სიახლეები
რჩევები

როგორ მოვამზადოთ ბავშვი ფრენისთვის - მოგზაურობა რომ სტრესად არ იქცეს
30-08-2018
-
+


თვითმფრინავით პირველი ფრენა მოუმზადებელი ბავშვისთვის შესაძლოა ნამდვილ სტრესად იქცეს და დასვენების შესახებ შთაბეჭდილება დიდი ხნით გაუფუჭოს.

ამიტომ მშობლებმა ბავშვი ფრენისთვის წინასწარ უნდა შეამზადონ და გაითვალისწინონ ყველა ის შესაძლო მომენტი, რომელიც შესაძლოა ფრენისას გაჩნდეს. კარგია თუ აუცილებელი ნივთების სიას შეადგენთ, რაც დაგეხმარებათ მნიშვნელოვანი არაფერი დაგავიწყდეთ.

ესაუბრეთ მოსალოდნელი ფრენის შესახებ

თვითმფრინავით ფრენაზე საუბარი როგორც ბავშვს ისე მშობელს დაეხმარება. მშობლები თვითმფრინავით მოგზაურობაზე საუბრისას ყველა შესაძლო სიტუაციას წარმოიდგენენ და მათ მოგვარებაზე წინასწარ იფიქრებენ. 

განუმარტეთ ბავშვს რა არის ავიალაინერი, როგორ სხდებიან მასში ადამიანები, რისი გაკეთება შეიძლება თვითმფრინავში და რისი არა. კარგია, თუ წინასწარ ეცოდინება ბორტზე ქცევის წესები. 

შესთავაზეთ ბავშვს მგზავრის, პილოტის, ბორტგამცილებლის როლის შესრულება.

მოგზაურობამ მასში ინტერესი უნდა აღძრას და არა შიში. აუცილებლად ივარჯიშეთ უსაფრთხოების ღვედის შეკვრაში (ნებისმიერი ღვედის მაგალითზე), ბავშვს აუხსენით, რომ ღვედის შეკვრა ფრენის აუცილებელი ნაწილია, მაგრამ შესაძლო საფრთხეებით არ შეაშინოთ, ამან შესაძლოა პანიკის პროვოცირება გამოიწვიოს. 

ნათელ ფერებში აღუწერეთ ის ადგილი, სადაც მიფრინავთ, აღუძარით იქ მოხვედრის სურვილი. ეს ყველაფერი მას გადაფრენის დროს გაულამაზებს.

რა ღირს ბავშვთან ერთად ფრენა

როგორც ნებისმიერ ტრანსპორტში, თვითმფრინავშიც ბილეთები ბავშვებისთვის უფრო იაფია, ვიდრე დიდებისთვის და ავრიაკომპანიები ბევშვებისთვის სპეციალურ ტარიფებს იყენებენ:

1. ტარიფი infant (ახალშობილი) – 0 -დან 2-წლამდე ბავშვებისთვის. ბავშვები მგზავრობენ ადგილის გარეშე, ზრდასრულის კალთაში, სრული ტარიფის მხოლოდ 10%-ის გადახდის სანაცვლოდ. ბარგი 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის შესაძლო გათვალისწინებული არ იყოს, ეს ავიაკომპანიაზეა დამოკიდებული. საბავშვო ეტლი კი ავიაკომპანიას თითქმის ყოველთვის უფასოდ გადააქვს.

2. ტარიფი Child (ბავშვი) – 2-დან - 11-წლამდე ბავშვებისთვის. როგორც კი ბავშვი 2 წლის გახდება, ის აღნიშნული ტარიფით მგზავრობს, რომელიც ზრდასრულის მგზავრობის ღირებულების 50-75%-ს შეადგენს. იგი ითვალისიწინებს პატარა მგზავრისთვის ცალკე ადგილს და ბარგის რეგისტრაციას ზრდასრულის სტანდარტების მიხედვით. ტარიფი Child ასევე ვრცელდება 2 წელზე პატარა ბავშვებისთვის, თუ მშობლები მათთვის ცალკე ადგილს ყიდულობენ.

3. 12 წელზე უფროსი ბავშვები - სრული ღირებულებით დაფრინავენ, მაგრამ შესაძლოა ავიაკომპანიის სპეციალური ახალგაზრდული ტარიფებით ისარგებლონ, თუ ასეთები არსებობს.


აუცილებელი ნივთები სალონში

ბავშვთან ერთად ფრენის დროს ყურადღებით შეარჩიეთ სალონში ასატანი ნივთები. აუცილებლად წაიღეთ ბავშვის საყვარელი სათამაშო, წიგნი და სხვა ნივთები. ისინი მას გარკვეული დროით გაართობენ. ბავშვს რომელიც ჯერ ისევ ბოთლიდან ჭამს უკეთესია მშრალი ნარევი წავიღოთ, წყალი კი თვითმფრინავში ბორტგამცილებელს ვთხოვოთ.

არ დაგავიწყდეთ მატყუარა, რომელიც ჩვილ ბავშვს არა მხოლოდ დაამშვიდებს არამედ ყურების დაგუბებას შეუმცირებს. ხოლო თუ ბავშვი მატყარას ჯერ არ იყენებს, ფრენისას სპეციალური კანფეტები, აბები და საღეჭი რეზინი გამოყენეთ.

ხშირი კითხვები

თუ ბავშვმა ფრენის დროს არ დაიძინა, მაშინ მალე ჯდომა მობეზრდება და დაიწყებს შემდეგი კითხვების დასმას - მალე მივალთ? ბევრი დარჩა? და ა.შ. ბავშვის ისტერიკის პოროვოცირება რომ არ გამოვიწვიოთ, ბავშვის ყურადღება სხვადახვა საინტერესო თემებზე გადაუტანეთ, ისევ და ისევ ესაუბრეთ იმ ადგილზე სადაც მიფრინავთ. არ ღირს იმის თქმა, რომ მალე ჩახვალთ, რადგან მის მიერ ცნების - „მალე“ გაგება თქვენსას ნამდვილად არ ემთხვევა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება