მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
1. რას ნიშნავს იყო ‘’ეტალონის’’ გამარჯვებული?
- ბედნიერებაა ჩემთვის, ვიყო ,,ეტალონის“ გამარჯვებული, დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. და რაც ყველაზე მთავარია, სტიმულია ჩემთვის მომავალი წარმატებებისა.
2. რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში ‘’ეტალონის’’ შემდეგ?
- ''ეტალონმა'' საშუალება მომცა, შესაძლებლობები წარმომეჩინა. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა გამარჯვებულის ტიტული გაქვს, როცა უამრავი ადამიანი გილოცავს. თავდაჯერებული არ გავმხდარვარ. ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ.
3. როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?
- დილით ვიღვიძებ და ვემზადები ჩვეულებრივად სკოლისთვის. ვესწრები გაკვეთილებს, ვარ ყურადღებით. სახლში დაბრუნებული ვამზადებ შემდეგი დღის მასალას და ცოტას ვეხმარები ოჯახის წევრებს.
4. რა დამატებითი ღონისძებებით ხართ დღის განმავლობაში დაკავებული?
- ძირითადად კლასგარეშე ლიტერატურას ვკითხულობ და განტვირთვისთვის სათამაშოდ მეგობრებთანაც დავდივარ.
Etaloni.ge სიქთარვის სკოლის დირექტორს ია კვატაიას გაესაუბრა. მისი თქმით, გაგა აბულაძე გონიერი და მონდომებული ბავშვია:
"გაგა აბულაძე წარმატებული მოსწავლეა. მით მეტად გვესახელება, რამდენადაც მერვეკლასელია და მასზე გაცილებით დიდებთან უხდებოდა პაექრობა. გაგა გონიერი და მონდომებული ბავშვია, დაკვირვებული და მიზანდასახული. ადვილად უღებს ალღოს ყველა სიტუაციას, რომელშიც აღმოჩნდება და არ გამკვირვებია, როცა იგი ამ ტიტულის მფლობელი გახდა. გაგას დედა საქართველოში არ იმყოფება...მით მეტადაა დასაფასებელი გაგას თავდადება. ძალიან ვწუხვარ, რომ გამარჯვების წუთებში მის გვერდით არ ვიმყოფებოდი. მე და ჩემი ამერიკელი მოხალისე ტრენინგებიდან ვბრუნდებოდით ქობულეთიდან. გზაში შემატყობინეს. მიჭირს იმ ემოციის გადმოცემა, რაც განვიცადე."
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ბაღის მენეჯერები ვერ ართმევდნენ თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს“...
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად სოკრატეს ავირჩევდი“ - გაეცანით, სამების საჯარო სკოლის დირექტორის მზექალა მინაძის შეხედულებებს
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები შეასრულეს ცეკვები, სიმღერები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადეს დედებს და მასწავლებლებს ამაგისთვის