სიახლეები
რჩევები

5 რამ, რაც ვაჟს მამამ უნდა ასწავლოს - ყველაზე ახლობელი რჩევები Etaloni.ge -სგან
29-08-2018
-
+


ვაჟისა და მამის ურთიერთობა ის სივრცეა, სადაც არავის შეესვლება. მათი „ბანდა“ იმდენად მყარია და იმდენად მეგობრული... და ამ სიმყარის შესაქმნელად მამამ ბიჭს ცხოვრების გაკვეთილი საკუთარ მაგალითზე უნდა ასწავლოს.


რისი გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ მამებს - Etaloni.ge გირჩევთ.

  • მნიშვნელოვანია, ადრეულ ასაკში „სიტყვის ფასის“ განსაზღვრა - გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, მიცემული პირობის შესრულება და საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღება. ასწავლეთ შვილს თავისი აზრის არგუმენტირება - ბავშვს საკუთარი შეხედულების ლოგიკურად დასაბუთება და დაცვა უნდა შეეძლოს.
  • ბიჭი მამისგან სწავლობს ფულის სწორად ხარჯვას და მისი მიბაძვით ცდილობს თუნდაც მცირედი ჯიბის ფულის განაწილებას. რაც უფრო ადრეულ ასაკში მიეჩვევა ბავშვი ფინანსების მიზანმიმართულ განკარგვას, მით მალე დადგება ფეხზე ზრდასრულ ცხოვრებაში.
  • კარგი მამები ბიჭებს ხელსაქმეს ავალებენ და თვლიან, რომ შვილს დამოუკიდებლად უნდა შეეძლო „კაცურ საქმესთან“ გამკლავება. ამავდროულად, ოჯახურ გარემოში სახლის საქმეების გაკეთებას, თუნდაც დალაგებასა და კერძების მომზადებას ასწავლიან.
  • მნიშვნელოვანია ბავშვის ჯანმრთელობასა და ფიზიკურ სიძლიერეზე ზრუნვა, მაგრამ საუკეთესო მამებმა კარგად იციან, რომ მხოლოდ კუნთებით, წიგნისა და განათლების გარეშე, შვილის წარმატებული მომავალი წარმოუდგენელია.
  • ბიჭები ჰიგიენის დაცვასაც მამის მიბაძვით სწავლობენ. უყვართ ის სუნამო, რასაც მამა ისხამს და ტანსაცმლის ის სტილი, რასაც მამა ატარებს.
ასეთი მრავალი საკითხის ჩამოთვლა შეიძლება და მაინც, ყველაზე მთავარი რასაც მამა შვილს აძლევს სიყვარული და მუდმივად გვერდში დგომის განცდაა - სიმართლეს რომ იტყვის და დაუფასებ, რომ შეეშლება და წამოაყენებ, ოცნებას რომ გაგიმხელს და მის განხორციელებაში დაეხმარები...

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება