სიახლეები
სიახლეები

სკოლებში ლაბორატორიული უსაფრთხოების უზრუნველყოფის თემაზე ტრენინგები ჩატარდა
26-12-2016
-
+


„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ახორციელებს, საქართველოს მასშტაბით 48 მასწავლებელს ტრენინგი თემაზე „უსაფრთხოება სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში“  ჩაუტარდა. 

ტრენინგ-მოდული  პროექტის საბუნებისმეტყველო საგნების სპეციალისტთა ხელმძღვანელობით და ამერიკის შეერთებული შტატების ლაბორატორიული უსაფრთხოების ინსტიტუტის წარმომადგენლთან თანამშრომლობით შემუშავდა.   
 
ტრენინგზე ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლები გაეცნენ სასკოლო ლაბორატორიებში მუშაობისას უსაფრთხოების ზოგად წესებს, რათა მათ გამოუმუშავდეთ სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში უსაფრთხოდ მუშაობის უნარ-ჩვევები.   
 
საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები მნიშვნელოვანი რესურსია სკოლებისთვის და მათი აქტიური გამოყენება სასწავლო პროცესში ეფექტიანი სწავლებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. აღნიშნულმა, დღის წესრიგში დააყენა ლაბორატორიებში მუშაობისას უსაფრთხოების საკითხი. შედეგად, შეძენილი ცოდნის საფუძველზე პედაგოგები სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში მოსწავლეთათვის  უსაფრთხო გარემოს შექმნიან.  

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო“ „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ დაფინანსებით 100-მდე საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, ასევე, დაგეგმილია სკოლების თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა. პროექტის ფარგლებში უკვე რეაბილიტირებულია 12 საჯარო სკოლა (ბებნისის, გორის #5, ზერტის, თიანეთის #1, ოკამის, საქაშეთის, სკრის, ტინისხიდის, ტყვიავის, ფხვენისის, ძეგვისა და ხიდისთავის საჯარო სკოლები) და აღნიშნული ტრენინგი სწორედ ამ სკოლების მასწავლებლებმა გაიარეს.  
 
სამომავლოდ დაგეგმილია მასწავლებლებისთვის სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიაში სასწავლო პროცესის წარმართვისთვის საგნობრივი გზამკვლევის შექმნა და ამ მიმართულებით ტრენინგების ჩატარება.   
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ ხორციელდება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფინანსური მხარდაჭერითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით. 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

2024 წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის ვინაობა ცნობილია - პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 პროექტი მარტის ბოლოდან ყველა საჯარო სკოლას შეეხება - დეტალები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

სკოლის დირექტორებთან მასწავლებლის სახლმა შეხვედრა ჩაატარა

სკოლების შერჩევის 5 კრიტერიუმი ცნობილია - განაცხადის წარდგენის ვადა იწურება

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

„STEM პროექტები მოზარდს ასწავლის ტექნოლოგიებს, შესძენს კრიტიკული აზროვნების უნარებს“

ღონისძიების მთავარი თემა იყო საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესწავლა

კიდევ ერთი ლამაზი და სამახსოვრო დღე შეემატა მოსწავლეთა მოგონებათა ყულაბას

სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

მათ შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს საკუთარი ნააზრევი დედასთან დაკავშირებით

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება