სიახლეები
სიახლეები

გურჯაანის რაიონში საბავშვო ბაღი დაარბიეს
03-09-2018
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საბავშვო ბაღში მისულ ბაღის აღმზრდელებს დილას კარი გატეხილი დახვდათ. როგორც გაირკვა, გუშინ ღამით დაუდგენელმა პირებმა საბავშვო ბაღის შენობა დაარბიეს. 

„დიდი ხანი არ არის, რაც შაშიანის ბაღს World Vision-მა შენობა გაურემონტა და ახალი ინვენტარიც გადასცა. ვის და რატომ დაჭირდა ამის გაკეთება, არ ვიცი და ძალიან მიკვირს”,- განაცხადა ტელევიზიით გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.

მომხდარის გამო, აღმზრდელობითი პროცესი შესაძლოა რამდენიმე კვირის დაგვიანებით დაიწყოს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანებას გულისხმობს.

როგორც შაშიანის ბაღის თანამშრომელმა ლელა ბოკუჩავამ Etaloni.ge-ს განუცხადა, ბაღი გაქურდული არ არის: 

„არაფერი წაუღიათ, დაზიანებულია ბაღის ინვენტარი და საბუთები, რაც პედაგოგებს ჰქონდათ. ფაქტობრივად ვანდალური აქტია. არ გვაქვს ინფორმაცია მტრობდა თუ არა ვინმე ბაღს, გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი შემთხვევა მანამდე არ მომხდარა. 

გამოძიება მიმდინარეობს, იყო მოსული პოლიცია და ალბათ მიზეზი გაირკვევა. ფაქტობრივად ყველაფერი დაზიანებულია. სწავლის დაწყების პერიოდი გადაიწევს თუ არა, ჯერ არ ვიცით.“

მისივე ინფორმაციით, შემთხვევა დღისით მოხდა: „შაბათს ან კვირას მოხდა ეს შემთხვევა. დღისით დარაჯმა შენიშნა, რომ ფანჯარა ღია იყო და ეზოში სათამაშოები და მეთოდური მაგიდა იყო გამოტანილი“.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა

3 აკრძალვა აპლიკანტებისთვის - NAEC დეტალებზე

მაღალმთიანეთის სკოლებში მოსწავლეთა ვაუჩერული დაფინანსების ოდენობები ცნობილია

2025 წლის პირველ სხდომაზე საბჭო სკოლების ავტორიზაციისა და მონიტორინგის შედეგებს განიხილავს

 NAEC მასწავლებლებისთვის ვაკანსიას აცხადებს- ტესტური დავალებები 13 საგანში შეიქმნება მე-6 და მე-10 კლასების მოსწავლეებისთვის


პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც  

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის საინტერესო, დასამახსოვრებელი და სახალისო იყო


ფორმატი მოსწავლეებს ეხმარება დისკუსიის, წერის,პრეზენტაციასა და შემოქმედებითი უნარის ჩამოყალიბებაში

კონკურის შემდეგ მოსწვლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ

საინტერესო

მასთან დაკავშირებით საინტერესო ლეგენდა არსებობს 

ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად, მთელი გუნდი გიგანტური სანტას ქუდის ქვეშ გადაადგილდება

სხვა მაგალითებს აქვთ მასწავლებლის მინაწერიც

ძალიან გაგიჭირდებათ ისეთი ოჯახის პოვნა, სადაც ნაძვის ხის სათამაშო ბურთები არ არის

სიახლეები
საზოგადოება