სიახლეები
საინტერესო

Love is... შენი, ჩემი და ჩვენი ბავშვობის გემრიელი მოგონება...
04-09-2018
-
+


Love is... შენი, ჩემი და ჩვენი ბავშვობის გემრიელი მოგონება, რომელიც სხვისი სიყვარულის ისტორიით იწყება.

ყევლაფერი თავგადასავლების მაძიებელი გოგონა კიმის მოგზაურობით დაიწყო, რომელმაც მშობლიური ახალი ზელანდია დატოვა და ლოს ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. გავიდა წელი და მას შეუყვარდა... 

რჩეული იტალიელი პროგრამისტი რობერტო კასალი გახლდათ, რომელიც სათხილამურო კლუბში გაიცნო და მათი გაკვეთილები საღამოს გასეირნებებში გადაიზარდა.

წყვილი წერილების მიწერ-მოწერით გამოირჩეოდა, კიმი კი იმით, რომ სასიყვარულო სიტყვებს ილუსტრაციებით აფორმებდა. მოგვიანებით, კომიქსების ადრესატები მეგობრები და კოლეგებიც გახდნენ. და კიმის სამუშაო ადგილიც, სარეკლამო კომპანია, შესაფერისი აღმოჩნდა ახალი „ეპოქის დასაბადებლად“.

1970 წელს კიმმა კომიქსების პირველი ყოველდღიური დაკვეთა აიღო Los Angeles Times-თვის. ილუსტრაციების გამოსვლა ერიხ სიგალას წიგნის „სასიყვარულო ისტორიისა“ და ამავე სახელობის ფილმის გამოშვებას დაემთხვა. 

მათი სლოგანი „სიყვარულია, როდესაც არ ხარ ვალდებული ბოდიში მოიხადო“, შეცვალა ფრაზით - „სიყვარულია, როდესაც შეგიძლია ბოდიში მოიხადო.“ 

ამ საქციელმა მკითხველთა გული მოიგო და კიმის ილუსტრაციებით უკვე მაისურები, საღეჭი რეზინები, ჩანთები და წიგნებიც კი ფორმდებოდა. გოგონას შემოსავალი კი წელიწადში 4-5 მილიონს შეადგენდა. 

საქმიდან ისევ სიყვარულის ისტორიას დავუბრუნდები და გეტყვით, რომ კიმმა და რობერტომ იქორწინეს. ოღონდ გოგონა მას ერთი პირობით გაჰყვა: „აკეთე ის, რაც გინდა, ოღონდ ჩემზე ადრე არ მოკვდე...“ - ასე იყვნენ უბედნიერესნი თავიანთი სასიყვარულო მოგზაურობაში...

თავგადასავალი დიდხანს არ გაგრძელებულა, რობერტომ პირობის შესრულება ვერ შეძლო... 1975 წელს მას ავთვისებიანი სიმსიმვნე დაუდგინეს და მალევე გარდაიცვალა. 

სიყვარულს გაჰყვა კიმის შემოქმედებაც, გოგონამ ხატვა შეწყვიტა და Love is - ის გამოყენების უფლება ბრიტანელ კარიკატურისტს, ბილი ასპრინს გადაეცა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება