მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საჯარო ლექციები გაიმართა.
სკოლას ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის თაოსნობით, მწერალი და თეოლოგი აკაკი მინდიაშვილი და ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი, ისტორიკოსი ვალერი ვაშაკიძე ეწვივნენ. მათ ლექცია წაიკითხეს თემაზე - „მამული, ენა, სარწმუნოება“.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს:
„შეხვედრამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, სტუმრებმა პასუხი გასცეს დასმულ შეკითხვებს, მოისმინეს ახალგაზრდების მოსაზრება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობასა და ქვეყნის მომავლის მათეულ ხედვაზე. ლექციამ მსმენელებზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა,“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი აკრედიტაციის ხელახლი მიღებისთვის განაცხადის წარდგენის ვადები ცნობილია
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ