სიახლეები
ინტერვიუ

„ჩვენი მთავარი მიღწევა რაიონის გამოცოცხლებაა“ - ინტერვიუ ჩოხატაურის კულტურის ცენტრის დირექტორთან
13-08-2018
-
+


ხელოვნება რომ მაცოცხლებელი ძალაა, ამას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი მოწმობს ცხადად.

მიძინებული რაიონი ქართულმა და არაქართულმა ჰანგებმა და ცეკვამ გამოაცოცხლა.

ცენტრის მიღწევებსა და წარმატების გზებზე Etaloni.ge-ს მკითხველი ჩოხატაურის კულტურის ცენტრის დირექტორის, თამარ კეკელიძისგან შეიტყობს:


„არასდროს ვჩერდებით, ღონისძიებას ღონისძიებაზე ვგეგმავთ და მრავალფეროვანი და საინტერესო პროგრამებით ვართობთ რაიონს. ვაწყობთ საიუბილეო საღამოებს, სხვადასხვა ფესტივალს, თეატრალურ დადგმებს, გვყავს ქორეოგრაგიული და ფოლკლორული ანსამბლები, ხშირად ვმასპინძლობთ მოწვეულ სტუმრებსა და გამორჩეულ ხელოვანებს...“

- რამდენად არიან თქვენს აქტივობებში ადგილობრივი ახალგაზრდები ჩართულნი?

- ჩვენთან ასობით ახალგაზრდა სრულიად უსასყიდლოდ ეზიარება ხელოვნებას და საკუთარ ნიჭს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც წარმატებით წარმოაჩენს. ჩვენი ანსამბლი „ჯინსების თაობა“ ამერიკაში იყო მიწვეული, მათ ქართული ხმა გააგონეს უცხო მიწას. ასევე გვაქვს სალოტბარო სკოლა, სადაც ბავშვები ხალხურ სიმღერებს სწავლობენ. კულტურის ცენტრში 3 ქორეოგრაფიული ანსამბლი არსებობს, ისინი არაერთ კონცერტში იღებენ მონაწილეობას.  

- რას მიიჩნევთ ჩოხატაურის კულტურის ცენტრის მთავარ მიღწევად?

- ცენტრის წევრები, ახალგაზრდებთან ერთად, სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა კონცერტსა და ფესტივალზე აქტიურად და წარმატებით გამოდიან. ჩვენთან „დუმბაძის სახელობის ფესტივალი“ ჩატარდა, სადაც დასმა საოცარი სპექტაკლი შემოგვთავაზა. მის სანახავად არათუ მეზობელი ქალაქებიდან და სოფლებიდნ მოდიოდნენ, ტურისტებიც განსაკუთრებულ აქტივობას იჩენდნენ სახალხო თეატრის დადგმებზე დასასწრებად... მრავალ სიკეთესთან ერთად, ჩვენი მთავარი მიღწევა რაიონის გამოცოცხლებაა.

- სამომავლო გეგმებზე რომ გვესაუბროთ...

- სექტემბრისთვის დაგეგმილი გვაქვს ანსამბლ „რუსთავისა“ და „შავნაბადას“ კონცერტები, ასევე „ნორჩ პიანისტთა ფესტივალი“. წლის განმავლობაში მრავალ ლამაზ და ხელოვნებით სავსე დღეებს ვაჩუქებთ ჩოხატაურს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

სკოლებში ახალი საგანი შედის - „სამინისტრო ვალდებულია გადაამზადოს მასწავლებლები, დაამტკიცოს პროგრამები“

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება