მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფრანგული ენის მასწავლებლებმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, პარიზის აკრედიტებულ სასწავლო ცენტრში „France Langue“ მიმდინარე კვალიფიკაციის ამაღლების 12-დღიან კურსი დაასრულეს.
კურსის ფარგლებში მასწავლებლები გაეცნენ ენის ცოდნის ევროპულ ჩარჩოს, თამაშებითა და სიმღერებით სწავლებას, შეცდომების შესწორებასა და შეფასების პრინციპებს.
ქართველს მასწავლებლებს ტრენინგს უტარებდნენ გამოცდილი ფრანგი ტრენერები, რომლებიც, გარდა თეორიული ნაწილისა, პრაქტიკულად უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას.
პროექტში ჩართული პედაგოგები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე შეირჩნენ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უცხოური ენისა და ფიზიკის მასწავლებლებს კვალიფიკაციის ამაღლების სხვადასხვა შესაძლებლობას ყოველწლიურად სთავაზობს.
5 წლის განმავლობაში ევროპის სხვადასხვა კვლევით და სასწავლო ცენტრებში სტაჟირება 200-ზე მეტმა მასწავლებელმა გაიარა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.