„ბაბუაჩემსაც კი უჭირს იმის გახსენება, როდის არ ამზადებდნენ მისი წინაპრები დოქსა და ქოთანს“ - შროშაში მოგზაურობის დროა
20-08-2018
დაკოპირებულია
-
+
Etaloni.ge-ს შემოქმედებით ინიციატივას მრავალი მოსწავლე უერთდება. ამჯერად შროშაში გამოგზაურებთ მეთორმეტეკლასელ ანა ტალახაძესთან ერთად: „Etalon.ge-ის საზაფხულო ინიციატივა საშუალებას მაძლევს ჩემს საყვარელ სოფელზე გიამბოთ...
ადგილს, რომელსაც ფოტოზე ხედავთ ზესტაფონის რაიონ სოფელ შროშაში მდებარეობს, აქ ნაჩვენები კერამიკული ნაწარმი კი საკმაოდ ბევრს ნიშნავს ჩვენი სოფლის მოსახლეობისთვის. მისი არსებობა საგულისხმოა იმით, რომ დიდი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ტურიზმის ხელშეწყობასა და განვითარებაში. თიხის ნაკეთობების დამზადება ჩვენთან საკმაოდ ძველი ტრადიციაა, ბაბუაჩემსაც კი უჭირს იმის გახსენება, როდის არ ამზადებდნენ მისი წინაპრები კეცს, დოქს, ქოთანსა და სხვა ნაკეთობებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ შეიცვალა თიხის დამზადების ტექნოლოგია და გაიზარდა ხარისხი.
რაც შეეხება ზაფხულს, ზაფხული სწორედ ის პერიოდია, როდესაც ყველაზე ხშირად მიწევს სოფელში ყოფნა, აქ ვხვდები განსხვავებული ეროვნების, რელიგიისა და კულტურის ადამიანებს, მათთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ასე რომ, ჟრიამულში ვატარებ ზაფხულს და მინდა, ეს სილამაზე გაგიზიაროთ.“
ახლა შენი ჯერია. გახდი შენი მხარის საზაფხულო მეგზურიEtaloni.ge- სთან ერთად.