სიახლეები
რჩევები

ფილმი, რომელიც ყველა მასწავლებელს ნანახი უნდა ჰქონდეს
24-08-2018
-
+


არსებობს ფილმები, რომლებსაც გააჩნიათ უნარი, გაგხადონ იმაზე მეტად ძლიერი, ვიდრე მანამდე იყავი. ფილმები, რომლებიც არ მოგვითხრობენ სიყვარულსა და თავდადებაზე, არ გვიყვებიან უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებზე, გმირებზე და ბოლოს არ მთავრდებიან Happy end-ით. მაგრამ ასეთ ფილმებს აქვთ ძალა, მოგვცენ იმედი, ძალა და იყვნენ იმდენად იდეალურები, რომ წლების მერეც ვილაპარაკოთ მათზე. სწორედ ასეთ ფილმებს მიეკუთვნება პიტერ უირის „მკვდარი პოეტების საზოგადოება“. 

ჩემთვის რომ ვინმეს ეკითხა, 1989 წელს ოსკარს სწორედ ამ ფილმს მივაკუთვნებდი და არა „მის დეიზის მძღოლს“, რადგან რობინ უილიამსი და მისი მოსწავლეები ნამდვილად იმსახურებდნენ კინოაკადემიის ჯილდოს. 

რა არის პოეზია?

ფილმის მოქმედება ამერიკის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ველტონის აკადემიაში ვითარდება, რომელიც ოთხ ძირითად პრინციპს: ტრადიციას, ღირსებას, დისციპლინას და სრულყოფილებას ემყარება. ეს ვაჟების მოსამზადებელი კოლეჯია, რომელიც თავისი სიმკაცრითა და ტრადიციულობით გამოირჩევა. მოსწავლეები სასწავლებელს როგორც hellton-ს („ჯოჯოხეთი“) ისე მოიხსენიებენ, რაც მათ დამოკიდებულას სკოლისადმი ნათლად წარმოაჩენს. 

ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად ველტონის აკადემიის პედაგოგები ჯერ ბაირონისა და შექსპირის შედარებას მოგთხოვდნენ, მერე მათ განთავსებას სკალაზე, მერე აურაცხელი კოორდინატების მიხედვით დალაგებას და ბოლოს, ალბათ, შეიძლება თქვენი აზრისთვისაც მოესმინათ. 

აი, ჯონ კიტინგი კი, სკოლის ალმანახის ყოფილი რედაქტორი, ფეხბურთის სასკოლო გუნდის ყოფილი კაპიტანი და ველტონის აკადემიის ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ჯერ ყურადღებით მოგისმენდათ, მერე მაგიდაზე ავიდოდა და თქვენც ამოსვლას გაიძულებდათ, ბოლოს კი გეტყოდათ, რომ პოეზიას საზღვრები არ სჭირდება. 

ორშაბათი ცვლილებების დროა

აკადემიის მოსწავლეები ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან და წინასწარ ეგუებიან იმას, რომ ეს წელიც დანარჩენებივით მოსაწყენი და რუტინული იქნება. მაგრამ ბედი მათ საჩუქარს უმზადებს, რომელსაც სახელად ჯონ კიტინგი ჰქვია და რომელიც ველტონის აკადემიის ნაცრისფერ კედლებში ერთფეროვნებას გმობს და ლაღი, მხიარული ცხოვრება შემოაქვს. 

რა გასაკვირია, რომ ასეთი მასწავლებლის გამოჩენამ მოსწავლეებზე დიდად იმოქმედა და მათი სიმპატია მალევე დაიმსახურა. წიგნებიდან ფურცლების ამოხევისა და მაგიდაზე ასვლის გარდა, კიტინგი მოსწავლეებს ფიქრს ასწავლის. მათთვის კიტინგი წინამძღოლია, რომელმაც ისინი დამოუკიდებლობას და თავისუფალ აზროვნებას უნდა მიაჩვიოს, ბურუსიდან გამოიყვანოს და სწორი გზა აჩვენოს. 

ჯონ კიტინგი არასტანდარტული და არაორდინალური მასწავლებელია. ის არატრადიციულ გაკვეთილებს ატარებს, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ახლა ჩვენს სასკოლო განათლებას. ის იბრძვის, რომ მოსწავლეებმა თავად იაზროვნონ, იფიქრონ და სკოლიდანვე მიეჩვიონ დამოუკიდებლობას, რათა შემდეგ ცხოვრება შეძლონ. ფილმის დასასრული იმის ნათელი დადასტურებაა, რომ მან ეს შეძლო. 

დაიჭირე წამი

წამის დაჭერა ანუ carpe diem, ყველაზე მეტად ახასიათებს კიტინგს. მისი მიზანია, რომ მოსწავლეებმა ყოველი დღე სათანადოდ გამოიყენონ. პირველი გაკვეთილის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იცვლებიან მოსწავლეები, იღვიძებენ, ფიქრობენ და თავად იღებენ გადაწყვეტილებებს. ამის ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი მოსწავლეების მიერ ძველი ტრადიციის გახსენება და „მკვდარი პოეტების საზოგადოების“ შექმნაა, რომელიც აკადემიაში, რა თქმა უნდა, აკრძალულია. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გამოქვაბულში, სანთლის შუქზე ლექსების წაკითხვა დიდი ვერაფერია, მაგრამ ეს ერთადერთია არსებულ სიტუაციაში, რომლითაც მოსწავლეები აკადემიის სასტიკ რეჟიმს უპირისპირდებიან. 

ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო 

ეს უოლტ უიტმენის ლექსის სათაურია, რომელიც ავტორმა აბრაამ ლინკოლნის დაღუპვას მიუძღვნა. ლექსში ეპოქის სულისკვეთებაა აღბეჭდილი. უიტმენის „კაპიტანოს“ მეორე სიცოცხლე გარკვეულწილად სწორედ ამ ფილმმა მიანიჭა. „გაკვეთილებზე მომმართეთ, როგორც მისტერ კიტინგი, ან თუ თამამები იქნებით, როგორც „ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო“. 

ფილმის ერთ-ერთი საგულისხმო და მნიშვნელოვანი ნაწილია კიტინგისა და ერთ-ერთი მოსწავლის, ნილ პერის ურთიერთობა. ნილს, ტირანი მამა ექიმობას აიძულებს, მას კი მსახიობობა სურს. რჩევებისთვის ის, რა თქმა უნდა, მასწავლებელს აკითხავს. მიუხედავად მამის გაფრთხილებისა, ის მაინც თამაშობს სპექტაკლში „ზაფხულის ღამის სიზმარი“. მამის რეაქციიდან გამომდინარე, ნილი ერთადერთ გამოსავალს - თვითმკვლელობას ხედავს. ვიტყოდი, რომ ეს მისი პირველი და უკანასკნელი სერიოზული გადაწყვეტილება იყო. 

ნილი მკვდარია, აკადემიამ ვინმე უნდა დასაჯოს და შედეგად, ჯონ კიტინგი აკადემიიდან მიდის. 

და ამ დროს ვხედავთ ჩვენ იმის ნიშანს, რომ მან შეძლო მოსწავლეები ძლიერ და დამოუკიდებელ კაცებად ჩამოეყალიბებინა. ფილმის დასასრულს ყოფილ მასწავლებელს მოსწავლეები თამამად მიმართავენ: „ო, კაპიტანო, ჩემო კაპიტანო“. 

ვისთვისაა ეს ფილმი? 

პირველ რიგში, მშობლებისთვის, რათა მათ აღარ აიძულონ მათემატიკის მოყვარული შვილები ჰუმანიტარები გახდნენ, მამებისთვის, რომლებმაც უნდა მოუსმინონ საკუთარ შვილებს და მხარი დაუჭირონ მათ გადაწყვეტილებებს, შვილებისთვის, რომლებსაც ხმის ამოღების რცხვენიათ, მასწავლებლებისთვის, რათა იცოდნენ როგორ ასწავლონ მოსწავლეებს და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც უნდა თავისუფალი დრო ნაყოფიერად გამოიყენოს. 

და ბოლოს, „როდესაც კითხულობთ, ნუ ცდილობთ გამოიცნოთ რას ფიქრობს ავტორი - იფიქრეთ თვითონ და დაიჭირეთ წამი“. 

ფილმი იხილეთ ბმულზე.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ოჯახში უმცროს შვილზე დაინიშნება 50-დან 450 ლარამდე ყოველთვიური დახმარება - ბიუჯეტი

მთავრობამ უქმედ გამოაცხადა 3, 6, 8, 9 და 10 იანვარი

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს
პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“ 

კესო, მუსიკალური ფესტივალის - „სხვა საქართველო სად არის“, ლაურეატი გახდა 

მე- 7 კლასის დამრიგებლის ზენფირა ისაევის ხელმძღვანელობით ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა

კვირეული დაუვიწყარი ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო 

საინტერესო

 ზოგან ახალი წლის მოახლოებას დარიჩინის არომატი, ხოლო ზოგან თევზის სუნი გვამცნობს.

როგორ ჩავრთოთ ბავშვები საახალწლო სამზადისში

ითვლება, რომ დამწვარი ფეხსაცმლის უსიამოვნო სუნი საშობაო გობლინებს სახლიდან აძევებს

როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

სიახლეები
საზოგადოება