სიახლეები
საინტერესო

BTS - მუსიკალურმა ბენდმა ქართველ თინეიჯერებს კორეულის სწავლა დააწყებინა
28-08-2018
-
+


BTS - მუსიკალურმა ბენდმა ქართველ თინეიჯერებს კორეულის სწავლა დააწყებინა - პირველი სამხრეთ კორეული ბენდია, რომელმაც მსოფლიოში არანახულ პოპულარობას მიაღწია.

7 ბიჭისგან შემდგარი ჯგუფი სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა და სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მსოფლიოს მასშტაბით წარმოუდგენელი პოპულარობა მოუტანათ.

კორეელმა ბიჭებმა მუსიკალური დაჯილდოებაზე ისეთ სერიოზულ მუსიკოსებს მოუგეს, როგორებიც არიან ჯასტინ ბიბერი, არიანა გრანდე და დემი ლოვატო.

სამხრეთ კორეული ბენდი პირველი კეიპოპ ( მუსიკალური ჟანრი, წარმოშობილი სამხრეთ კორეაში, რომელშიც შედის ელექტროპოპის, ჰიპ-ჰოპის, საცეკვაო მუსიკის და ბლუზის ელემენტები)  ჯგუფია, რომლის  ალბომმაც Billboard 200-ის ლიდერობა მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს Billboard 200-ში არაინგლისურენოვანი ალბომი 12 წლის წინ მოხვდა, მაშინ ჩარტის ლიდერი Il Divo-ს ნამუშევარი Aნცორა გახდა.


BTS დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამხრეთ კორეულ ბენდად ითვლება, რომელმაც კეიპოპი მილიარდობით ადამიანს გააცნო და შეაყვარა.

საინტერესო შემოქმედების გარდა, ბიჭები აქტიურები არიან სოციალურ ქსელში, რაც მათ ფანებს ჯგუფის წევრებისადმი ხელმისაწვდომობას უადვილებს.

სამხრეთკორეულმა ბოიბენდმა BTS ცოტა ხნის წინ ახალი სიმღერა  Idol და მასზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა. კლიპმა იუთუბზე ატვირთიდან 24 საათში 56 მილიონი ნახვა დააგროვა. ბიჭებმა ამ მაჩვენებლით ამერიკელი სუპერვარსკვლავის, ტეილორ სვიფტის რეკორდი გააუმჯობესეს.


BTS - პოპულარულია საქართველოშიც, თუმცა მის თაყვანისმცემლებში ძირითადად ქართველი თინეიჯერი გოგონები არიან. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საყვარელი ბოიბენდის გამო ბევრმა მათგანმა კორეულის შესწავლაც გადაწყვიტა.

ანი 15 წლის არის და უკვე წელიწადზე მეტია და რაც BTS-ის უსმენს, ჯგუფის ყველა წევრი უყვარს, თუმცა კიმ თეჰიონს გამოარჩევს.

ანი: BTS-ის შესახებ პირველად მეგობრისგან გავიგე, სოციალურ ქსელში ვიდეო გამომიგზავნა, რომელსაც ფონად ჯგუფის სიმღერა Not Today ჰქონდა. სწორედ მაშინ გადავწყვიტე, რომ უფრო მეტი გამეგო ამ ჯგუფზე.

ჩემი აზრით, BTS-ის ბიჭები მხოლოდ გარეგნობის გამო არ გამხდარან პოპულარულები, არამედ ძალიან კარგ და აზრიან სიმღერებს წერენ. ასევე, მათი ქორეოგრაფიაც შესანიშნავია.

მიზეზი იმისა, რომ თუ რატომ არ მოსწონთ ქართველ ბიჭებს ალბათ მხოლოდ ერთია - K Pop-ის მომღერლები თმას იღებავენ, ყურს იხვრეტენ და სასცენო მაკიაჟს იკეთებენ. ქართველი ბიჭები მათ ქალებად მიიჩნევენ, რაც არასწორია. ჯგუფის წევრების სასცენო იმიჯს მათზე მომუშავე საპროდიუსერო კომპანია ქმნის.

BTS -ის ბიჭები ძირითადად კორეულად  მღერიან და სიმღერებში ცოტა ინგლისურს ურევენ. მათ ასევე, არაერთი სიმღერა აქვთ ნამღერი იაპონურად...“ - ამბობს ანი...

ანის სჯერა, რომ ჯგუფის ტურნეში თუ საქართველო მოხვდება, აუცილებლად ეყოლება აქ მსმენელი, რადგან კორეულმა შვიდეულმა უკვე დაიპყრო ქართველი თინეიჯერების გულები.




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება