სიახლეები
სამასწავლებლო

„მოსწავლეს პედაგოგის იმედი უნდა ჰქონდეს“ - სკოლების წარმატებული დირექტორები ავტორიტეტულ მასწავლებლებზე საუბრობენ
21-08-2018
-
+


Etaloni.ge-ს მუდმივად საგანმანათლებლო ცხოვრების პულსზე უდევს ხელი და მის ირგვლივ არსებულ ყველა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას განიხილავს. სიახლეებს ყველაზე კომპეტენტური ადამიანებისგან, სკოლის დირექტორებისგან ეცნობა და მათი თვალით დანახულ სასკოლო ცხოვრებასა და კონკრეტულ ხედვებს გთავაზობთ. 

როგორ უნდა მოიპოვოს მასწავლებელმა ავტორიტეტი და რა თვისებებით უნდა ხასიათდებოდეს ის - სკოლის წარმატებული მენეჯერები საკუთარ ხედვებს გვიზიარებენ:

დიცის საჯარო სკოლის დირექტორი ელიზავეტა ხაბაზიშვილი:

„მოსწავლეებთან სიმკაცრეზე მეტად, მეგობრულ მიდგომებს აქვს შედეგი. ახალგაზრდებს პატივისცემით უნდა ესაუბრო, ისევე, როგორც თანატოლს და მათი აზრი თუ შეხედულებები გაითვალისწინო, გასცე სითბო და იზრუნო მათზე. სწორედ ასეთი პედაგოგია მოსწავლეებში ავტორიტეტული.“

ქუთაისის N15 საჯარო სკოლის დირექტორი ელისო ჯიბლაძე:

„ავტორიტეტული პედაგოგი პროფესიონალი და კომპეტენტური უნდა იყოს, საინტერესო გაკვეთილებს ატარებდეს, სიახლეებს უწყობდეს ფეხს და მოსწავლეთა ნდობას მოიპოვებდეს. პიროვნული თვისებებითა და შინაგანი სამყაროთი უნდა იყოს მდიდარი და ახალგაზრდების მოსმენა და მათი პრობლემების აღმოსაფხვრელად ეფექტური ნაბიჯების გადადგმა უნდა შეეძლოს.“

ქუთაისის N24 საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო ხარშილაძე:

„ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, არ უნდა დაგვავიწყდეს რა მოგვწონდა ან არ მოგვწონდა მასწავლებელში, საკუთარი შეგრძნებები გავიხსენოთ და ისე მივუდგეთ ჩვენს ახალგაზრდებს. მასწავლებელი თბილი და მზრუნველი უნდა იყოს, საკუთარი საგნის უბადლო მცოდნე და მეგობრული. სიმკაცრეც საჭიროა, მაგრამ ზომიერი. ძალიან კარგი ბავშვები გვყავს სკოლაში, მათ კარგად იციან ზღვარი პედაგოგთან ურთიერთობაში. მასწავლებლებისგან იღებენ სიყვარულს და თავადაც იგივეს გასცემენ.“

ქუთაისის N30 საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ გიორგაძე:


„პედაგოგმა საკუთარ მაგალითზე უნდა უჩვენო მოსწავლეს ის, რასაც თავად მოითხოვს ახალგაზრდისგან. ავტორიტეტული მასწავლებელი სამართლიანია, უყვარს მოსწავლეები და მრავალფეროვან გაკვეთილებს ატარებს. არის მეგობრული, მაგრამ მოსწავლეებთან ურთიერთობაში ზღვარი მის კომპეტენციასა და შინაგან ინტელექტზე გადის.“

ქუთაისის N34 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ხვადაგიანი:


„პედაგოგმა ავტორიტეტი პროფესიონალიზმით, სამართლიანობითა და ობიექტური მიდგომებით უნდა მოიპოვოს. აუცილებელია, გაითვალისწინოს მოსწავლის აზრი და შეხედულებები, დაუდგეს მას გვერდში და პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს. ახალგაზრდა ყოველთვის გრძნობს და აფასებს მასწავლებლის სიყვარულსა და გაწეულ ამაგს.“

ქუთაისის N19 საჯარო სკოლის დირექტორი ნატო კუხიანიძე:

„ავტორიტეტული პედაგოგი მრავალი დადებითი თვისებით უნდა ხასიათდებოდეს. უნდა უყვარდეს ბავშვი და საკუთარი პროფესია, ჰქონდეს პოზიტიური ურთიერთობა მოსწავლეებთან და კოლეგებთან. მომთხოვნი და ობიექტური უნდა იყოს, ამავდროულად - მეგობრული, მითუმეტეს, რომ მოსწავლეთა ნაწილის მშობლები უცხოეთში არიან წასულნი და ბავშვს უფროსის გვერდში დგომა და დარიგება სჭირდებათ. მოსწავლეს პედაგოგი უნდა ეიმედებოდეს.“

წყალთაშუის საჯარო სკოლის დირექტორი ნატო თოლორდავა:

„კარგ და პატივსაცემ პედაგოგს საკუთარი პროფესია და მოსწავლეები უნდა უყვარდეს. პასუხისმგებლობას გრძნობდეს თითოეული ახალგაზრდის პიროვნულ და ინტელექტუალურ განვითარებაზე, იყოს მომთხოვნი, მაგრამ მეგობრული და ბავშვებს პრობლემების გადაწყვეტაში ეხმარებოდეს.“

ზეგნის N1 საჯარო სკოლის დირექტორი შორენა მარაქველიძე:


„პროფესიონალი, სამართლიანი, მოსიყვარულე და მზრუნველი პედაგოგი ყოველთვის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. მასწვალებელი მოსწავლის მეგობარი უნდა იყოს, მაგრამ საჭიროა გარკვეული ზღვარის დაცვა ურთიერთობაში. ახალგაზრდას მისი იმედი უნდა ჰქონდეს და საკუთარ შეგრძნებებსა და ხედვებს უზიარებდეს.“

მეორე ობჩის საჯარო სკოლის დირექტორი ნაილი მესხი:

„ავტორიტეტული მასწავლებელი სასიამოვნო გარეგნობისა და მანერების მქონე, საქმის პროფესიონალი და მუდმივად თვითგანვითარებაზე ორიენტირებული უნდა იყოს. გამორჩეულად უნდა უყვარდეს თავისი საქმე და მოსწავლეები. კარგი კომუნიკაციისა და გადმოცემის უნარით უნდა იყოს დაჯილდოვებული და კეთილსინდისიერად აფასებდეს მოსწავლეს.“

კერძო სკოლა „დავითიანი - მარინა გორშკოვას“ დირექტორი მარინა გორშკოვა:

„მოსწავლეებში ავტორიტეტის მოსაპოვებლად ოქროს შუალედის დაცვაა საჭირო. საგაკვეთილო პროცესი და შეფასება საინტერესო და ობიექტური უნდა იყოს, მაგრამ პედაგოგის უკეთ გასაცნობად კლასგარეშე აქტივობებია აუცილებელი. ჩვენი სკოლის მასწავლებლები ყველა მოსწავლის მესაიდუმლენი არიან. ხშირად ვიყენებთ ანონიმურ ტესტებს, რომლის მიხედვითაც მათ წუხილს ვადგენთ და ვიგებთ, რომელი პედაგოგის პრაქტიკა უფრო მოსწონთ. ყოველთვის ვითვალისწინებთ ბავშვების აზრს.“

მთისძირის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა სირაძე:

„პროფესიონალიზმი, კომპეტენტურობა, სამართლიანობა და მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებულობა - ეს ის თვისებებია, რომელიც ავტორიტეტულ პედაგოგს უნდა ახასიათებდეს. მას უნდა უყვარდეს მოსწავლე და მისი შეხედულებებით, მისწრაფებებით ინტერესდებოდეს, ხელს უწყობდეს ახალგაზრდის პიროვნულ და შემეცნებით განვითარებას.“

ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორი ალექსანდრე ოქროპილაშვილი:
 
„მეგობრული მიდგომები საუკეთესო ინსტრუმენტია მასწავლებლის ხელში. ავტორიტეტული პედაგოგი პროფესიონალი, სამრთლიანი და კომუნიკაბელური უნდა იყოს. მოსწავლეებთან ახლო ურთიერთობით ცხადად უნდა საზღვრავდეს მათ მისწრაფებებს და საჭირო კუთხით წარმართავდეს ახალგაზრდების უნარებს. ბავშვებს მისი იმედი უნდა ჰქონდეთ.“

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სასკოლო თემთან მომუშავე ფსიქოლოგების შერჩევა დაიწყო - კვალიფიკაცია, ანაზღაურება და განაცხადის ვადები ცნობილია

რომელ რესურსცენტრს ჰყავს ყველაზე მეტი მედალოსანი მოსწავლე - დეტალური სტატისტიკა 

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება