სიახლეები
საინტერესო

„ერთმა მასწავლებელმა შეიძლება მსოფლიო შეცვალოს“ - წარმატებული ადამიანები პედაგოგების შესახებ
29-08-2018
-
+


მასწავლებლის როლი ადამიანის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია. წარმატებული პერსონები ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს და მნიშვნელობას ანიჭებდნენ მასწავლებლებს, რომელთაც ხელი შეუწყვეს ნიჭის გამოვლენასა და რეალიზებაში.

Etaloni.ge წარმოგიდგენთ რამდენიმე ცნობილი ადამიანის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას პედაგოგების დანიშნულების შესახებ:

 „ადამიანი, რომელსაც რთული რამის ადვილად კეთება შეუძლია, პედაგოგია“ - რალფ ვალდო ემერსონი.

„პედაგოგი განსაკუთრებული ადამიანია, რომელიც საკუთარ სიყვარულს და შემოქმედებითობას იყენებს, სხვაში იშვიათ ნიჭს პოულობს და ხელს უწყობს მის განვითარებას; ეხმარება მათ ოცნებაში, სწავლაში, სირთულეების დაძლევაში“ - ბევერლი კონკლინი.

„ვინ და რა არის მასწავლებელი, ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რას ასწავლის“- კარლ მენინგერი.

„პედაგოგებს  შეუძლიათ  ცხოვრება მხოლოდ  ცარცისა და გამოწვევების სწორი ნაზავით შეცვალონ“ - ჯოის მეერი.

„მასწავლებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული ადამიანია, რადგან სხვას ვის შეუძლია ყოველი დღე სხვისი შვილებისთვის გაატაროს?“ - დეინა ბეისერი.

„დამნაშავეს ცხოვრებაში გამოჩენილმა ერთმა კარგმა მასწავლებელმა შესაძლოა ის სრულფასოვან მოქალაქედ აქციოს“ - ფილიპ უილი.

„ყველას, რომელთაც კარგად ახსოვთ ნასწავლი მასალა, ახსოვთ მასწავლებლის გამო და არა  -სასწავლო მეთოდების ან ტექნიკის მიზეზით. მასწავლებელი საგანმანათლებლო სისტემის გულია“ - სიდნი ჰუკი.

„ტექნოლოგია მხოლოდ ინსტრუმენტია. ბავშვებთან მუშაობის და მათზე მოტივირების თვალსაზრისით კი ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებელია“ - ბილ გეითსი.

„რა არის საჭირო და რა გვსურს - შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. პედაგოგები არიან ისინი, რომლებიც ხალხს ასწავლიან, რომ დაფასონ ის, რაც საჭიროა“ - ელბერტ ჰუბარდი.

„მამაჩემთან დავალებული ვარ სიცოცხლის მოცემისთვის, მასწავლებელთან კი - კარგად ცხოვრების სწავლებისთვის“- ალექსანდრე მაკედონელი.

„სწავლება უნდა იყოს ღირებული საჩუქრის მიძღვნა და არა მძიმე მოვალეობა“-ალბერტ აინშტაინი.

„გვახსოვდეს: ერთმა წიგნმა, ერთმა კალამმა, ერთმა შვილმა და ერთმა მასწავლებელმა შეიძლება შეცვალოს მსოფლიო" - მალალა იუსაფზი (პაკისტანელი აქტივისტი, რომელიც ქალთა უფლებებისთვის იბრძვის).

„კარგ პედაგოგს შეუძლია ბავშვში იმედი გააჩინოს, ფანტაზია გაუღვივოს და სწავლის სიყვარული ჩაუნერგოს“ - ბრედ ჰენრი.

„საშუალო შეძლების მასწავლებელი გადასცემს, კარგი მასწავლებელი განმარტავს, უმაღლესი კლასის მასწავლებელი აჩვენებს, ხოლო დიადი მასწავლებლი შთააგონებს“ - ვილიამ არტურ ვერდი.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება