მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქვიტირის სკოლამ უმასპინძლა სტუმრებს ა.შ.შ-ს საელჩოდან ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორს ლიკა გუმბერიძეს და PH International-ის წარმომადგენელს ანა ადამიას, რომლებიც დაესწრნენ სკოლაში ინგლისურ ენაში ჩატარებულ გაკვეთილს.
2016 წელს სააპლიკაციო კონკურსისა და გასაუბრების შედეგად საქართველოს მასშტაბით, ორგანიზაცია PH International-მა შეარჩია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, 16 ინგლისური ენის მასწავლებელი, მათ შორის ქვიტირის სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი ხათუნა ახალაია.
ინგლისური ენის პედაგოგებს 2016 წლის აგვისტოში ჩაქვში ჩაუტარდათ 2 კვირიანი კურსი ICTE ,, ინტენსიური კურსი ინგლისური ენის მასწავლებელთათვის“.
აღნიშნულ ტრენინგს უძღვებოდნენ ამერიკელი ტრენერები ქართველ ასისტენტ ტრენერებთან ერთად. პროგრამის ფარგლებში აღნიშნული კურსის დასასრულს პედაგოგებმა Access-ის სკოლის 40 მოსწავლეს ჩაუტარეს გაკვეთილები, რომლებიც ითვალისწინებდა მიღებულის ცოდნისა და მეთოდების გამოყენებას კითხვისა და ლაპარაკის მიმართულებით.
კურსი ითვალისწინებს ბანაკის შემდგომ დავალებებს: ორ გაკვეთილსა და ერთ ვიდეოგაკვეთილს, რომლის ფარგლებშიც ინგლისური ენის პედაგოგმა ხათუნა ახალაიამ ჩაატარა 2 გაკვეთილი მე-7 და მე-4 კლასებში თემებზე: Friendshiop (ECRIF) და Citiesaroundtheworld (PDP)
გაკვეთილზე დაკვირვებას აწარმოებდა პროექტის ტრენერი თ. კუტივაძე, ქუთაისის N3 სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი; ინგლისური ენის პროგრამების კოორდინატორი ა.შ.შ -ს საელჩოდან ლიკა გუმბერიძე და PH International-ის წარმომადგენელი ანა ადამია.
ასევე გაკვეთილს ესწრებოდნენ აღნიშნული სკოლის დირექტორი ალექსანდრე ნიქაბაძე და სასწავლო ნაწილი რუსუდან ჩოგოვაძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სამინისტრო სკოლებში გამოცდებს აბრუნებს - როგორ იმოქმედებს ქულები მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე
„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია ღია კომუნიკაცია...“
6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა
ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე