სიახლეები
საინტერესო

„მე ბავშვობა დავკარგე...“ – 18 წლის რომეო მალაზონიას ისტორია, რომელიც 15 წლიდან მიმტანად მუშაობს
29-08-2018
-
+


 

18 წლის რომეო მალაზონია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსით დღის გმირი გახდა. ბიჭის ისტორიამ უამრავი ადამიანის გული მოიგო და მოწონება დაიმსახურა. ხალხი იმედოვნებს, რომ თანატოლები მიბაძავენ რომეოს, რადგან ფიზიკური შრომა სულაც არ არის სირცხვილი.

"15 წლის ასაკიდან რესტორნებში მიმტანად  ვმუშაობ. არ მაქვს ბოლო გამოშვების ტელეფონი, არ მყავს ბოლო გამოშვების მანქანა, არ ვცხოვრობ სასახლეში, არ მაცვია ბრენდები. 15 წლის ასაკიდან ვიცი, რას ნიშნავს საკუთარი ოფლით ნაშოვნი ფული, 15 წლის ასაკიდან ვიცი, რომ მშობლებზე დამოკიდებული არ ვარ. 15 წლის ასაკიდან ვისწავლე, რა არის ცხოვრება. დღესაც 18 წლის ბავშვი ვარ, რომელიც ჯერ კიდევ ემსახურება ამ საქმიანობას. ჰო, ჩემთვის არ არის საზაფხულო დასვენება, ჰო, ჩემთვის არ არის

ზღვა, მთა და გართობა, მაგრამ მე ვაგროვებ იმ საგზალს რომელიც ზამთარში მარჩენს.

ჰო, არ ვარ გარეგნულად კალმით ნახატი, არ ვარ "გაჩითული", არ ვცხოვრობ თბილისში, არ მაქვს ფოტოებზე 1კ ლაიქი.

არ მაქ ფერად ფერებში ცხოვრება. ერთადერთი ძმა აღარ მყავს გვერდით. მან თავი უფალს მიუძღვნა, რამაც დიდი ტკივილი დატოვა ჩემში. ჰო, სულაც აღარ ვარ პოზიტივით აღსავსე, რა მაქვს საამისო მიზეზი?

არასდროს იწუწუნოთ, თუ iphone x  ვერ დაიკავეთ - ეს დასასრული არ არის.  იშრომეთ, ახალგაზრდებო, ოფლი შრომისთვის გამოყავით და არა ბირჟაზე, სიცხეში, უსაქმურად დგომისთვის. ნუ დაელოდებით 15 სექტემბერს, როდის გიყიდიან ჩანთას მშობლები სკოლისთვის. იშრომეთ თქვენით, ყველას არ ჰყავს მამა, რომლის ბარათზე თვეში 100 000-ები ირიცხება.

მე ბავშვობა დავკარგე. შეუნარჩუნეთ, მშობლებო, ბავშვებს ბავშვობა.

თუ ამ ყველაფრის გამო თქვენს თვალში მოსაწონი ადამიანი არ ვარ, გზა თავისუფალია" - ნათქვამია პოსტში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება