სიახლეები
სიახლეები

ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
23-08-2018
-
+


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და აბრეშუმის მუზეუმის ფონდის წარმომადგენლებმა საარქივო მასალები შეისწავლეს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადასცეს. საარქივო მასალების მიხედვით, ძველი წელთაღრიცხვის მე-2 საუკუნიდან საქართველოში მეაბრეშუმეობის კულტურა და ტრადიციები, სხვადასხვა სახის დაზგა-დანადგარები და აბრეშუმის ნატურალური საღებავები იყო გავრცელებული“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის დაცვასა და გაძლიერებაზე აქტიურად მუშაობს, სადაც თანამედროვე და უცხოურ ჯიშებთან ერთად, დაცულია ხალხური სელექციით გამოყვანილი მე-19 საუკუნის ჯიშები.

დარგის აღორძინების მიზნით, სოფლის მეურნეობის-სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პერიოდულად, საჩუქრად გადასცემს გრენას და აბრეშუმის ჭიას ახმეტის რაიონის მოსახლეობას, სადაც მეაბრეშუმეობა აქტიურად იყო განვითარებული.

სამინისტროს ინფორმაციით, დღეისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მეაბრეშუმეობის განვითარების პერსპექტივებს სწალობს.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის

ვინ უნდა იყიდოს ბაღში ფერადი ფურცლები და ილუსტრირებული წიგნები - ვალდებულებები

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - რა უნდა იცოდეთ შეფასებების ასახვისას

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები
დედამიწის დღე ზედა ოყურეშის დაწყებით სკოლაში – ეკოლოგიური დღესასწაული პატარებთან ერთად
აქტივობას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: ნანა შუკაკიძე და ნათია შუკაკიძე
 

ვიზიტის ფარგლებში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სამხედრო ინფრასტრუქტურა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება