მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სველი ხელსახოცების ხშირ გამოყენებას შეუძლია სხვადასხვა სახის ალერგიების განვითარების რისკი გაზარდოს, განსაკუთრებით ბავშვებში. ასეთ დასკვნამდე ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ.
ამ ჰიგიენური საშუალებების გამოყენება კანის ბუნებრივ ბარიერის ანგრევს და ორგანიზმს ქიმიური ნივთიერებების მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის. ეს იმ ფაქტით აიხსნება, რომ სველი სალფეტკის გამოყენების შემდეგ ხელებს ჩვეული ხერხით ადამიანების მცირე ნაწილი იბანს.
კვლევის დროს მიღებული მონაცემები გარკვეულწილად ხსნის, თუ რატომ გაიზარდა ალერგიის გავრცელება ბოლო 20 წლის განმავლობაში 20%-ით.
ამიტომ ბავშვები, რომელთაც ყველაფრის ხელის მოკიდება და გასინჯვა უყვართ სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების მიმართ უფრო დაუცველები არიან. ამასთან, განსაკუთრებულ რისკის ჯგუფში არიან ბავშვები, რომელებიც ალერგიის მიმართ გენეტიკურად არიან მიდრეკილნი.
მეცნიერებმა კვლევის დროს თაგვებზე ნატრიუმის ლაურილსულფატი გამოიყენეს, რომელიც საპნისა და სველი სალფეტკების შემადგენლობაში შედის. შემდეგ მათ მღრღნელი სხვადასხვა ალერგენების ზემოქმედების ქვეშ მოაქციეს. კანის დამუშავებულ ადგილებში ცხოველს გამონაყარი გაუჩნდა, ხოლო ალერგენის მაღალი დოზის დროს რეაქცია უფრო სერიოზული იყო.
კვლევის ავტორი პროფესორი ჯოან კუკ-მულსი (აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი) მშობლებს მოუწოდებს სველი ხელსახოცების, რომლებიც კანზე საპონს ტოვებენ, გამოყენება შეზღუდონ, და უპირატესობა ონკანის ქვეშ ხელის დაბანას მიანიჭონ.
მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.