სიახლეები
საინტერესო

მუსიკით შეპყრობილი მოხუცი, რომელიც დაკარგულის დაბრუნებას ელოდება - ფოტოისტორია
04-09-2018
-
+


ალეპო. სირია. სამოქალაქო ომი. დამწვარი სახლები. განადგურებული მოსახლეობა. სასტიკი ფოტოები - ეს ისაა, რასაც მსოფლიო უკვე 6 წელია უყურებს. 

ამ სისასტიკის ფონზე ერთ დანგრეულ ოთახში ჩამომჯდარმა მოხუცმა შეიძლება თქვენში ისეთივე ემოციები არ აღძრას, მაგრამ მისი ისტორიაც ომის ნაწილია. ომის, რომელმაც მას ყველაფერი წაართვა. 

მოჰამედ მოჰიედინ ასინი, იგივე აბუ ომარი ძველი მანქანების კოლექციონერი იყო. ომმა მისი კოლექცია და ცხოვრება ნელ-ნელა გაანადგურა. ეს ცნობილი ფოტო, რომელზე ომარი ჩიბუხს ეწევა და მუსიკას უსმენს, ფრანს-პრესის სააგენტოსა და ფოტოგრაფი ჯოზეფ ეიდის ნამუშევარია. 



მოხუცს ფოტოგრაფთან ერთად ფრანს-პრესის ბეირუთის ბიუროს ხელმძღვანელი სემი კეთზი ეწვია. 

„რკინის მწვანე ჭიშკართან მივედით და დავაკაკუნეთ. კარის გაღებისთანავე დამეუფლა შეგრძნება, პასუხისმგებლობა, რომ მისი ცხოვრების შესახებ უფრო მეტი გამეგო“ - ჰყვება კეთზი. 

ომარმა სტუმრები დანგრეულ სახლში შეიპატიჟა, თავად ვინილის ძველი დისკი გადმოიღო, ყუმბარებისგან დამსხვრეულ საწოლზე ჩამოჯდა, მუსიკა ჩართო და ჩიბუხი გააბოლა.

ომარისთვის მისი კოლექცია ყველაფერი იყო. მოხუცის სახე ერთი მხრივ მწუხარებას და მეორე მხრივ იმ პრობლემებთან ბრძოლას ასახავს, რომელიც მას თავს დაატყდა.

და ბოლოს, სისხლიანმა ფოტოებმა სირიიდან მთელი მსოფლიო მოიარა, მაგრამ ჯოზეფ ეიდის ფოტომ ომის კიდევ ერთი სახე გამოაჩინა - დანგრეულ ოთახში საყვარელი ჩიბუხითა და მუსიკით შეპყრობილი მოხუცი, რომელიც დაკარგულის დაბრუნებას ელოდება. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება