სიახლეები
სიახლეები

რა არის პროფესიული სტანდარტი განათლებაში
26-12-2016
-
+


რა არის პროფესიული სტანდარტი განათლებაში?

პროფესიულ სტანდარტში თავმოყრილია ის აუცილებელი ცოდნა და უნარები, რომელიც მოეთხოვება იმ ადამიანს, რომელიც სკოლაში ან განათლების სისტემაში მუშაობს. პროფესიული სტანდარტი განათლებაში სხვადასხვა სახისაა. ეს შეიძლება იყოს მაგალითად მასწავლებლის, პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლის ან სკოლის ხელმძღვანელის სტანდარტი. სტანდარტი ნორმატიული დოკუმენტია, რომელიც ასევე ეხმარება მასწავლებელს ან დირექტორს, ორიენტაცია აიღოს, რა თეორიული ცოდნის შეძენა და პრაქტიკული უნარების განვითარება ესაჭიროება მას იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს სტანდარტის მოთხოვნები.

რისთვის გამოიყენება პროფესიული სტანდარტები განათლებაში?

პროფესიული სტანდარტებს განათლებაში სხვადასხვა ფუნქცია ეკისრება. სტანდარტები გამოიყენება, როგორც თვითშეფასების ერთ-ერთი მექანიზმი. მასწავლებელს ან სკოლის ხელმძღვანელს საშუალება ეძლევა, რომ სტანდარტის საფუძველზე შეაფასოს საკუთარი ცოდნა და უნარები. მასწავლებელი ან დირექტორი თავად განსჯის, აკმაყოფილებს თუ არა მისი პროფესიონალიზმი პროფესიულ სტანდარტებს.

სტანდარტები გამოიყენება ასევე მასწავლებლის ან სკოლის დირექტორის საქმიანობის შესაფასებლად. ეს შეიძლება იყოს შეფასება სკოლის ადმინისტრაციის, მოსწავლეების, მშობლების ან სახელმწიფოს მხრიდან (სერტიფიცირება); შეფასება სასწავლო პროცესზე დაკვირვებით (კოლეგების, სასწავლო ნაწილის, დირექტორის ან ფსიქოლოგის დაკვირვების შედეგები) და შეფასება მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მიხედვით.

სტანდარტის ერთერთი მთავარი დანიშნულება არის ის, რომ პროფესიული სტანდარტებისსაფუძველზე უმაღლესი სასწავლებლები ამზადაებენ მომავალ მასწავლებლებს ან სკოლის ხელმძღვანელებს. პროფესიული სტანდარტები გამოიყენება ასევე სკოლისა და/ან უმაღლესი სასწავლებლების თვითშეფასებისას ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესში.

სტანდარტი არის დინამიური დოკუმენტი, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება. ცვლილებები სტანდარტში სხვა ფაქტორებთან ერთად უკავშირდება ცვლილებებს საერთაშორისო და ეროვნულ საგანმანათლებლო სისტემაში. სტანდარტის საფუძველზე საქართველოს სკოლა და მასწავლებელი ამზადებს თანამედროვე, კონკურენტუნარიან მოქალაქეს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება