მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მივეჩვიეთ, რომ სასწავლო წელი ტრადიციულად სექტემბერში იწყება და სხვაგვარად ვერც წარმოგვიდგენია. წლების წინ მოსწავლეები მერხებს პირველ სექტემბერს უბრუნდებოდნენ, დღეს თარიღი შეცვლილია და თანამედროვე მოსწავლეები სწავლას 15 სექტემბერს (წელს 16 სექტემბერს, უქმე დღის გამო) იწყებენ.
საინტერესოა როდის იწყება სასწავლო წელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ევროპა. ბევრ ევროპულ ქვეყანაში - ბალტიისპირეთში, ბელგიაში, უნგრეთში, მაკედონიაში, ირლანდიაში, პოლონეთსა და სლოვენიაში სწავლა პირველ სექტემბერს იწყება.
ჩრდილოეთის ქვეყნებში - ფინეთში, დანიასა და შვედეთში, სადაც ზამთარი ყველაზე ადრე დგება, მოსწავლეები სწავლას აგვისტოს მერე ნახევარში იწყებენ.
გერმანიაში კი სწავლის დაწყების თარიღი სკოლაზეა დამოკიდებული. ზოგი მოსწავლე მერხს აგვისტოს ბოლო კვირიდან უბრუნდება, ზოგს კი არდადეგები სექტემბრის შუა რიცხვებამდე უგრძელდება.
15 სექტემბერს იწყება სასწავლო წელი ბულგარეთსა და რუმინეთში, 3-ში საფრანგეთში, 11-ში კი - საბერძნეთში.
ინგლისში სწავლას რეგიონის მიხედვით - სექტემბრის პირველ ან მეორე კვირას იწყებენ, ხორვატიაში კი - სექტემბრის პირველ კვირას.
იტალიაში სწავლის დაწყების თარიღი „მცოცავია“ და სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა დროს იწყება. ამიტომ მოსწავლეებისთვის სკოლის კარი სექტემბრის პირველ, მეორე და ხანდახან მესამე კვირასაც კი იხსნება.
აშშ და კანადა - კანადურ და ამერიკულ სკოლებში ჩვეულებრივ სწავლის დაწყების პირველი დღე შემოდგომის პირველი ორშაბათია.
ლათინური და ცენტრალური ამერიკის ქვეყნები.
ამ ქვეყნებში ზამთარი დგება მაშინ, როდესაც ჩვენთან ზაფხული იწყება, გაზაფხული კი - როცა ჩვენს ქვეყანაში შემოდგომა დგას.
ამიტომ არგენტინის, ბრაზილიის და კოსტა-რიკის სკოლების კარი თებერვლის პირველ კვირას იხსნება. ჩილეში მოსწავლეები სწავლას 1 მარტს იწყებენ, ურუგვაიში კი - მარტის პირველ ორშაბათს.
ბარბადოსში სასწავლო წელი სექტემბრის მესამე კვირას იწყება, გვატემალაში - იანვრის მეორე ორშაბათს, ჰონდურასში კი - 1-ელ აგვისტოს.
მექსიკაში სასწავლო წლის დაწყების თარიღი „მცოცავია“, აგვისტოში იწყება და თითოუელ წელს სხვადასხვა რიცხვში.
აზია. ჩინეთში, ჰონგ-კონგში, ლაოსში, მონღოლეთში და მიანმარში ახალი სასწავლო წელის დასაწყისი სექტემბრის მეორე ოთხშაბათია.
სამხრეთ კორეაში, მოსწავლეები მერხებთან 3 მარტს ბრუნდებიან.
ინდოეთის სკოლების უმეტესობა კი მუშაობას მარტის შუა რიცხვებში ან აპრილის დასაწყისში იწყებს, მართალია ქვეყნის ზოგიერთ შტატებში კლიმატური პირობებიდან გამომდინარე სასწავლო წელი ივნისის შუა რიცხვებში იწყება.
იაპონელი მოსწავლეები მერხებს პირველ აპრილს უბრუნდებიან. სწორედ ამ დროს იწყება სიცოცხლის, სილამაზისა და ახალგაზრდობის სიმბოლოს საკურას ყვავილობა.
ტაილანდელი სკოლის მოსწავლეებსთვის სკოლის კარი პირველ მაისს, ტაილანური ახალი წლის აღნიშვნის შემდეგ იღება. ახალ წელს კი ტაილანდელები ჩვეულებრივ აპრილის შუა რიცხვებში აღნიშნავენ.
ფილიპინელი მოსწავლეები კი სასკოლო ცხოვრებას ივნისის პირველ რიცხვებში უბრუნდებიან.
სინგაპურში სწავლას მკაცრად უდგებიან. სასწავლო წელი აქ, არდადეგების გარეშე, 9 თვე გრძელდება. შემდეგ ექვსკვირიანი არდადეგები ეწყებათ. სასწავლო წლის დაწყების თარიღი სხვადასხვა სკოლაში სხვადასხვაა: ან იანვრის დასაწყისში ან ნოემბრის ბოლოს.
აფრიკა. აფრიკელი ბავშვების უმეტესობა სკოლაში სექტემბერში მიდის. ეთიოპიაში, ნიგერიაში, სომალისადა ალჟირში სკოლა სექტემბრის პირველ კვირას იწყება.
ასევე პირველ სექტემბერს იწყებენ სკოლაში სიარულს კენიის ზოგიერთ რეგიონში მცხოვრები ბავშვები, ამ ქვეყნის სხვა რეგიონებში კი სასწავლო წელი იანვარში, საახალწლო არდადეგების დამთავრებისთანავე იწყება.
იანვრის შუა რიცხვებში მიდიან სკოლაში ტანზანიელი და სამხრეთ აფრიკელი მოსწავლეები. სამხრეთ სუდანში კი სწავლა 20 მარტს იწყება.
ავსტრალიაში კი სასწავლო წელი ავსტრალიის დღის აღნიშვის შემდეგ იწყება, რომელსაც ქვეყანაში 26 იანვარს ზეიმობენ. ამასთან თუ 27 იანვარი შუა კვირაში ან კვირის ბოლოს მოუწია, სწავლის დაწყების დღე უახლოეს ორშაბათს გადაინაცვლებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გამართეს საინტერესო პრეზენტაცია