სიახლეები
რჩევები, ინტერვიუ

როგორ გავუადვილოთ ბავშვს სკოლაში წასვლა - პრაქტიკული რჩევები ფსიქოლოგისგან
23-08-2018
-
+


პირველი დღეები, რომლებსაც ბავშვი სკოლასა თუ საბავშვო ბაღში ატარებს, ხშირად მისთვის დიდ სტრესს უკავშირდება. ფსიქოლოგი დავით მეზურნიშვილი ამბობს, რომ ასეთ დროს ემოციური სტრესის ასაცილებლად, მთავარია, ბავშვმა თავი მიტოვებულად არ იგრძნოს. ამ დროს კი, ყველაზე მნიშვნელოვანი, მასწავლებლის კვალიფიკაცია და მისგან ბავშვებისკენ წამოსული გულწრფელი სითბოა.

დავით მეზურნიშვილმა Etaloni.ge-სთან იმ აუცილებელი ქმედებების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ბავშვს სკოლასა თუ საბავშვო ბაღში მისვლისას, სტრესს აარიდებს.

- პირველ რიგში, ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მარტო არ არის და მარტო არ გადადის იმ ეტაპზე, რომელსაც სკოლა თუ საბავშვო ბაღი ჰქვია. მან უნდა იცოდეს, რომ ახალ ასპარეზზე მშობელთან ერთადაა. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სიტყვიერი დაპირება, ბავშვი რეალურად უნდა გრძნობდეს, რომ გვერდით არიან მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები.

სკოლისთვის მზაობა არ არის მხოლოდ ის, რომ ბავშვი ცნობს რიცხვებსა და ასოებს. ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური მხარეა, თუ რამდენად შეუძლია ბავშვს მონაწილეობის მიღება ჯგუფურ აქტივობებში, რამდენად არის დამოუკიდებელი. სკოლაში მისვლამდე ბავშვს ამ სტრესების გადალახვაში საბავშვო ბაღში სიარული ეხმარება. მშობლის განწყობა მთლიანად გადადის ბავშვზე. თუ მშობელი მიიჩნევს, რომ ეს სტრესი დაძლევადია, ბავშვიც ნელ-ნელა ეჩვევა და ისიც ფიქრობს, რომ დაძლევს და ეჩვევა სიტუაციას, დამოუკიდებლობის განცდა უჩნდება. სკოლაში მისვლამდე ბავშვი უნდა გაუშვათ, მაგალითად, მაღაზიაში, მიაჩვიოთ სხვადასხვა მცირე ნაბიჯი დამოუკიდებლად გადადგას.

- როდესაც კლასის კარი იხურება და იქ ატირებული ბავში რჩება, ამ დროს შეიძლება მშობელი დაესწროს გაკვეთილს?

- არ უნდა დაესწროს. თავიდან შეიძლება ვთხოვოთ მასწავლებელს, საკლასო ოთახის კარი დატოვოს ღია და ბავშვმა იცოდეს, რომ იქ, გარეთ, დერეფანშია მისი მშობელია. მერე ეს მანძილი უფრო უნდა დავაგრძელოთ. კარი უნდა დაიკეტოს და ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მშობელი სადღაც იქვე, სკოლის ტერიტორიაზეა. ასე ნელ-ნელა უნდა დავაშოროთ. თუ მშობელი კლასში დაჯდება, ბავშვს ამ ფობიას კიდევ უფრო განვუმტკიცებთ, ანუ კიდევ ერთხელ ვეტყვით, რომ შვილო, ეს სამყარო არის საშიში და მე, რაც შეიძლება ახლოს უნდა ვიყო შენთან.

- ბრძანებთ, რომ ბავშვს ბაღში სიარული უადვილებს სკოლაში მისვლას. ბაღის ასაკის ბავშვებს ხომ უფრო დიდი სტრესები და შიშები აქვთ? მათ როგორღა უნდა დავეხმაროთ?

- დიახ, ასეა და ზუსტად იმავე სტრატეგიით უნდა ვიმოქმედოთ - ნელ-ნელა უნდა დავშორდეთ და მივაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლობას. ბაღში სიარული და იქ მიღებული მხოლოდ პოზიტიური გამოცდილება ვაქცინასავით არის. როგორც აცრის დროს შეგვყავს ორგანიზმში ინფექცია გარკვეული დოზით, რომ ორგანიზმს გამოუმუშავდეს იმუნიტეტი, ასევე უნდა ვატაროთ ბავშვი სკოლამდე ბაღში, რომ ჯგუფთან ერთად ყოფნის იმუნიტეტი გამოუმუშავდეს  და ამან ხელი არ შეუშალოს სწავლაში. სკოლაში რომ შევა, მისთვის უცხო გარემო აღარ იქნება დამაზიანებელი. არ ვამტკიცებ, რომ ბავშვისთვის აუცილებელია ამ ეტაპების გავლა, რადგან ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, მაგრამ ეს გამოცდილება ბევრად უმარტივებს პატარებს სკოლასთან შეგუებას. ზოგ ბავშვს ატირებულს ტოვებენ სკოლაში და მიდიან მშობლები. შეიძლება ბავშვმა თავიდან ატეხოს ისტერიკა და მერე მიეჩვიოს, ზოგმა კი ვერ მოიშალოს ეს ისტერიკა. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპობრივი დაშორება.

- რაც შეეხება სწავლას, შიში ამ მხრივაც აქვთ ხოლმე ბავშვებს...

- სწავლა დაკავშირებულია კონკურენციასთან. ბავშვის თვითშეფასება პირდაპირ კავშირშია მშობლის განწყობასთან. სამწუხაროდ, არსებობს მშობლების კატეგორია, რომელიც პირდაპირ ორიენტირებულია ბავშვის წარმატებაზე და როდესაც პატარას ხვდება რაიმე წარუმატებლობა, ამ დროს მას მშობლები მკაცრად კიცხავენ. ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ფრიადოსანია თუ ოროსანი, ის მაინც მნიშვნელოვანი და ფასეულია მშობლისთვის და ეს ფასეულობა არ არის დამოკიდებული მის ნიშნებზე. მშობელი არ უნდა მიიჩნევდეს, რომ თუ 10-იანის მერე 9-ს მიიღებს, ეს ბავშვისთვის წარუმატებლობაა. ჯანსაღი თვითშეფასება ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა.

ასევე, კვლევები ადასტურებს, რომ თუ ბავშვს მოსწონს მასწავლებელი, ეს პირდაპირ კავშირშია მის წარმატებასთან იმ საგანში, რომელსაც ეს პედაგოგი ასწავლის. როდესაც ბავშვი შედის პირველ კლასში, მასწავლებელმა ამ დროს მშობლის ფუნქციაც უნდა შეითავსოს და ამ მხრივაც და კვალიფიკაციის მხრივაც, პროფესიონალი უნდა იყოს. ასეთ დროს, ბავშვს თავისთავად  ნაკლები სტრესი ექნება. შესაბამისად, დაწყებითი კლასის მასწავლებლები ყველაზე დიდი სიფრთხილით უნდა შეირჩნენ. მასწავლებლობა შედის იმ პროფესიათა რიცხვში, რომლებიც მიიჩნევა სტრესულად. ყველაზე დიდი სტრესის მქონედ ითვლებიან იმ პროფესიის წარმომადგენლები, ვისაც შეხება აქვთ ადამიანებთან - ექიმები, მასწავლებლები, იურისტები... და როდესაც დაწყებითი კლასების პედაგოგებზეა საუბარი, ეს განსაკუთრებით სტრესული პროფესიაა. თუ მასწავლებელი მშობლის ფუნქციასაც ითავსებს და აკადემიურადაც კარგი პედაგოგია, ბავშვებს აუცილებლად გაუმარტივდებათ ადაპტაცია.

- მშობლის ფუნქციის შეთავსებაში კონკრეტულად რა იგულისხმება?

- უპირველეს ყოვლისა, ეს არის სითბო, რომ ბავშვს გაუჩნდეს სიმპათია ამ უცხო ადამიანის მიმართ. თუ ეს სიმპათია გაუჩნდება, მასწავლებელი მოიპოვებს მის ნდობას. თბილად იმიტომ კი არ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, რომ ის ვალდებულია, არამედ იმიტომ, რომ ეს მის ბუნებაში ზის. ბავშვი კი ამას ყველაზე კარგად გრძნობს, მერე ანბანსაც ადვილად სწავლობს და სხვა ყველაფერსაც. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება