TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები

''მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები'' - ტრენინგები მასწავლებლებისთვის
26-12-2016
-
+


მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი მასწავლებლებისთვის ტრენინგებს აჭარაში მართავს.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს, აჭარის რეგიონში  სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისა და სკოლის მართვის ხარისხის დახვეწის მიზნით მასწავლებლებისთვის ტრენინგებს მართავს.  

ორდღიან ტრენინგს, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებში ამჟამად ბათუმის, ქობულეთის, ქედას და ხელვაჩაურის მე-7-12 კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის 500-ზე მეტი პედაგოგი გადის.
   
მასწავლებელთა გადამზადება ზოგადპროფესიული უნარების კურსის პირველ მოდულში „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს მახასიათებლები“ მიმდინარეობს.  

აღნიშნული ტრენინგ-მოდული 12 საკონტაქტო საათისგან შედგება და  დატვირთულია პრაქტიკული სამუშაოებით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი კურსი ზოგადპროფესიული უნარების სამი მოდულისა და საგნობრივი მეთოდიკის მოდულისგან შედგება.

კურსი თითოეული ნაკადისთვის 9 თვეზეა გაწერილი და მოიცავს ტრენინგზე შეძენილი ცოდნისა და უნარების სასკოლო გარემოში დანერვის ხელშეწყობას.
  
კურსს სერტიფიცირებული ტრენერები უძღვებიან, რომლებიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერთა სკოლაში გადამზადდნენ.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ ხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება