სიახლეები
რჩევები, ინტერვიუ

რომელი კბილის პასტა არ შეიძლება მოზარდისთვის და რატომ გახდა ბრეკეტები მოდური თინეიჯერებში
24-08-2018
-
+


ჯანსაღი კბილები რომ ჯანსაღი ღიმილის საწინდარია, ყველამ იცის, თუმცა არაჯანსაღ კბილებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის თურმე დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. რა ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვისთვის კბილების მოვლა, რას იწვევს სარძევე კბილების მოუვლელობა, არასწორად შერჩეული რაციონი და რა დროსაა აუცილებელი ე.წ. ბრეკეტების  გაკეთება? ამ და სხვა კითხვებზე „ეტალონს“ ექიმმა-სტომატოლოგმა, ელენე ხარაშვილმა უპასუხა.

- ქალბატონო ელენე, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს მშობელმა ბავშვის კბილების მოვლა?

- ბავშვის კბილების მოვლა იწყება პირველი კბილის ამოჭრის შემდეგ, ანუ 6-8 თვის ასაკში. ბავშვს არ შეუძლია მიხედოს თავის პირის ღრუს და, შესაბამისად, მშობელი უნდა დაეხმაროს. არსებობს ასაკობრივად განკუთვნილი კბილის ჯაგრისები, ასევე - თითზე წამოსაცმელი ჯაგრისი, იმისათვის, რომ მშობელმა ბავშვის კბილები გაასუფთაოს.  ჯაგრისი უნდა იყოს აუცილებლად რბილი და ასაკის შესაბამისი. რაც შეეხება კბილის პასტის რაოდენობას,  3 წლამდე ასაკის ბავშვისთვის ეს უნდა იყოს ბარდის მარცვლის ზომის ნახევარი და 3 წლის ზემოთ - ბარდის მარცვლისოდენა. 

6-8 წლამდე, სანამ ბავშვს არ განუვითარდება მანუალური თვისებები, სანამ არ იცის წერა, ხატვა, მანამდე, აუცილებლად უნდა დაეხმაროს მშობელი. კბილებს იხეხავენ დილას და საღამოს 2 წუთის განმავლობაში. აუცილებლად უნდა გასუფთავდეს ყველა კბილის ზედაპირი. ხშირად, ბავშვები იხეხავენ მხოლოდ წინა კბილებს, ანუ რაც ჩანს. რეალურად, ვერცერთი ბავშვი 7 წლამდე, საშუალო დამაკმაყოფილებლადაც ვერ გაისუფთავებს კბილებს. არასრულფასოვან ჰიგიენას კი მივყავართ პირის ღრუს დაზიანებამდე.

- რა შეიძლება გამოიწვიოს კბილების მუდმივად არასათანადო გასუფთავებამ?

- კბილების არასრულფასოვანმა ჰიგიენამ, პირველი, რაც შეიძლება გამოიწვიოს, არის კარიესი. პირის ღრუში კარიესული ფლორა აზიანებს კბილებს. დაზიანებული კბილი კი იწვევს ტკივილს, ვითარდება უამრავი პრობლემა ღეჭვასთან დაკავშირებით. კბილების პირველი ფუნქცია მექანიკური დამუშავებაა. კარიესული კბილებით კი ეს შეუძლებელია. შედეგად, ვითარდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პრობლემები - ბავშვი იძულებულია გადაყლაპოს საკვები, რადგან დაზიანებული კბილებით საკვებს ვერ ამუშავებს.

კარიესის გამომწვევ მიზეზებს შორის არის აგრეთვე კვებითი რაციონი, გენეტიკური ფაქტორი და მუცლადმყოფნის პერიოდში გადატანილი პრობლემები. სტატისტიკურად კი, კარიესის გამომწვევი მთავარი მიზეზები მაინც არასრულფასოვანი ჰიგიენა და კვების რეჟიმია.

- კვების რეჟიმში კონკრეტულად რა იგულისხმება?

- კვებითი რაციონი, რომელიც არ არის დატვირთული ნახშირწყლებით. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ დამატკბობელი სითხეები. ხშირად ასეთ სითხეებს ბავშვს აძლევენ მაწოვარათი. ეს იწვევს კარიესს, რომელიც ბოთლისმიერი კარიესით არის ცნობილი. ეს სითხე, მთელი ღამის განმავლობაში პირის ღრუს ფლორაში რჩება. მაღალი მჟავიანობა კი იწვევს კბილების განლევას. თუ ეს სითხე ბავშვს ეძლევა 6 თვიდან, პირველი დარტყმა მოდის ახლადამოჭრილ კბილებზე, რომლებიც ისედაც დაბალმინერალიზებულია. შესაბამისად, ბავშვების უმრავლესობას ზედა ყბის საჭრელი კბილები ფაქტობრივად აღარ აქვთ ხოლმე ჩვენთან მომართვიანობის დროს და ასევე - ზედა ყბის საღეჭი კბილები. წოვის დროს, ქვედა ყბის კბილებს ეფარება ენა და ისინი უფრო გადარჩებიან ხოლმე.
არ არის რეკომენდირებული საწუწნი კანფეტები, შოკოლადები. არ ვამბობ, რომ უნდა აიკრძალოს, მაგრამ ჩვენი ბავშვების რაციონში ეს ყველაფერი დიდი რაოდენობითაა. დღეში ერთს კი არა, 10 კანფეტს მაინც ჭამენ, რაც სავალალო შედეგს იძლევა.  ლიდერობს საწუწნი კანფეტები, რომლებიც ხანგრძლივად ქმნიან მჟავე გარემოს პირის ღრუში. 3 წლის ბავშვებს უკვე გაფუჭებული აქვთ კბილები, რადგან მათ რაციონში დიდი რაოდენობითაა კანფეტი და გაზიანი სასმელი.

- სარძევე კბილები უნდა მოიცვალოს ბავშვმა. ხშირად, მშობლები, ალბათ ამ მიზეზით არც უფრთხილდებიან მოსაცვლელ კბილებს.

- ადრე, პირველი კბილების ამოჭრის პერიოდად 6-8 თვის ასაკი ითვლებოდა. ახლა ეს ასაკი გადანაცვლებულია. თუ 4 თვის ასაკში ამოიჭრა სარძევე კბილი, მომდევნო კბილებიც ადრე ამოვა და ადრევე მოიცვლის ბავშვი. თუ 8 თვის მერე ამოიჭრება, ის იქნება გვიანი ამოჭრა და, შესაბამისად, გვიან ამოუვა მუდმივი კბილები. სარძევე კბილები ავითარებს ყბებს და ადგილს უნახავს მუდმივ კბილებს, გარდა იმისა, რომ საკვებს მექანიკურად გადაამუშავებს და მეტყველებს ბავშვის ვიზუალზე. მუდმივი კბილების ამოჭრა სრულდება 12 წლის ასაკში. თუ ბავშვი 5 წლის ასაკში დაკარგავს კბილს, რადგან გაფუჭდა და უნდა ამოვიღოთ, იქ მუდმივი კბილი არ ამოდის მაშინვე, მას თავისი ამოჭრის ვადა აქვს. შესაბამისად, კბილები გადაადგილდებიან იმ სიცარიელისკენ, რომელიც ამოღებული კბილის ადგილას დარჩა. ყველა კბილს თავისი ფუნქცია აქვს და რომელიმე კბილზე განვითარებული პროცესი, აზიანებს მუდმივი კბილის ჩანასახს და ისინი კარგავენ მათთვის განკუთვნილ ადგილს, ამოდიან იქ, სადაც შესაძლებლობას ნახავენ. სარძევე კბლების ნაადრევი ამოღება იწვევს ყბა-კბილთა სისტემაში კბილების დგომის პრობლემებს და კბილების გასწორება ხდება საჭირო.

- ამიტომაც არის აქტუალური ბრეკეტები, რომელიც თითქოს მოდურიც კი გახდა...

- დიახ და ორთოდონტია გულისხმობს კბილების გასწორებას როგორც ბრეკეტ-სისტემით, ასევე სხვადასხვა აპარატებით. დიაგნოსტიკის შედეგად დგინდება, თუ ვისთვის რა არის საჭირო. ძალიან გაზრდილია მოთხოვნა ორთოდონტიაზე, რადგან, ერთის მხრივ, ესტეთიკაზე მეტი მოთხოვნაა და მეორეს მხრივ, გაუარესდა ალერგიული ფონი. ალერგიული ფონის დროს ადამიანებს ხშირად უწევთ პირით სუნთქვა, რაც ასევე იწვევს ყბა-კბილთა სისტემის არანორმალურ განვითარებას - ყბები ვიწროვდება და კბილები ვეღარ ეტევა.

- თინეიჯერებს, მგონი, მოსწონთ კიდეც ბრეკეტების ტარება თუ  აპროტესტებენ?

- ჩემი პაციენტების მხოლოდ 10%-ს ეუხერხულება ბრეკეტების ტარება და ესენი, ძირითადად, მამრობითი სქესის წარმომადგენლები არიან. სხვებისთვის ტრენდულად ითვლება. თუმცა, ბრეკეტ-სისტემა არ არის სამკაული, რომელსაც მოიხსნი, ან გაიკეთებ, როცა მოგინდება. ბრეკეტები არ ქმნის უხერხულობას და დისკომფორტს. ბრეკეტს სჭირდება მოვლა და კონკრეტული რაციონი. ანუ არ შეიძლება ისეთი საკვებს მიღება, რომელიც მას აზიანებს.
 
- მაგალითად?

- პირველ რიგში, ბატიბუტი, ჩიფსები, „სუხარიკები“, ანუ ის, რისი ჭამაც უყვართ თინეიჯერებს და სწყინთ ხოლმე ეს ამბავი, მაგრამ იციან, რომ წელიწადნახევარში ბრეკეტებს მოიხსნიან და გვიჯერებენ.

- როგორ და რის მიხედვით უნდა შეირჩეს ბავშვის და მოზარდის კბილის პასტა?

- არსებობს საბავშვო კბილის პასტები, რომლებიც აუცილებლად ასაკის მიხედვით უნდა მოვიხმაროთ. თუ სახლში 3 და 14 წლის ბავშვები გვყავს, მათ არ უნდა მოიხმარონ ერთი და იგივე კბილის პასტა, რადგან ფტორის შემცველობა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაა. ღრძილების პრობლემის მქონე ბავშვისთვის სხვა კბილის პასტა გამოიყენება. კბილის პასტა მხოლოდ და მხოლოდ სააფთიაქო ქსელში უნდა შეიძინოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვის სტომატოლოგთან ვიზიტი ყოველ ექვს თვეში ერთხელ. ეს ვიზიტი არ უნდა დაემთხვეს ტკივილს. ბავშვს სჭირდება გარემოს შექმნა და მანიპულაციის ისე ჩატარება, რომ ეს მისთვის სტრესული არ იყოს. როცა ტკივილია, ამ ყველაფრის გაკეთება რთულია. პროფილაქტიკური მომართვა კი ადაპტაციას გულისხმობს და ამის მერე ყველა ვიზიტი მეგობრულია და ბავშვს ნდობაც უჩნდება. დამერწმუნეთ, პროფილაქტიკური ვიზიტები ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე ტკივილიანი კბილით მისვლა ექიმთან.

- შეიძლება თინეიჯერმა გამოიყენოს კბილის პასტა თუ სავლები  მათეთრებელი ეფექტით?

- არ შეიძლება. ყველა მათეთრებელი ეფექტის მქონე კბილის პასტაზე ისედაც მითითებულია, რომ ერთ თვეზე მეტხანს მისი მოხმარება არ შეიძლება, რადგან მოქმედებს მინანქარზე და იწვევს მის განლევას. თინეიჯერების შემთხვევაში, მით უმეტეს, რადგან კბილების გათეთრება ისედაც არ შეიძლება 18 წლამდე. ყველა ადამიანის კბილის მინანქარს თავისი ფერი აქვს. რადგან მოდაშია, უნდათ თეთრი კბილები ჰქონდეთ, მაგრამ არ შეიძლება ქიმიური საშუალებით კბილების გათეთრება. 6 თვეში ერთხელ, შეიძლება სტომატოლოგთან ჩაიტარო პროფესიონალური წმენდა. გაწმენდის დროს ორი ტონით ისედაც ღიავდება კბილები.
 
- რაც შეეხება საღეჭ რეზინას...

- სარეჭი რეზინის მოხმარება დასაშვებია მხოლოდ 15 წუთით და ისიც - შაქრის შემცველობის გარეშე. მერე იწყება სახის კუნთების გადატვირთვა და სასარგებლოც აღარაა. ასე იქცევიან ჩემი შვილები. ჩემი შვილებიც 6 თვეში ერთხელ იყვნენ ჩემი პაციენტები და კარიესი არასდროს ჰქონიათ, მიუხედავად იმისა, რომ მე ცუდი გენეტიკური ფონი მაქვს. დავამსხვრიე მითი - დედას ჰგავს და მამას ჰგავს. ზუსტად ვიცოდი, რა მძიმეა 3 წლის კბილის ტკივილისგან ატირებული ბავშვი იმის გამო, რომ ოჯახში უფროსებს სულ კანფეტები მოაქვს. სულ სამი პუნქტია დასაცავი და მისი დაცვა რატომღაც ძალიან გვიჭირს - ჰიგიენა, კვება და პროფილაქტიკური ვიზიტები სტომატოლოგთან.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

ანაზღაურება 2640 ლარია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ცნობილია - ვაკანსიაზე განაცხადის გაგზავნისთვის ბოლო ვადა დღეს არის

საქართველოში მოსწავლეთა 11.3%, ელექტრონულ სიგარეტს, 11.6% კი თამბაქოს მოიხმარს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

განათლებული მასწავლებელი ინვესტიციაა განათლებულ მომავალში

რა ცვლილებები შეეხება ადგილობრივ სკოლამდელ დაწესებულებებს ცნობილია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

როგორც სკოლაში გვითხრეს, პროექტი ტრადიციად იქვევა 

16 დეკემბერს კი, მე-8 კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის მასწავლებლის სოფიო ალფაიძის ორგანიზებით ჩაატარეს ინგლისურენოვანი ღონისძიება 

მოსწავლეებმა თავიანთი ნიჭიერების წყალობით, სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს

ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა

საინტერესო

როგორია ხალი წელი ხელოვნების გაკვეთილზე? - დღეს მოგიყვებით კრეატიულობისა და მხიარულების სინთეზზე... 

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

სიახლეები
საზოგადოება