სიახლეები
რჩევები

ანიმაციები, რომლებიც პატარებმა აუცილებლად უნდა ნახონ
28-08-2018
-
+


შვილებისთვის კარგი და სასიამოვნო მულტფილმების არჩევა ხშირად საკამათო საკითხია. იქიდან გამომდინარე, რომ ანიმაციური ფილმები დიდ გავლენას ახდენს პატარებზე, სპეციალისტები ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მულტფილმებს აკვირდებიან და რეკომენდაციებსაც გვაძლევენ. 

ამჯერად ჩვენ წარმოგიდგენთ იმ ოთხ მულტფილმს, რომლის ყურებასაც პატარებს ფსიქოლოგები ურჩევენ. 

ეს ანიმაციური ფილმები თქვენს შვილებს მეგობრობას, სიკეთესა და თანაგრძნობას შეასწავლის. 

1. „ფუტკარი მაია“


ესაა საგანმანათლებლო მულტფილმი, რომელიც გერმანელი მწერლის, ვალდემარ ბონზელსის ზღაპრების მიხედვით შეიქმნა. მაიაა გმირი, რომელიც დარწმუნებულია საკუთარ თავში, ადვილად პოულობს მეგობრებს, მიდის კომპრომისზე და ძალიან უყვარს ბუნება. სწორედ ამ მულტფილმით ეცნობა პატარა მწერების სამყაროს და იგებს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოელი მათგანი. ამ მულტფილმის ყურება 2 წლის ზევით პატარებისთვისაა რეკომენდებული. 



2. „მოგზაური დაშა“ და „წინ დიეგო, წინ“

ესაა მულტფილმები, რომლებიც ბავშვებში ლოგიკური აზროვნების უნარს აყალიბებს, ასევე ხელს უწყობს ფანტაზიის განვითარებას. „მოგზაური დაშა“ და მისი გაგრძელება „წინ დიეგო, წინ“ საუკეთესო საშუალებაა ბავშვებისთვის ისწავლონ ინგლისური ენა. 



3. „ლეკვის საპატრულო“

სათავგადასავლო მულტფილმი პატრულ ლეკვზე მოგვითხრობს, რომელიც მზადაა ყველას დაეხმაროს. მულტფილმი განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვისაა, რომლებსაც უყვართ მანქანები და ცხოველები. ულამაზესი სანახაობა და მთავარი გმირი არ მოგაწყენთ, თან იმასაც გასწავლით, თუ როგორი საუკეთესო მეგობრები არიან ცხოველები. 


4. „ცხვარი შონი“ 

და მეოთხე, ყველასთვის საყვარელი „ცხვარი შონი“. ანიმაციური სერიალის სიუჟეტის მიხედვით, ცხვარი შონი მიდის ქალაქში ფერმერის გადასარჩენად, სადაც მას უამრავი სახალისო თავგადასავალი ელის. ამ მულტფილმის პლიუსი ისაა, რომ ცხოველები არ ლაპარაკობენ, მაგრამ ხმებს გამოსცემენ, რითაც პატარები მათ გახმოვანებას სწავლობენ. 



კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება