სიახლეები
საინტერესო

2018 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია არ გაიცემა - რა გახდა სკანდალის მიზეზი
03-09-2018
-
+


1895 წლის 27 ნოემბერს ალფრედ ნობელმა ხელი მოაწერა ანდერძს, რომლის მიხედვითაც, მისი სიკვდილის შემდეგ დარჩენილ კაპიტალს ნობელის პრემიის ფონდი  უნდა შეედგინა. 

ფონდის თანხით 1901 წლიდან დღემდე მნიშვნელოვანი და უახლესი მიღწევებისთვის შვიდ სხვადასხვა დარგში ნობელის პრემია გაიცემა. გამარჯვებულებს ნობელიის პრემიის ლაურეატის წოდებასთან ერთად ოქროს მედალი, დიპლომი და ფულადი თანხა გადაეცემათ. 

ქიმიის, ფიზიკის, ეკონომიკის, მშვიდობის, მხატვრული ლიტერატურის, მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგის წარმომადგენლებს ყოველი წლის 10 დეკემბერს, შვედეთში აჯილდოებენ. 

წელს დაჯილდოება ოდნავ სახეცვლილი ფორმით წარიმართება, რადგან შვედეთის აკადემიის გადაწყვეტილებით, 2018 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია არ გაიცემა. 

ამ გადაწყვეტილებას თავის მხრივ მხარი დაუჭირა ნობელის კომიტეტმა და ლიტერატურის გულშემატკივრები 2019 წლამდე ლოდინის რეჟიმში დატოვა. 

ამის მიზეზი ის სკანდალი გახდა, რომელიც აკადემიის მიერ დაფინანსებული პროექტების ხელმძღვანელის, კატარინა ფროსტენსონისა და მისი ქმრის, ფოტოგრაფის, ჟან კლოდ არნოს ირგვლივ დატრიალდა

სკანდალის შედეგად ფროსტენსონი აკადემიის რიგებიდან გარიცხეს, ცოტა ხანში კი თანამდებობა  მისმა მუდმივმა მდივანმა, სარა დანიუსმაც დატოვა. 

აღნიშნულ ფაქტს შვედურ კულტურაში უკვალოდ არ ჩაუვლია და სულ მალე ნობელის ახალი პრემია გამოჩნდა, რომელიც ალტერნატიული პრემიის სახელითაა ცნობილი. 

შვედეთის კულტურის 100-მდე წარმომადგენელმა, რომელთა შორის მსახიობები და მწერლები არიან, „ახალი აკადემია“ დაარსეს, რომლის მიზანი წელს ლიტერატურის დარგში ნობელის ალტერნატიული პრემიის გაცემაა. 

„ჩვენ დავაარსეთ ახალი აკადემია, რათა შევახსენოთ ხალხს, რომ ლიტერატურა და კულტურა უნდა იყოს დემოკრატიული, გამჭვირვალე, თანაგრძნობითა და პატივისცემით განმსჭვალული, ქედმაღლობისა და დისკრიმინაციის გარეშე“, - ნათქვამი იყო მათ ერთობლივ განცხადებაში. 

ზემოაღნიშნულ პრემიაზე ის ავტორები წარსდგენენ, რომლებსაც სულ მცირე ორი წიგნი მაინც აქვთ დაწერილი და ერთი მათგანი უკანასკნელი 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული. 

წარდგენილი 47 ავტორიდან „ახალმა აკადემიამ“ ოთხი საუკეთესო უკვე შეარჩია. 

ფინალისტთა ოთხეული ასე გამოიყურება: ჰარუკი მურაკამი, ნილ გეიმანი, მარიზ კონდე და კიმ ტუი. 

გამარჯვებულის გამოვლენამდე etaloni.ge თითოეული მათგანის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას და მათ შემოქმედებას გაგაცნობთ. 

ნობელის ალტერნატიული პრემიის დაჯილდოების ცერემონიალი 14 ოქტომბერს გაიმართება.

*ნობელის პრემიის ისტორიაში, ბოლო 75 წლის განმავლობაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლიტერატურის დარგში პრემია არ გაიცემა. აკადემიის ისტორიაში იყო მხოლოდ ერთი წელი, როდესაც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია არავის მიუღია. 1935 წელს აკადემიამ ღირსეული კანდიდატი ვერ შეარჩია. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

განათლების სამინისტროში რეორგანიზაციის დაწყება etaloni.ge-ს ოფიციალურად დაუდასტურეს

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება