სიახლეები
საინტერესო , რჩევები

რას ნიშნავს „ათოსანის სინდრომი“ და რა სირთულეებს უქმნის მოსწავლეებსა და მშობლებს
30-08-2018
-
+


წარმოუდგენელია შვილის წარმატება არ გაგიხარდეს, მითუმეტეს, როდესაც გამარჯვება საკუთარი შრომის ფასად ხვდა წილად. მაგრამ არსებობს მშობლების კატეგორია, რომლებიც შვილებისგან ჩავარდნების გარეშე, მუდმივ წინსვლას მოითხოვენ. ასეთ დამოკიდებულებას კი ბავშვი „ათოსანის სინდრომამდე“ მიჰყავს.

ეს არის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ ყალიბდება - დაბადებიდან, მშობელთა დამოკიდებულებების მიხედვით იწყება და სკოლის ასაკში ვითარდება.

ბავშვს „ათოსანის სინდრომი“ სტანჯავს, თუ:

  • მას არ იტაცებს შემეცნების პროცესი და მთავარი მხოლოდ შედეგია.
  • გართობასა და მეგობრებს გაურბის სწავლის გამო.
  • ყოველი შეცდომა და წარუმატებლობა მასში სტრესსა და განცდებს იწვევს, უყალიბებს კვლავ წარუმატებლობის შიშს.
  • არ შეუძლია შენიშვნისა და კრიტიკის მიღება.
  • ვერ იზიარებს სხვის სიხარულს, პირიქით, ახარებს ადამიანების წარუმატებლობა.
ერთი შეხედვით ამ თვისებებში ცუდი არაფერია, პირიქით, სასკოლო ასაკში სიმაღლეების დაპყრობის საშუალებადაც შეიძლება იქცეს, თუმცა ზრდასრულ ცხოვრებაში ისეთი სერიოზული პრობლემების წარმოშობა შეუძლია, როგორიც ცვალებადი ხასიათი, დეპრესია, დაძაბული ურთიერთობები და გაცრუებული იმედებია.

Etaloni.ge გთავაზობთ ფსიქოლოგებისგან შემუშავებულ რჩევებს „ათოსანის სინდრომის“ დასაძლევად:

  • ნუ შეადარებთ მას სხვა ბავშვებს. აუხსენით, რომ ყველა ინდივიდუალური და განსაკუთრებული ნიჭითაა დაჯიდლოვებული.
  • ნუ დასჯით დაბალი ნიშნის გამო. უთხარით, რომ ყოველთვის სრულყოფილად მომზადებული ვერ იქნება და რთული საკითხების დაძლევაში დაეხმარეთ.
  • აუხსენით, რომ უშეცდომო არავინაა. საკუთარ მაგალითზე ასწავლეთ დასკვნების გამოტანა.
  • ზედმეტად ნუ შეაქებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველასთან პირველობას მოინდომებს და იმედი გაუცრუვდება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება