სიახლეები
საინტერესო

წყალტუბოს სანატორიუმის ორი სამყარო ჰოლანდიელი ფოტოგრაფის ობიექტივში
23-08-2018
-
+


საბჭოთა სანატორიუმი უნიკალური ფენომენია ისტორიაში. ეს იყო საუკეთესო და პოპულარული ადგილი შეკრებისა და დასვენებისთვის, რომელსაც სტუმრობდა ყველა, განურჩევლად სოციალური სტატუსისა და მდგომარეობისა. ოთახები, საუნები, სხვადასხვა კომპლექსები და აბაზანები, სამკურნალო საშუალებები წლების მანძილზე ქმნიდნენ სანატორიუმის იერსახეს, რომელიც დღეს მხოლოდ ფოტოების ან მოგონებების სახით არსებობს. 

რადგანაც საბჭოთა პერიოდში გამონაკლისები არ არსებობდა, სანატორიუმები იყო ყველგან, მათ შორის კი იყო საქართველო და წყალტუბო - სტალინის საყვარელი ადგილი. ამ არც თუ ისე დიდ ქალაქში 22 სანატორიუმი მდებარეობდა, რომლებსაც წელიწადში 100 000-მდე დამსვენებელი სტუმრობდა. სტუმრები ჩამოდიოდნენ მთელი საბჭოთა სივრციდან და გაოცებულები შეჰყურებდნენ ნეოკლასიკური ელემენტებით გაჯერებულ ომის შემდგომ მემკვიდრეობას, რომლის კედლებიც საბჭოთა ისტორიას მათ მეხსიერებაში ასახავდა. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სანატორიუმების დაშლა და განადგურება დაიწყეს და სწორედ მაშინ დაიწყო ამ ნაგებობების მეორე სიცოცხლე. აფხაზეთის ომის შემდგომ, ათასობით სამშობლოწართმეულ და ცრემლიან ადამიანს, წყალტუბოს მიტოვებული სანატორიუმები დროებით საცხოვრებლად შესთავაზეს. მას შემდეგ 25 წელი გავიდა, მაგრამ ამ ნანგრევებში კვლავ ცხოვრობს 800-მდე დევნილი, რომლებმაც უკვე იციან, რომ აფხაზეთამდე ძალიან შორია. 

ჰოლანდიელი ფოტოგრაფი რაიან კუპმანსი საქართველოში მიტოვებული საბჭოთა ნაგებობების და კომპლექსების შესასწავლად ჩამოვიდა. წყალტუბოს სანატორიუმის გადაღებისას ის შენობაში მოხეტიალე შინაურ ცხოველებს წააწყდა. „მივხვდი, რომ ეს ცხოველები აქ უბრალოდ არ აღმოჩნდებოდნენ და სადღაც ახლოს ხალხიც იქნებოდა. ასე მივაგენი ოჯახებს, რომლებიც თურმე სანატორიუმში ცხოვრობდნენ“. რაიანი მათ ცხოვრებას და აფხაზეთის ისტორიას გაეცნო, რომელზეც ჩამოსვლამდე არაფერი იცოდა. შემდეგ კი ფოტოებზე ასახა მიტოვებული საბჭოთა ისტორია და ადამიანები, რომლებიც ამ ისტორიის შედეგად გაჩნდნენ. 

„სანატორიუმში მცხოვრები ადამიანების ცხოვრება და ამ ცხოვრების დრამატული მომენტები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ წარსული ცოცხალია არა მხოლოდ ამ ნანგრევებში, არამედ იმ თითოეულ დეტალში, რომლის აღბეჭდვაც ფოტოებზე ვცადე. მე შევხვდი ადამიანს, მოხუც ქალბატონს, რომელიც სტალინის მფლობელობაში არსებულ კომპლექსში ცხვრებს მწყემსავდა“ - იხსენებს რაიანი. 

სანატორიუმში საცხოვრებლად ნორმალური პირობები არ არსებობს. ელექტროენერგია და წყალი გრაფიკით მოდის, არ არსებობს საკანალიზაციო სისტემა, ზამთარში ცივა, ბნელა და ოთახებს მხოლოდ მზის შუქი ანათებს და ათბობს.

„აქ მცხოვრები ადამიანები საკუთარი მოგონებებით იკვებებიან, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ჯერ კიდევ იმედიანად შეჰყურებენ მომავალს. ერთი მხატვარია, რომელიც თავის მშობლიურ სოფელს ხატავს, მეორე სკულპტურებს ამზადებს, ბავშვის სათამაშოები და ნივთებიც შევნიშნე“ - ამბობს რაიანი. 

ჩვენს მყიფე, მატერიალურ სამყაროში მგრძნობელობა ძალიან მნიშვნელოვანია. რაიან კუპმანსის თქმით, ასეთ გარემოში, როგორიცაა წყალტუბოს სანატორიუმი, თანაგრძნობა და ტკივილის გაზიარება ამ ფოტოებმა უნდა გვასწავლოს, ფოტოებმა, რომელიც ჩვენს სასტიკ წარსულს და რეალობას ასახავს.  

წყალტუბოს სანატორიუმში მცხოვრები ადამიანების მომავალი და ბედი გაურკვეველია. კითხვებზე პასუხები არ არსებობს, როდემდე დარჩებიან დევნილები ამ შენობებში და მიაქცევს თუ არა მათ ვინმე ყურადღებას. 

მანამდე კი, ზოგიერთი შენობა ინვესტორებზე იყიდება, ზოგი ინგრევა და თან მიაქვს საბჭოთა ისტორია, ზოგს ჯერ კიდევ სწავლობენ და ზოგში ისევ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც გვაჩვენებენ, თუ როგორ დაიმკვიდრა ორმა განსხვავებულმა სამყარომ თავი წყალტუბოს სანატორიუმებში. 

ფოტოების სრულად სანახავად გადადით ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება