მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რამდენიმე თვის წინ საქართველო ერთმა საკმაოდ მძიმე ისტორიამ შეძრა. სვანეთში, ამირან დევნოზაშვილს, რვა შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი. მამა გარკვეული მოსაზრებებით სამ ბიჭსა და ხუთ გოგონას სახლიდან გასვლას უკრძალავდა და სკოლაში წასვლის უფლებასაც არ აძლევდა. დევნოზაშვილი ფიქრობდა, რომ შვილების გარეთ გაშვებით, ისინი საზოგადოებისგან კარგს არაფერს ისწავლიდნენ და სწორედ ამისგან იცავდა შვილებს.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ 8 შვილის მამა შსს-მ ორი კვირის წინ დააკავა. ამირან დევნოზაშვილის აყვანა სისხლის სამართლის 150-ე მუხლით მოხდა, რაც იძულებას გულისხმობს. ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით დეტალებს არ ასაჯაროვებს.
შეგახსენებთ, რომ დევნოზაშვილის ოჯახი მოხვდა სახალხო დამცველის ერთი თვის წინ გამოქვეყნებულ დასკვნაშიც, სადაც წერდა, რომ ბავშვების მამასთან მუშაობის რესურსი ამოწურულია და აუცილებელია არასრულწლოვანთა განცალკევება ძალადობრივი გარემოსგან.
სად იმყოფებიან ახლა დაკავებული დევნოზაშვილის შვილები, ამ ეტაპზე უცნობია.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც