სიახლეები
საინტერესო

ცნობილი და გავლენიანი ადამიანების პირველი პროფესიები
31-08-2018
-
+


მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსებს წარმატებისთვის უმალვე არ მიუღწევიათ, მსოფლიო ცნობადობამდე ისინი სრულიად ჩვეულებრივ და არაპრესტიჟულ პროფესიებს დაეუფლნენ. გთავაზობთ ცნობილი და გავლენიანი ადამიანების პირველ საქმიანობებს. 

რომის პაპი ფრანცისკე ახალგაზრდობაში ღამის კლუბის დაცვაში მუშაობდა

კათოლიკური ეკლესიის ლიდერი მშობლიურ ბუენოს-აირესში, ღამის კლუბის დაცვაში მუშაობდა. პაპმა 2010 წელს ბიოგრაფთან აღიარა, რომ მანამდე, სანამ რელიგიურ მოწოდებას იპოვიდა, მეგობარ გოგონასთან ერთად კლუბში საცეკვაოდ ხშირად დადიოდა. 

ანგელა მერკელი - მებუფეტე


ლაიფციგის უნივერსიტეტში კვანტური ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლისას, მეცნიერი, რომელიც კანცლერი გახდა, მებუფეტედ მუშაობდა. „ყოველი გაყიდულ ჭიქაზე დამატებით 30 პფენინგს ვიღებდი“, - მოყვა მერკელი ბიოგრაფთან. „კვირაში 20-30 მარკამდე მემატებოდა, რაც თითქმის ფარავდა ნაქირავები ბინის გადასახადს“, - აღნიშნა ევროპის ყველაზე გავლენიანი ლიდერმა.

ბარაკ ობამა


აშშ-ს ისტორიაში პირველმა შავკანიანმა პრეზიდენტმა საკუთარი პირველი ჯიბის ფული ჰონოლულუში კაფე BaskinRobbins-ში გამოიმუშავა. BaskinRobbins-ში აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ნაყინის შეფუთვით იყო დაკავებული და ამავე კაფეში ოფიციანტის მოვალეობასაც ასრულებდა.

„ეს დიდებული სამუშაო იყო, მართალია ხანდახან დიოეტაზე მყოფი ადამიანები ძალიან გაღიზიანებულნი იყვნენ“,- ყვება ობამა.

იოჰანა სიგურდარდოტირი - ბორტგამცილებელი


ისლანდიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ავიაკომპანია Icelandair –ში დიდი ხნის მანძილზე ბორტგამცილებელად მუშაობდა, შემდეგ კი იმავე ავაიკომპანიაში საოფისე სამუშაოს ასრულებდა. 

სილვიო ბერლუსკონი - მომღერალი საკრუიზო ლაინერზე


იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი აღნიშნავს, რომ პირველმა სამსახურმა ასწავლა ყველაფერი ის, რაც მასებთან მუშაობის შესახებ იცის. მომავალი პოლიტიკოსი საკრუიზო ლაინერზე მომღერლად მუშაობდა.

მაიკლ ჰიგინსი - სომელიე

ირლანდიის პრეზიდენტი ღარიბ ოჯახში დაიბადა. ოჯახის სურვილის საწინააღმდეგოდ, სწავლისთვის ფულის შესაგროვებლად ინგლისში, სასექსში გადავიდა,  სადაც სომელიედ მუშაობდა. მისი მეგობარი ჟურნალისტი, რომელიც მომავალ პრეზიდენტს იმ დროს იცნობდა, ახალგაზრა ჰიგინსს ახასიათებს  როგორც ძალიან სასიამოვნო, ჭვიან და მგრძნობიარე ადამიანს.

სტივენ ჰარპერი - დამხმარე საფოსტო განყოფილებაში


1978 წელს ტორონტოს უნივერსიტეტიდან გათავისუფლების შემდეგ, კანადის მთავრობის ყოფილმა ხელმძღვანელმა მუშაობა Imperial Oil-ში დაიწყო. მოგვიანებით მისმა უფროსმა ჰარპერი გაიხსენა, როგორც გამორჩეული, შრომისმოყვარე ახალგაზრდა, რომელსაც შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდა. „სტივენ ჰარპერი ჩემი ოფისის ბიჭი იყო, იგი ყველაფერს ძალიან კარგად აკეთებდა, ამოწმებდა ფულს და ფოსტას და სხვადასხვა ნივთებს დაატარებდა“. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება