მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2. გადაწყვეტილების მიღებისას თავდაჯერებულობა და კარგი მახსოვრობა
კომპიუტერული „ექშენ-თამაშების“ თამაში, არა მხოლოდ რუხ ნივთიერებას ზრდის, არამედ ტვინის ცენტრალური წილის მუშაობას აუმჯობესებს, წერენ მეცნიერები.
ტვინის ცენტრალური წილის გარეშე კი ანალიზსა და გადაწყვეტილებების ადეკვატურად მიღებას ვერ შევძლებდით.
ბევრი სამაგიდო თამაში, ასევე ზემოქმედებს ჰიპოკამპსა და ტვინის პრეფრონტალურ ქერქზე, რომლებიც ისეთ კოგნიტურ ფუნქციებს ავითარებენ, როგორიცაა - ინფორმაციის დამახსოვრებისა და შენახვის, გადაწყვეტილებების მიღებისა და კონფლიქტების გადაწყვეტის უნარები.
ჩვენ ორი ჰიპოკამპი გვაქვს. ძირითადად ისინი მეხსიერებაზე, სივრცეში ორიენტაციასა და კოორდინაციაზე არიან პასუხისმგებელნი.
პრეფრონტალური ქერქი პასუხისმგებელია ლოგიკაზე, თვითანალიზზე, დაგეგმვაზე, ყურადღების კონცენტრაციასა და მიზნების დასახვა - მიღწევაზე.
3. ფსიქიკური დაავადებების განვითარების რისკი
როგორც ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ, თუ ვიდეოთამაშებს ოჯახთან და მეგობრებთან ერთად ვთამაშობთ, ზოგიერთი ფსიქიკური დაავადების, მათ შორის - შიზოფრენიის, პოსტტრამვული სტრესისა და ალცჰეიმერის დაავადების გაჩენის რისკი მცირდება.
ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრები კოლეგებთან სოლიდარულები არიან და აღნიშნავენ, რომ კომპიუტერულ თამაშებს დისლექსიის (დისლექსია განისაზღვრება, როგორც დასწავლის უუნარობა) მქონე ბავშვების დახმარება შეუძლია.
მაგრამ, მიუხედავად აღწერილი პლიუსებისა, ბავშვის ეკრანთან ან სამაგიდო თამაშთან უბრალოდ დასმა არასაკმარისია. ზრდასრულმა ბავშვების თამაშის დროს მიღებული გადაწყვეტილებების განმარტება უნდა სთხოვონ და მათთან შესაძლო სვლები განიხილონ. საკუთარი გადაწყვეტილებების ანალიზი კომპიუტერულ და სამაგიდო თამაშებს საზრიანობისა და ლოგიკის განვითარების მძლავრ ინსტრუმენტად აქცევს.
4. ბალანსი ვიდეოთამაშებსა და სამაგიდო თამაშებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია
პლუსების მიუხედავად, მშობლის მთავარი ამოცანაა - იპოვოს ბალანსი არა მხოლოდ დასვენებასა და სწავლას შორის, არამედ თამაშის სხვადასხვა ტიპებს შორისაც. ასე რომ, სანამ ბავშვს ხელში ჯოისტიკს მისცემთ ან კლავიატურასთან დასვამთ, წესები დააწესეთ - თუ რამდენ დროს დაუთმობს ბავშვი თამაშს და ასევე რომელი თამაშია ნებადართული მისთვის. და რაც მთავარია, მასთან ერთად ითამაშეთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოქმედი სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის, რომელთაც საგნის გამოცდა 10 კრედიტზე აქვთ ჩაბარებული, კონკურსი გამოცხადდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეს, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კომპიუტერი გადაეცა
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას