სიახლეები
სიახლეები

„სტუდენტების ინტერესი სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს“ - პრემიერი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტზე
29-08-2018
-
+


პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე შავი ზღვის უნივერსიტეტთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა. როგორც მან აღნიშნა, განათლების სამინისტრო შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკითხზე აქტიურად მუშაობს. მისივე თქმით, ამ პროცესში სტუდენტების ინტერესები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული:

„განათლების მინისტრი და ზოგადად განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე. მე მესმის, რომ არსებობს პროცედურები და არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. ჩემთვის, ისევე როგორც მთელი მთავრობისთვის, მთავარია ახალგაზრდებისა და სტუდენტების ინტერესი, რომელიც სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც ცნობილია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით შეეზღუდა, რასაც სტუდენტები აპროტესტებენ. რამდენიმე დღეა ისინი აქციას მართავენ. დღეს სტუდენტებმა მთავრობის კანცელარიასთან პერფორმანსი გამართეს. ისინი პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ, რათა საქმის დეტალები პირადად გააცნონ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სსუ-ს რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და  „ეტალონისა" დამფუძნებელ გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე ერთობლივ გეგმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

რა ინიციატივით გამოვიდა ალექსანდრე წულაძე და რა ცვლილების შეტანა სურს მას სასწავლო პროგრამაში 

სამინისტრო სკოლებში გამოცდებს აბრუნებს - როგორ იმოქმედებს ქულები მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე

პიროვნება
სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს კოლეგიალურობას და გუნდურ მუშაობას
სკოლები

მოსწავლეებმა სტუმარს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

მოსწავლეებმა მრავალმხრივი, შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს

მოსწავლეებმა მუზეუმში ლადო ასათიანის ლექსები წაიკითხეს

საინტერესო
„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

სიახლეები
საზოგადოება