სიქთარვის სკოლაში 130 მოსწავლეს 24 მასწავლებელი ემსახურება, რომელთაგან 10 უფროსია. სწავლა სამივე საფეხურზე მიმდინარეობს.
Etaloni.ge სიქთარვის სკოლის დირექტორს ია კვატაიას გაესაუბრა.
როგორც სკოლის დირექტორი აღნიშნავს, სკოლა წარმატებული მოსწავლეების ნაკლებობას არ უჩივის:
"ამაყი ვარ იმით, რომ წარმატებული მოსწავლეების ნაკლებობას არ ვუჩივით. წელს ათი კურსდამთავრებულიდან ოთხი მედალოსანი იყო (სამი ოქროს და ერთი ვერცხლის).
ოთხივემ გვასახელა - სხვადასხვა უნივერსიტეტებში 100%-იანი, 70%-იანი, 50%-იანი გრანტი და უფასო ფაკულტეტზე სწავლის უფლება მოიპოვეს.
სკოლა სხვადასხვა პროექტშია ჩართული: სამოქალაქო განათლების პროგრამაში ,,მომავლის თაობა“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტში ,,პრაქტიკული სამართალი“, დაწყებითი განათლების პროექტში G-pried...გვყავს ,,მშვიდობის კორპუსის“ მოხალისე ამერიკელი მასწავლებელი კალისიაუინქი.
ინგლისურის მასწავლებელი სოფიკო ვაშაკიძე e-Twinning- ის პროექტშია ჩართული და რესპუბლიკის ორი მასწავლებლიდან იგი წელს ამ პროექტით ერთ-ერთი იყო, ვინც პოლონეთში იმყოფებოდა კონფერენციაზე.
წელს სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის მეორე ტურზე ჩვენი სკოლიდან 7 მოსწავლე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით სკოლა სრულად სარეაბილიტაციოა, რაც ჩვენს ძალიან დიდი სატკივარს წარმოადგენს, ვახერხებთ სკოლის ცხოვრება აქტიური გავხადოთ, სკოლაში ყოველწლიურად მიმდინარეობს ინტელექტუალური თამაშები ,,რა სად, როდის“.
სასწავლო წლის ბოლოს წლის საუკეთესო მოაზროვნეს გამოვავლენთ - ხოლმე და სიმბოლური პრიზით - ბუს სტატუეტკით ვაჯილდოებთ. სექტემბრის დასაწყისში ამერიკელი მოხალისის ინიციატივით ინგლისურენოვანი ბანაკი გაიმართა. ამ ბოლოს კიდევ გაგას წარმატებამ უფრო მოტივირებულები გაგვხადა და ვცდილობთ, წარმატების ტემპი არ შევანელოთ.
თითქმის ათი წელია, რაც სიქთარვის საჯარო სკოლას ვხელმძღვანელობ.
ჩემი ყოფილი მოსწავლეებიდან გასულ წლეში სამმა მოსწავლემ ითამაშა ‘’ეტალონში’’.
რამდენიმე წლის წინ ბატონ გოჩა ტყეშელაშვილისგან თერჯოლაში ყოფნის დროს მეც მხვდა წილად ,,დარბაზიდან წამოსროლილი პასუხის“ გამო საჩუქრად ეტალონის წიგნი მიმეღო.
მიხარია, რომ სკოლებს შესაძლებლობა გვაქვს ვითანამშრომლოთ თქვენთან და ყველა მსურველ მოსწავლეს აქვს საშუალება, ამ თამაშებში აქტიურად ჩაერთონ."