სიახლეები
სამასწავლებლო

როგორ იცავენ კერძო სკოლები მოსწავლეთა უსაფრთხოებას და რა ხერხებს მიმართავენ ბულინგის პრევენციისთვის
22-08-2018
-
+


კერძო სკოლები მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასწავლო პროცესისთვის საჭირო ყველა ნიუანსს მაღალ ხარისხში სთავაზობენ. მათ შორის, რა თქმა უნდა, მოსწავლეთა უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. 

Etaloni.ge დაინტერესდა, კონკრეტულად რა ხერხებს მიმართავენ კერძო სკოლის დირექტორები ბულინგის პრევენციისთვის. 

კერძო სკოლა „საუნჯე“, გულჩინა ჭიკაძე (რუსთავი): ვიდეოთვალი ფუნქციონირებს სკოლის შენობასა და ეზოში. ეზოს განსაკუთრებით ვაკონტროლებთ. ასევე, ამ მიმართულებით მენეჯერი გვყავს აყვანილი, რომელიც მოსწავლეების უსაფრთხოებას მაქსიმალურად აკვირდება. მას ურთიერთობა აქვს ყველასთან და ინდივიდაულურად უდგება. მოსწავლეთა რაოდენობა კლასებში მცირეა, შესაბამისად, დამრიგებლები მათთან აქტიურად მუშაობენ იმასთან დაკავშირებით, რომ ბულინგის შესახებ მოსწავლეებს ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდეთ. ყველა მეგობრობს, ერთი დიდი ოჯახი ვართ. 

კერძო სკოლა „ევრო-2000“, პედაგოგი ცირა ქობულაძე, (ბათუმი): ჩვენთან ყველა სართულზე ვიდეოთვალია განთავსებული. ამასთან ერთად, მანდატურები გვყავს. სართულებზე განსაკუთრებული მორიგეობა მიმდინარეობს. თითოეულ დეტალს ყურადღება ექცევა. ბულინგის მსგავსი შემთხვევაც კი არ გვქონია.  

კერძო სკოლა „ოცნება“, დირექტორი ირინე ცაავა, (წყალტუბო): ჩვენ გვაქვს ვიდეოთვალი, სახანძრო დაფა და გვყავს დაცვა კარებთან. ასევე, მასწავლებელთა მაღალი ჩართულობა ბავშვებთა მეგობრულ ურთიერთობას განსაზღვრავს. ჩვენთან ბულინგთან დაკავშირებული საკითხების განხილვა მუდმივად მიმდინარეობს. სკოლაში უცხო პირების შემოსვლა აკრძალულია, დაცვა კი მოსწავლეებს დირექტორთან შეთანხმების გარეშე გარეთ არ უშვებს. სხვადასხვა ღონისძიებას ვაწყობთ, რომელთა მეშვეობითაც სკოლასთან მშობლებიც აქტიურად არიან დაკავშირებულნი. 

კერძო სკოლა „მეგასკოლა“, დირექტორი მაყვალა გოგიტიძე (ბათუმი): კერძო სკოლაში დამრიგებელი მოსწავლეთა თითოეულ ნაბიჯს აკვირდება და აკონტროლებს. არ რჩება მოსწავლესთან დაკავშირებული არცერთი ნიუანსი ყურადღების მიღმა. გვყავს ფსიქოლოგები, რომლებიც ყველა, მათ შორის, ბულინგის თემას განიხილავენ. მოსწავლეები შესაბამის წიგნებს კითხულობენ, მათ ლექციებიც უტარდებათ. ვიცით, რომ ბულინგი უცბად არ ჩნდება-მას აქვს საწყისი ეტაპები. თუ რაიმე პატარა ნაპერწკალი გაჩნდა, მაშინვე აღმოიფხვრება ხოლმე კონსულტირებით თუ სხვა აქტივობებით. გვაქვს ვიდეოთვალი ყველგან, რომლითაც კონტროლდება სკოლის დერეფნები და ეზო. ასევე, გვყავს დაცვა. ბულინგის პრობლემა არასდროს შეგვქმნია. და ბოლოს, დამრიგებლები, რომლებიც საუკეთესო მეთვალყურეები არიან ბავშვებისთვის. 

კერძო სკოლა „იბერია“, დირექტორი მადლენა მახარაძე (ბათუმი): სკოლის ეზო სრულად დაცულია რკინის ჭიშკრით. სკოლის ადმინისტრაციის მიერ მორიგეობა ყოველდღიურად მიმდინარეობს და სკოლაში უცხო პირის შესვლა, ან სკოლიდან მოსწავლის გასვლა შეუძლებელია. გვაქვს ვიდეოთვალი, რომელიც სკოლის შენობას და ეზოს აკონტროლებს. რაც მთავარია, სკოლა მცირეკონტიგენტიანია, რადგან ჩვენთვის მთავარია ხარისხი და არა-მოსწავლეების რაოდენობა. შესაბამისად, აბსოლუტურად ყველა მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომა გაქვს, მათ შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობენ პედაგოგები, დამრიგებლები, ფსიქოლოგები, დირექცია, რაც ბულინგის სრულ პრევენციას იწვევს. არასდროს ძალადობის შემთხვევა ჩვენს სკოლაში არ მომხდარა. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება