთ, ბიჭებს კი - კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. ჩემი აზრით, დეფიციტურია ელექტრიკოსობის და შემდუღებლობის სპეციალობის მცოდნენი.  

„სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმის“ დირექტორი ლუარა ნორაკიძე: მივესალმები პროფესიული სასწავლებლების განვითარებას. ეს ზედგამოჭრილი იქნება ისეთი ბავშვებისთვის, რომელთაც სწავლის გაგრძელება არ სურთ და ურჩევნიათ კონკრეტულ სპეციალობას დაეუფლონ. სულ არ არის აუცილებელი ყველამ უმაღლესი განათლება მიიღოს და შემდეგ დიპლომირებული უსაქმურები გახდნენ. ზოგადად, მაინც მგონია, რომ კარგი პროფესია და საკუთარი თავის პოვნა ამ პროფესიაში მთავარია. მირჩევნია იყო ხაბაზი და შენი საქმე კარგად იცოდე, ვიდრე იყო მინისტრი და ქვეყნისთვის არაფერს აკეთებდე. პროფესიული სასწავლებლებისკენ მაინც ნაკლებად მიდიან მოსწავლეები, რადგან მათ აქვთ მანია (და არა - სურვილი), რომ უმაღლესი განათლება მიიღონ. აქ მშობლების მოთხოვნაც ახდენს გავლენას. ამ დროს კი მთავარი ავიწყდებათ - ცხოვრება გასავლელი აქვთ, მშობლების კალთას დროზე უნდა მოსცილდნენ და საკუთარი საქმით დაკავდნენ. რამდენი გინახავთ 40 წლის უსაქმური ადამიანი, რომელიც კვლავ მშობლების კმაყოფაზეა? ჩემს დროს პროფესიული სასწავლებელი თავის ადგილზე იდგა და უკვე მე-9 კლასიდან ბავშვს, რომელიც არ სწავლობდა, მშობლებიც და სკოლის დირექციაც მიუთითებდნენ, რომ აუცილებლად კონკრეტული პროფესია აერჩია და ამ მხრივ განეგრძო მუშაობა. დღესაც გვაქვს ძალიან კარგი პროფესიული სასწავლებლები, თუმცა, სამწუხაროდ-ცოტა. პროფესიის ვიწრო სპეციალიზირება კარგ შედეგებს მოგვცემს. განათლების სისტემა კალაპოტში დგება და პროგრესისკენ მივდივართ. ვფიქრობ, ყველა პროფესია საჭიროა, თუმცა მედდის, კარგი მშენებლის, შემდუღებლის კადრებია დეფიციტური ჩვენს რეგიონში და მეორე რაიონიდან მოგვყავს ხოლმე. ასე, რომ ამ კუთხით ვისურვებდი სპეციალისტების გადამზადებას.
 
არგვეთის საჯარო სკოლის დირექტორი სალომე აბრამიშვილი: პროფესიული სასწავლებლები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან არის შემთხვევები, როცა მე-9 კლასიდან გადის ბავშვი, არ სურს სწავლა უმაღლესში და ამ დროს პროფესიული სასწავლებელი მას პროფესიას აძლევს. ეს კი რაც უფრო მრავალ რეგიონს მოიცავს, მეტად მისასალმებელი იქნება. ჩვენი მოსწავლეები პროფესიულ სასწავლებელს თუ ირჩევენ, საექთნოზე აბარებენ, რადგან საჩხერეში ამ მხრივ მხოლოდ ამ პროფესიის დაუფლებაა შესაძლებელი. ბიჭებს კი უთქვამთ, რომ სურთ ხეზე ჭრის შესწავლა და ამის გამო თბილისშიც უწევთ სიარული. ამიტომ სასურველია რეგიონებს პროფესიული სასწავლებლების მხრივ მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ. ყველა პროფესია მნიშვნელოვანია, თუმცა კონკრეტულად, ჩვენთან რაიონში არ არის სამკერვალო, შესაბამისად არ გვყავს პროფესიონალი მკერავები და ამ მხრივ ვისურვებდი კადრების მომრავლებას. 

წერაქვის სკოლის დირექტორი სალომე მაყაშვილი: პროფესიული სასწავლებლები აუცილებელია, რადგან მოსწავლეებისთვის წარმატების დამატებით საშუალებას წარმოადგენს. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ფარმაცევტის პროფესია ძალიან აინტერსებთ. ვფიქრობ, რომ მარნეულის რაიონს სწორედ პროფესიონალი ფარმაცევტები აკლია.  

ნადაბურის სკოლის დირექტორი დოდო ხაჩიძე: ძალიან საჭიროა პროფესიული სასწავლებლები. არსებობენ ბავშვები, რომელთაც მე-9 კლასიდან არ სურთ სწავლის გაგრძელება და ამით ეძლევათ საშუალება, რომ აირჩიონ პროფესია. ამავდროულად, პროფესიული მიმართულებით უფრო გვჭირდება კადრები, რადგან უმაღლესდამთავრებულების უმრავლესობა უმუშევარია და კადრების ნაკლებობაა, რომლებიც ქვეყანას სჭირდება. აღსანიშნავია, რომ პროფესიულ სასწავლებლებთან დაკავშირებით ინფორმაცია ნაკლებია და სასურველია უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის, თუ რა შეთავაზებები არსებობს ამ მხრივ. პროფორიენტაციის დაგეგმვის გაკვეთილები კი გვაქვს, მაგრამ ახლომდებარე საწარმოებს თუ ვაჩვენებთ მხოლოდ. კარგი იქნება თუ სახელმწიფო დონეზე მოგვარდება ეს. კვალიფიციური მკერავები და მშენებლები გვაკლია რაიონში, თუნდაც-სტილისტი ან-მცხობელი. ნამდვილად გვჭირდება ამგვარი კადრები. 

ბათუმის N29 საჯარო სკოლის დირექტორი ნუკრი ჯაფარიძე: ძალიან სასიკეთო ნაბიჯია ქვეყნისთვის პროფესიული სასწავლებლების არსებობა. მოსწავლეები რომ გარკვეულ პროფესიებში სპეციალისტები გახდებიან, მხოლოდ მისასალმებელია. მაგალითად, სამშენებლო საკითხი ავიღოთ-რატომ უნდა მუშაობდეს სხვა ქვეყნის მოქალაქე, მაშინ როცა საქართველოს მოქალაქე უმუშევარია? ამ შემთხვევაში მხოლოდ სპეციალისტების დეფიციტს ვუსვამ ხაზს და არა-ეროვნებას. რა თქმა უნდა, სასურველია უფრო მეტი კადრი ჩვენ ქვეყანაში, რომელიც სპეციალისტი გახდება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

მაღალმთიანეთის სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსების ოდენობები ცნობილია

2025 წლის პირველ სხდომაზე საბჭო სკოლების ავტორიზაციისა და მონიტორინგის შედეგებს განიხილავს

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება