სიახლეები
სიახლეები

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციებს აანონსებენ
22-08-2018
-
+


შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს უნივერსიტეტის სტუდენტმა დათა ზარნაძემ ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ პრესკონფერენციამდე განუცხადა.

მისივე თქმით, 23 აგვისტოს, აქცია თავდაპირველად, განათლების სამინისტროსთან იგეგმება, ხოლო თუ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება არ შეიცვლება, ამან შესაძლოა, უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღოს. 

„აქციების ჩატარებას ვგეგმავთ იქამდე, ვიდრე ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება. აქციები ძალაში რჩება, ჩვენ, ხვალ, აქციას განათლების სამინისტროსთან ვაანონსებთ, ხოლო თუ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, უფრო მასშტაბური აქციები იქნება და ალბათ, რუსთაველის გამზირზეც გადავინაცვლებთ. სამწუხაროდ, განათლების მინისტრისგან ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ. მე სამი კითხვა დავსვი და მათგან ვერც ერთზე ვერ მივიღე პასუხი”,- აღნიშნა დათა ზარნაძემ.  

აღსანიშნავია, რომ ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის უნივერსიტეტს ახალი სტუდენტების ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა.

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

სკოლებისა და ბაღების ბუღალტრების საყურადღებოდ - პროფესიული დღე 10 ნოემბერს აღინიშნება

ავტორიზაციის ექსპერტთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა - ვადები და სხვა დეტალები

მშობლების საყურადღებოდ - ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია იწყება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კვირიკეს N2 საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ქარცივაძე პასუხობს


სკოლები

სკოლაში ჩატარდა ესეების კონკურსი და გაიმართა საინტერესო აქტივობა - „სურვილების დაფა“ 

„ვულოცავთ ლილიტს, ყველა წარჩინებულ მოსწავლეს და კიდევ მრავალ წარმატებას ვუსურვებთ ცხოვრების სავალ გზაზე“

საინტერესო

ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

მაშ, რა საფრთხე იმალება მზიანი დღეების მიღმა?

იმ საგამოცდო ცენტრებთან, სადაც აბიტურიენტები აბარებენ, უცხო თვალიც კი შეამჩნევს მარაოებითა და ქოლგებით „შეიარაღებულ“ გულშემატკივრებს

„აბიტურიენტებს ვეტყვი, რომ არ მომბაძონ, არ ინერვიულონ, კარგად გამოიძინონ და ისე გავიდნენ გამოცდაზე“

სიახლეები
საზოგადოება