მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„აჩუ, აჩუ ცხენო, საით გაგაჭენო...
ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია,
პური ვთხოვე, არ მაჭამა,
ჩემი ცოდვა ჰკიდია“
ალბათ ყველამ ზეპირად იცის ეს ხალხური ლექსი, რომელსაც ბავშვობაშ გვასწავლიდნენ და დღემდე ჩვენს მეხსიერებას შემორჩა.
როგორც აღმოჩნდა, ლექსი ადამიანების დიდმა ნაწილმა შეცდომით ვიცოდით და ამ თემაზე საინტერესო სტატუსს , პროფესორი თამარ ბუკია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
„ამ ლექსის მცოდნეთა 80 % ამბობს;
"ალაზანი დიდია, შიგ ბებერი ჰკიდია,
პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდია"
ნუთუ არავინ დაფიქრებულხართ, ან ალაზანში რატომ უნდა ეკიდოს ის ბებერი და ან ალაზანში ჩაკიდებულმა - პური როგორ უნდა მისცეს მგზავრს? ის პური ხომ ალაზნის წყლით იქნება დამბალ-დაშლილი?
სინამდვილეში, ლექსში ის ბებერი ა რ ა ზ ა ნ შ ი ა ჩაკიდული.
არაზანი - დიდი თონეა, რომელშიც ბევრი პური ცხვება ერთდროულად.
აი, როგორ თავის ადგილას დადგა ყველაფერი: ბებერი დიდ თონეში ბევრ პურს აცხობს (ცოტა პურის გამოსაცხობად არ ჩაანთებდნენ არაზანს!), მაგრამ ისეთი ძუნწია, რომ ჩამოვლილ მშიერ მგზავრს პური არ მოუტეხა. ამიტომაც ამბობს ის მგზავრი, - "პური ვთხოვე, არ მაჭამა, ჩემი ცოდვა ჰკიდია"-ო.
იმედია, ამის მერე მაინც იტყვით ამ ლექსს სწორად და ბავშვებსაც ასევე ასწავლით.
წარმატებას გისურვებთ!“ - წერს ქალბატონი თამარი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.